მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შეცვალა თუ არა ევროკავშირმა სია საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით: წყაროს ინფორმაცია

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკში ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშები

ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ ქვეყნების სიაში, რომლებისთვისაც ევროკავშირი კორონავირუსის პანდემის გამო ჩაკეტილ საზღვრებს ხსნის, ამ დროისათვის საქართველოც შედის

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირმა უცვლელი დატოვა მესამე ქვეყების სია, რომლებთანაც სახელმწიფო საზღვრების გახსნაა რეკომენდებული, იუწყება РИА Новости წყაროზე დაყრდნობით.

ევროკავშირის და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრების მსურველთათვის რეგულაციები მკაცრდება

ცნობილი ხდება, რომ სიის გადახედვის საკითხი  ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრის დღის წესრიგში იყო შესული.

„სია არ შეცვლილა“, — განუმარტა წყარომ სააგენტოს.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულ სიაში კვლავ არ შედიან აშშ და რუსეთი.

აღსანიშნავია, რომ ბოლოჯერ ჩამონათვალი აგვისტოში ჩასწორდა, როდესაც იქიდან მაროკო ამოიღეს.

ამ დროისათვის იმ ქვეყნების სიაში, რომლებისთვისაც ევროკავშირი  საზღვრებს ხსნის, შედიან: ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი და ასევე ჩინეთი.

ყველა ახალი ამბავი
0