მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვინ უფრო აქტიურად ავრცელებს COVID-19-ს: დასახელდა მოსწავლეთა ჯგუფი

© AFP 2024 / John Thysსკოლის მოსწავლე ბელგიაში
სკოლის მოსწავლე ბელგიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელი მკვლევარების აზრით, ათ წლამდე ბავშვები პათოგენის მიმართ ორჯერ ნაკლებად მოწყვლადები არიან, ვიდრე უფროსკლასელები.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. კალიფორნიის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და სკოლის მოსწავლეების ის ჯგუფი გამოავლინეს, რომელიც უფრო აქტიურად ავრცელებს COVID-19-ს. კვლევა გამოქვეყნებულია პორტალზე MedRxiv.

გაკვეთილი - Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრო: დაწყებითი კლასების მოსწავლეების სკოლაში სიარული აუცილებელია

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ კორონავირუსის ყველაზე ხშირი გადამდები უფროსკლასელები არიან. გარდა ამისა, ექიმების აზრით, შემოდგომაზე მაღალი კლასების პედაგოგებს შორის ინფიცირებულთა რაოდენობა შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს: მათ 40,7%-ს შესაძლოა ახალი ტიპის კორონავირუსის  სიმპტომები განუვითარდეს.

ამერიკელი მკვლევარების აზრით, ათ წლამდე ბავშვები პათოგენის მიმართ ორჯერ ნაკლებად მოწყვლადები არიან, ვიდრე უფროსკლასელები.

სპეციალისტების აზრით, ინფიცირების მაჩვენებლის შემცირება შესაძლებელია, თუ სასწავლო აუდიტორიებში მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდება. ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ უფროსკლასელთა სასწავლო ოთახებში ათზე მეტი ადამიანი არ უნდა იმყოფებოდეს, უმცროს კლასებში კი ოცი მოსწავლის ყოფნაა დასაშვები.

 

ყველა ახალი ამბავი
0