ალექსანდრ ლუკაშენკო

Welt: ევროკავშირი ლუკაშენკოს შავ სიაში არ შეიყვანს გაირკვა მომხრე და მოწინააღმდეგე

77
(განახლებულია 15:51 04.09.2020)
ევროკავშირს მანამდე უკვე ჰქონდა დაწესებული სანქციები ბელარუსის მიმართ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, სანქციები 2004-დან 2016 წლამდე მოქმედებდა.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირი არ შეიყვანს ბელარუსის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს სანქციების სიაში — უპირველესად გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის პოზიციის გამო, იუწყება გაზეთი Die Welt საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

წყაროს ცნობით, ბერლინში, პარიზსა და რომში მიაჩნიათ, რომ „მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ლუკაშენკოსთან კავშირის არხები ღია უნდა დარჩეს“, ვინაიდან შავ სიაში მისი შეყვანა მინსკთან დიალოგის სრულიად შეწყვეტას ნიშნავს.

რაც შეეხება ბელარუსის ლიდერის მიმართ შეზღუდვების დაწესების მომხრეებს, მათ შორის პირველი ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი არიან.

აგვისტოს შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ევროკავშირი 15–20 ბელარუსი ჩინოვნიკის სიას განიხილავდა, რომლებისთვისაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და ევროპულ საბანკო სისტემაზე წვდომა უნდა აეკრძალათ.

შევა თუ არა ბელარუსი რუსეთის შემადგენლობაში: რუსი სენატორის კომენტარი>>

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირს მანამდე უკვე ჰქონდა დაწესებული სანქციები ბელარუსის მიმართ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. სანქციები 2004-დან 2016 წლამდე მოქმედებდა. ამ ხნის განმავლობაში სანქციების სია ხან იზრდებოდა და 130 კაცსაც კი აღწევდა, ხან კი მცირდებოდა. 2008 წლის სექტემბერში ევროკავშირმა შეაჩერა სანქციები, თუმცა მათი მოქმედება 2010 წელს კვლავ აღადგინა და გაამკაცრა კიდეც რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

 

77
თემები:
მსოფლიო დღეს (2089)
თეთრ და მუქნაჭუჭიანი კვერცხები კალათში

ფერმერი საგონებელშია: ქათამმა უცნაური კვერცხი დადო - ვრცელდება ვიდეო

0
(განახლებულია 10:13 25.09.2020)
ფერმერ ქალს წარმოდგენა არ აქვს, რას შეიძლებოდა მოეხდინა გავლენა კვერცხის უცნაურ შეფერილობაზე, ვინაიდან ყველა ქათამს ერთნაირად კვებავდა

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ჩინეთის პროვინცია ცზიანსუს ფერმაში ქათამმა მწვანე კვერცხი დადო და ფერმერი საგონებელში ჩააგდო, წერს გამოცემა Daily Star-ი.

მეურნეობის მეპატრონე გაო გაოცებული დარჩა, როდესაც მისმა ქათამმა მწვანე ლაქებიანი კვერცხი დადო. ჩინელმა ქალბატონმა თქვა, რომ წარმოდგენა არ აქვს, კონკრეტულად თუ  რას შეეძლო კვერცხის შეფერილობაზე გავლენის მოხდენა.

„ეს კვერცხი იგივე ზომისაა, როგორიც სხვები, მაგრამ მწვანე ხალებითაა დაფარული. ჩემს ეზოში შვიდი ქათამი და ერთი მამალია. მე მათ ერთნაირად ვაჭმევდი: სიმინდს, ბოსტნეულსა და სხვა მწვანილეულს“, — განმარტა მან.

სუციანის მეცხოველეობისა და ვეტერინარული სადგურის უფროსმა ვეტერინარმა ჩჟან ვენჩენმა თქვა, რომ კვერცხმა შეიძლება გარეგანი ზემოქმედება ჯერ კიდევ ქათმის შიგნით განიცადა. მან დიასახლისს ურჩია, რომ უცნაური კვერცხი არ ეჭამათ.

0
თემები:
მსოფლიო დღეს (2089)
ევროკომისიის შენობა

მოსაზრება: ევროპა ლიბერალური ერთსულოვნებისა და დემოკრატიული ტოტალიტარიზმისთვის იბრძვის

44
(განახლებულია 21:20 24.09.2020)
დასავლეთის მიერ დე–ფაქტო გამოცხადებული ახალი ცივი ომი სრულიად ახალ ფაზაში შედის, როდესაც ანტირუსულ რიტორიკას გარდაუვლად მოსდევს საკუთარი სხვაგვარად მოაზროვნეების დევნისადმი მოწოდება, რომელთა მოსაზრება არ ჯდება ოფიციალურ იდეოლოგიაში.

ვლადიმირ კორნილოვი

და მოვლენების განითარების კვალდაკვალ ირკვევა, რომ რუსეთი აღარ არის ყველა ამ ანტირუსული გამოხდომებისა და სანქციების ძირითადი სამიზნე. 

თითქოს ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციები რუსეთისა და რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ ძალიან მკაცრია (რომელიც  ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლასაც კი მოითხოვს), მაგრამ იმავე უწყების ტრიბუნიდან გამოსვლისას ევროკომისიის თავის ურსულა ფონ დერ ლაიენის ოფიციალურ სიტყვაში რუსეთი მხოლოდ ერთხელ იყო ნახსენები. მაგრამ როგორ! ის პირდაპირ დაემუქრა „მათ, ვინც რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას უჭერს მხარს“. ანუ ეს უფრო მოსკოვისადმი კი არა, იმ სახელმწიფოებისა და, განსაკუთრებით, ევროკავშირის შიგნით არსებული იმ პოლიტიკური ჯგუფებისადმი მიმართვაა, რომლებიც კიდევ ბედავენ და იმედი აქვთ, რომ ბრიუსელი საგარეო პოლიტიკას უფრო ჯანსაღად მიუდგება. გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამით ევროპის ოპოზიციას აფრთხილებს, „თქვენზე მოვდივართო“.

ამასთან დასავლური პრესა მთელ ამ ვრცელ „სატახტო“ სიტყვაში რუსეთის ამ მოკლე მოხსენიებას გამოყოფს ძირითად გზავნილად და სათაურებშიც გამოაქვს: „ევროკაშირის ლიდერი რუსეთთან კავშირებზე გაფრთხილებას იძლევა“. ანუ ეს თეზისი ფართო წრეს უნდა მიეღო ცნობად და ყველა იმას გაეგონა, ვისაც ეს პრესა რეგულარულად აწებებს „კრემლის სასარგებლო იდიოტების“ იარლიყს.

არ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ შიდა ოპოზიციისადმი დამოკიდებულების მკვეთრი გამკაცრება არის არა რეაქცია „ბერლინელი პაციენტის“ სკანდალზე (როგორც ამას ზოგი ევროპელი პოლიტიკოსი ირწმუნება), არამედ ეს უფრო მასობრივი პასუხია სკანდირებაზე „პუტინი! პუტინი!“, რომელიც ბერლინში რუსეთის საელჩოსთან ისმოდა. ეს ასევე არის შიში მართალი სიტყვის გაგონებისა, რომელიც, როგორც ირკვევა, გერმანიაში სულ უფრო დიდი პატივისცემით სარგებლობს.

ამ „პრობლემაზე“ ამ დღეებში პირდაპირ მიუთითა გერმანულმა გაზეთმა Süddeutsche Zeitung:

„რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების გავლენა დიდია გერმანიაში, სადაც ნავალნის მოწამვლამ არერთი კამათი გამოიწვია. RT Deutsch-ის სტატიები, სახელმწიფო ტელევიზიის გერმანულენოვანი ქვედანაყოფი, წარმოუდგენლად პოპულარულია: ЕСВС-ს მონაცემების თანახმად, ის ახლა მეორე ადგილზეა გერმანიის სოციალურ ქსელებში ციტირებების მიხედვით“.

Süddeutsche Zeitung-ის ავტორებს არ შესწევთ უნარი, დაფიქრდნენ, რატომ ხდება ეს ან რატომ დაეცა ბოლო წლებში ასე მკვეთრად გერმანული გაზეთების პოლულარობა. მათი აზრით, რუსული მედიასაშუალებების მიზანი ევროპაში — ეს „ეჭვის დათესვაა“ ევროპული საზოგადოების მწყობრ რიგებში. საინტერესოა, როდიდან ფიქრობენ დასავლელი ჟურნალისტები, რომ ეჭვების არსებობა — ეს რაღაც ცუდი და საშინელია? თითქოს დემოკრატიული ევროპა ყოველთვის გმობდა (სიტყვიერად მაინც) ტოტალიტარიზმსა და ოფიციალურ ერთაზროვნებას. ახლა კი დასავლელ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს გულწრფელად უკვირთ, რატომ ეძებენ მათი თანამემამულეები ადგილობრივი გაზეთებისა და სატელევიზიო არხების ჯანსაღ ალტერნატივას, როდესაც ცდილობენ, რაიმე აზრი დაიჭირონ „მოწამვლებისა“ და „ჩარევების“ შესახებ ინფორმაციებში. ადგილობრივი მედიით ხომ ყოველგვარი კრიტიკული მსჯელობის გარეშე ტრანსლირდება ზემოდან დაშვებული „ერთადერთი სწორი“ ვერსია.

ეს ეხება არა მარტო გერმანიას. ევროპის რომელი ქვეყანაც უნდა აიღო, იქ აუცილებლად წააწყდები დისკუასიას იმაზე, რატომ არის „პრორუსული“ თვალსაზრისი ასეთი პოპულარული არასისტემურ მედიასა და სოცქსელებში. ჩეხი ექსპერტი იან შირი ამას ჟურნალისტების „მოუმზადებლობით“ ხსნის. ისინი უბრალოდ „სწორად უნდა დააორიენტირო“: აიძულო, რომ დონბასელ ამბოხებულებს „სეპარატისტები“ კი არ ეძახონ, არამედ „რუსული არმია“ — და საჭირო შედეგსაც მაშინვე მივიღებთ. და ვისი რა საქმეა, რომ რუსული არმია ამ წლების განმავლობაში დონბასში არავის უნახავს. მთავარი ხომ მკითხველისთვის იმგვარი „გაუბუნდოვანებელი“ სურათის თავს მოხვევაა, რომელიც ეჭვებსა და ორმაგ განმარტებებს არ უშვებს. ამისათვის კი ჩეხური ტელევიზიების ეთერებში, შირის აზრით, მხოლოდ „სწორი“ ექსპერტების მოწვევაა საჭირო, რომლებიც თავს უფლებას არ აძლევენ, ეჭვი შეიტანონ „რუსული რეჟიმის მიერ ნავალნის მოწამვლით დაინტერესებაში და ასევე იმაშიც, რომ ეს „ნოვიჩოკის“ მეშვეობით მოხდა“.

უთუ შრი და მისი მსგავსი ექსპერტები ვერ ხვდებიან, რომ ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ყველა გაზეთში მოძებნის ცნობას რუსი „ოკუპანტებისა“ თუ „მომწამვლელი პუტინის“ შესახებ, ადრე თუ გვიან შეეცდება, ამ სენსაციური „ფაქტების“ მტკიცებულებებიც მოძებნოს. და როდესაც გაზეთებში ვერაფერს იპოვის, აუცილებლად მიმართავს ალტერნატიულ წყაროებს. სწორედ ამით აიხსნება კიდეც ის, რომ რუსული მედიასაშუალებები სულ უფრო პოპულარული ხდება ევროპაში. ისინი საშუალებას იძლევა, სულ ცოტა, სხვადასხვა მხრიდან შეხედონ ამა თუ იმ პრობლემას და საკუთარი დასკვნებიც გააკეთონ. ამის ეშინიათ დასავლელ ექსპერტებს, რომლებიც შეპყრობილი არიან რუსეთთან ბრძოლითა და ევროპის შიგნით განსხვავებული აზრის წმენდით.

ასეთი შეპყრობილობის კიდევ ერთი ახალი მაგალითია ამ კვირაში გამართული ადგილობრივი არჩევნები იტალიის რამდენიმე რეგიონში. ოპოზიციური „ლიგის“ გამარჯვების პერსპექტივით დაშინებულმა მეინსტრიმულმა მედიამ ტრადიციულად „წითელ“ ტოსკანაში ისევ ააფრიალა ანტირუსული კარტი, გაიხსენეს რა უკვე ხავსმოკიდებული ისტორია „რუსეთიდან დაფინანსების“ შესახებ. მთავარი „მტკიცებულება“ — ელექტრონული ფირმის რომელიღაც მფლობელს, რომელიც ოდესღაც კავშირში იყო „ლიგასთან“, რუსი ცოლი ჰყავს... და რუსეთში ფულს ურიცხავდა მას.

„ლიგის“ ლიდერის სალვინის განცხადებები, რომ მას ამ წლების განმავლობაში ვერავინ აღმოუჩინა „ვერც რუბლი და ვერც მატრიოშკა“, საერთოდ არ აინტერესებთ ლიბერალურ იტალიურ მედიასაშუალებებსა და ბრიუსელელ პოლიტიკოსებს. ევროპელი ლიბერალების ერთ-ერთმა მთავარმა რუპორმა გი ვერხოფსტადტმა ევროპარლამენტის დარბაზში საჯაროდ დაადანაშაულა სალვინი „პუტინისგან ფულის მიღებაში“.

ამაში არის კიდეც „ბრალდებების“ არსი შიდა ოპოზიციის წინააღმდეგ — მნიშვნელობა არ აქვს, მართლაც არის თუ არა ის პრორუსული, აქვს თუ არა რაიმე ტიპის კავშირი მოსკოვთან. მთავარია, მოაკეტინონ მას. და რისი პასუხი შეუძლია ოპონენტს, თუ მას პირდაპირ მიახლი, რომ მის მომხრეთაგან ვიღაცას რუსი ცოლი ჰყავს ამ თაროზე მატრიოშკა უდევს? ეს მეთოდი დიდ ხნის წინ გამოიცადა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში.

ამაშია ღია მუქარების აზრი, რომლებიც ოპონენტების მიმართ გაისმა ევროპის „რკინის ლედის“ ურსულა ფონ დერ ლაიენის ბაგეთაგან. ცივი ომი შეუძლებელია „ალქაჯებზე ნადირობის“ გარეშე. ამ ომის დროს ევროპა ტყვეების აყვანას არ აპირებს — ის ყველა იმის ტოტალური წმენდით იმუქრება, ვისაც ის თავის „მეხუთე კოლონად“ გამოაცხადებს. და ეს მხოლოდ დასაწყისია.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

44