დონალდ ტუსკი

ტუსკი: ლუკაშენკოს ბელარუს-უკრაინის გაერთიანება და ორი ქვეყნის პრეზიდენტობა სურდა

224
(განახლებულია 14:35 03.09.2020)
ევროკავშირის საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, ლუკაშენკომ პირადად დაურეკა მას და ბელარუსისა და უკრაინის გაერთიანების იდეა გააცნო.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს 2014 წელს ჰქონდა განზრახვა, გაეერთიანებინა ბელარუსი და უკრაინა ერთ კავშირში და ორივე ქვეყნის პრეზიდენტი გამხდარიყო, განუცხადა პორტალ Onet-ს ევროკავშირის საბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა და პოლონეთის ყოფილმა პრემიერმა დონალდ ტუსკმა.

„უკრაინის კრიზისის ყველაზე ცხელ დღეებში, როდესაც მინსკი ერთგვარი შუამავლის როლს ასრულებდა ევროკავშირს, რუსეთსა და უკრაინას შორის, ლუკაშენკომ დამირეკა და პირდაპირ შემომთავაზა – დამერწმუნებინა ევროკავშირი, რომ მას შეეძლო გამხდარიყო უკრაინის საკითხის მშვიდობიანი დარეგულირების გარანტი, და მხარი დაეჭირათ მისი იდეისთვის ბელარუსი–უკრაინის კავშირის შექმნის თაობაზე, რის შემდეგაც ორივე სახელმწიფოს პრეზიდენტი თავად გახდებოდა“, — განაცხადა ტუსკმა ინტერვიუში.

მისი თქმით, ლუკაშენკო მას მიანიშნებდა, რომ ეს „რუსეთის აგრესიული ზრახვების შეჩერების ერთადერთი გზა“ იყო.

ტუსკის ვარაუდით, რეალურად ლუკაშენკო მოქმედებდა არა უკრაინის ინტერესებში, არამედ იმის შიშით, რომ ხელისუფლებას დაკარგავდა. თუმცა მან იქვე აღნიშნა, რომ ლუკაშენკომ „დადებითი როლი შეასრულა“ უკრაინული კრიზისის დარეგულირებაში.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის პრეზიდენტს ოფიციალურად არასდროს გაუხმოვანებია გეგმები უკრაინასთან გაერთიანების შესახებ.

224
თემები:
მსოფლიო დღეს (2067)
სამართალდამცველები დამოუკიდებლობის მოედანზე მინსკში

ბელარუსში მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებენ, სპეცნაზი მონაწილეებს აკავებს

70
მინსკის ცენტრში, სადაც მასობრივი აქციები იმართება, გადაკეტილია ზოგიერთი ქუჩა, დაკეტილია შვიდი მეტროს სადგური, ასევე მთელს ქალაქში მობილური ინტერნეტის სიჩქარე დაკლებულია

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. მინსკში და ბელარუსის სხვა ქალაქებში არასანქციონირებულ საპროტესტო აქციებზე მიმდინარეობს, დაიწყო დაკავებები, განუცხადა РИА Новости-ს შსს-ს პრესმდივანმა ოლგა ჩემოდანოვამ.

„ამ დროისათვის ათზე მეტი ადამიანი დაკავებულია მინსკში, თუმცა მონაცემები იცვლება. მიმდინარეობს დაკავებები ბელარუსის რეგიონებშიც, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რამდენი ადამიანია მთლიანად დაკავებული ქვეყნის მასშტაბით... ყველა დაკავება უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი შეკრებების შესახებ კანონმდებლობის დარღვევას“, - განაცხადა მან.

მან ასევე დაადასტურა, რომ ბრესტში მილიცია აფრქვევდა ცრემლსადენ გაზს. მისი თქმით, ეს გაკეთდა „მომიტინგეების კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღსაკვეთად“. ადრე ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ იუწყებოდა ერთ-ერთი ოპოზიციური Telegram-არხი, რომელმაც გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სპეცნაზელები მიემართებიან მომიტინგეთა ჯგუფისკენ და მათთან მიახლოებისას ერთ-ერთი ძალოვანი იღებს გაზის ბალონის მსგავს საგანს და მათ სახეში აფრქვევს. ამის შემდეგ კი დაკავებები იწყება.

მინსკის ცენტრში ოპოზიცია ტრადიციულ პროტესტის მარშს მართავს. ერთ-ერთ მეტროსადგურთან აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. მოგვიანებით  მათთან ახლოს ჩერდება ძალოვანების მანქანა, საიდანაც გადმოხტნენ სპეცნაზელები, რომლებმაც ადამიანების დაკავება დაიწყეს.

მინსკის ცენტრში, სტელასთან ახლოს შეიკრიბა რამდენიმე ათასი ადამიანი, იქ ასევე სპეცნაზი მოქმედებს.

მინსკის ცენტრში, სადაც მასობრივი აქციები იმართება, გადაკეტილია ზოგიერთი ქუჩა, დაკეტილია შვიდი მეტროს სადგური. უფლებამოსილი ორგანოების განკარგულებით მთელს ქალაქში დაკლებულია მობილური ინტერნეტის სიჩქარე.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო დროშის მოედნისა და დამოუკიდებლობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია ჯავშანტექნიკა, შსს-ს სატვირთო მანქანები. შსს აფრთხილებს მოსახლეობას, რომ აღკვეთს უკანონო აქციებს და მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ მათში მონაწილეობისგან.

ვითარება ბელარუსში

9 აგვისტოს ბელარუსში სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში გაიმარჯვა ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 80,1% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე სვეტლანა ტიხანოვსკაია გავიდა 10,12%-ით.

ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა და ქვეყანაში არასანქცირებული მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლებსაც ძალოვანი ორგანოების წარმომადგენლები სასტიკად გაუსწორდნენ. თავად ტიხანოვსკაიამ ბელორუსია დატოვა და ლიეტუვაში გაემგზავრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საპროტესტო აქციებისას დაკავებულია 6,7 ათასზე მეტი კაცი, დაშავდა ასობით ადამიანი. ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა საპროტესტო აქციის მონაწილე სამი პირის დაღუპვის ფაქტი. ამჟამად ბელარუსის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება. ასევე მიმდინარეობს ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდამჭერი დემონსტრაციები.

70
თემები:
მსოფლიო დღეს (2067)
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინა ჟენევაში

„აღარ იცავენ ზომებს“ - ჯანმო COVID-19-თან დაკავშირებულ გაუარესებულ სიტუაციას აფასებს

54
ჯანმოში აღნიშნეს, რომ სკოლების გახსნა კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში ერთ-ერთი გამოწვევა გახდა, მაგრამ ეს საჭირო ნაბიჯია განათლების, ბავშვთა სოციალიზაციისა და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ბალკანეთის რეგიონის და მთლიანად ევროპის ქვეყნების მცხოვრებლებმა შეწყვიტეს კორონავირუსის საწინააღმდეგო წესების შესრულება, რამაც რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულება გამოიწვია. ამის შესახებ РИА Новости-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბელგრადის ოფისში განუცხადეს.

ალბანეთის, ბოსნიისა და ჰერცეგოვინას, სლოვენიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ხორვატიის, მონტენეგროს და თვითგამოცხადებული რესპუბლიკა კოსოვოს ხელისუფლებები აღნიშნავენ კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდას ივლისსა და აგვისტოში ავადობის შემცირებისა და შეზღუდვების შერბილების და საზღვრების ნაწილობრივი გახსნის შემდეგ.

„ჩვენ ვაწყდებით სერიოზულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას არამარტო რეგიონში, არამედ მთელს ევროპაში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანა ამ სიტუაციაზე ჯანდაცვის ადექვატური ზომებით კოორდინირებულად და მტკიცედ რეაგირებდეს. ეს ნიშნავს სავარაუდო შემთხვევებისა და მათ შორის კავშირების შემოწმებას, კონტაქტში მყოფი პირთათვის კარანტინს, დისტანციის დაცვას, თუ შეუძლებელია პირბადეების ტარება, სუნთქვის და ხელების ჰიგიენის დაცვას“, - განუცხადეს სააგენტოს ჯანმოში.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნეს, ეპიდვითარების გაუარესების მიზეზებს შორისაა მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების ზომების არ შესრულება, განსაკუთრებით გართობის დროს, სტადიონებზე, ღამის კლუბებში, რელიგიურ ობიექტებზე, დღესასწაულებზე და სხვა მასობრივ შეკრებებზე.

„ინფექციის პროფილაქტიკა და კონტროლი მასზე სერიოზული გამოწვევა გახდა ზოგიერთი სახელმწიფოსთვის“, - აღნიშნეს ორგანიზაციაში.

ჯანმოს ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა უკვე 30 მილიონს აჭარბებს. ბოლო დღე-ღამეში პლანეტაზე 312 ათასზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა. გარდაიცვალა უკვე 948 ათასი ადამიანი.

54
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 21 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 17:58 20.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

21 სექტემბერი, ორშაბათი. ამ დღეს მთვარე მართავს. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია.

ყველაფერი გამოგივათ, თუ შემოქმედებით აქტიურობას გამოავლენთ და მიზნის მისაღწევად ძალისხმევას არ დაიშურებთ.

მორიელის დღე ძალზე ემოციურია, ადვილად ვლინდება გაღიზიანება, აგრესია, მოუთმენლობა, დეპრესიისადმი მიდრეკილება. ამ დროს, სჯობს, შეზღუდოთ კონტაქტები როგორც ხელმძღვანელობასთან, ისე საქმიან პარტნიორებთან.

მთვარე მორიელში ხელს უწყობს აზრების კონცენტრაციას და ამასთან ზრდის კრიტიკულობას. ეს საუკეთესო პერიოდია ყველაზე სარისკო და სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად.

ამ დღეს არ ღირს ახალი საქმეების დაწყება, ახალი ვალდებულებების აღება საკუთარ თავზე, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების გაკეთება.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

რაც შეეხება ურთიერთობებს, ესაა ვნებებისა და არშიყის დრო. მთვარე მორიელში ხელს უწყობს მგზნებარე რომანების დაწყებას, ასევე, ის ურთიერთობებს მყარს საძირკველს უყრის.

მთვარე მორიელში თავის დაღს ასვამს ყველაფერს, მათ შორის ამ დროს დაწყებულ ურთიერთობებს. ეჭვიანობა, დაუსაბუთებელი წყენა თუ ბობოქარი აღტაცება – ეს და ბევრ სხვა რამ ახასიათებს ამ პერიოდს, თან ჭარბად.

რეკომენდებულია სესხის დაბრუნებამ დაწყებული საქმეების დასრულება, თქვენს კომპანიაში რამე სახცის კარდინალური ცვლილების დაწყება – ავეჯის გადაადგილებიდან დაწყებული, ბიზნესის კონცეფციის ცვლილებით დამთავრებული, ახალი ნაბიჯების გადადგმა საქმეების წარმოების მეთოდების შეცვლის ჩათვლით.

არარეკომენდებულია რამის დაკარგვა – ამიტომ სიფრთხილე გმართებთ, ფინანსური საქმიანობა – ფულთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა სხვა დროისთვის გადადეთ, ახალი საქმეების დაწყება.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: მორიელის დღეს კარგია თმის შეღებვა, მაგრამ არა მკვეთრად განსხვავებულ ფერში. შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. თმის შეჭრა უფრო უპრიანი იქნება სუსტი თმისთვის, რადგან ის გაძლიერდება და მტკიცე გახდება.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: შეიძლება სამკურნალო მცენარეების შეგროვება და გამოშრობა, პიკირება, გაზონების შეჭრა, ოთახისა და აივნის მცენარეების მორწყვა, ყვავილებისთვის სასუქის მიცემა, ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების შეწამვლა, მოსავლის აღება.

არასასურველია ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, ხეების მოჭრა.

0