მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს სანქციები დაუწესა

© AFP 2024 / BAS CZERWINSKIსაერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა
საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკის შეერთებული შტატები პროკურორ ფატუ ბენსუდას, რომელიც ასევე იძიებს 2008 წელს ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტის დროს მომხდარ დანაშაულებს, ამერიკელი სამხედროების დევნაში სდებს ბრალს.

თბილისი. 3 სექტემბერი — Sputnik. შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) პროკურორ ფატუ ბენსუდას, იუწყება სააგენტო Reuters აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განცხადებაზე დაყრდნობით.

საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო - Sputnik საქართველო
ICC წუხს: შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სასამართლოს „უპრეცედენტო სანქციები“ დაუწესა

სანქციების დაწესების მიზეზად იქცა ბენსუდას მიერ გამოძიებული საქმე ამერიკელი სამხედროების მიერ ავღანეთში  ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით.

პომპეოს განცხადებით, პროკურორის გარდა, სანქციების სიაში ასევე მოხვდა ამავე სასამართლოს იურისდიქციის, კომპლემენტაციისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ფაკისო მოჩოჩოკოც.

სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას აშშ-ში.

„დღეს ჩვენ ვდგამთ მორიგ ნაბიჯს, ვინაიდან საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს სამიზნე, სამწუხაროდ, კვლავ ამერიკელები არიან“, — აღნიშნა პომპეომ.

გარდა ამისა, სახელმწიფო მდივნის თქმით, ის ფიზიკური თუ იურიდიული პირები, რომლებიც მატერიალურ დახმარებას უწევენ ბენსუდასა და მოჩოჩოკოს, ასევე რისკავენ, აღმოჩნდნენ სანქციების სიაში.

აღსანიშნავია, რომ აშშ არასდრო ყოფილა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრი და არ ცნობს მის ავტორიტეტს ამერიკის მოქალაქეებზე.

ფატუ ბენსუდა ის პროკურორია, რომლის ინიციატივითაც ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რუსეთს 2008 წელს სამხრეთ ოსეთში მომხდარი სამხედრო დანაშაულების გამოძიების მასალები მოსთხოვა. მათი შესწავლის შემდეგ კი დაადგინა, რომ 2008 წელს ცხინვალის რეგიონიდან ქართველების განდევნის გეგმა არსებობდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0