თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. მეტეორიტის ძვირფასი ნამსხვრევები ბრაზილიის ქალაქ სანტა–ფილომენაში ჩამოცვივდა და გარდა იმისა, რომ ათასობით ტურისტი და მკვლევარი მიიზიდა, ადგილობრივი მოსახლეობაც გაამდიდრა, იუწყება Sputniknews.com.
გავრცელებული ინფორმაციით, მეტეორიტების წვიმა ქალაქს თავს 19 აგვისტოს დაატყდა. დაახლოებით 4.6 მილიარდი წლის კოსმოსურმა ლოდებმა ჯერ ცა აავსო, შემდეგ კი მიწაზე ჩამოცვივდა.
100s of chunks of #meteorite worth up to $26,000 each rain down on Brazilian town:1000s rush to remote settlement as locals dub it 'The day money fell from the sky' It dates back to the origins of the Solar System, before Earth formed, in Santa Filomena, in northeast of #Brazil pic.twitter.com/KeHdAcqHBS
— Hans Solo (@thandojo) September 1, 2020
მეცნიერებმა გამოაცხადეს, რომ მეტეორიტის ნამსხვრევები უძველესი მინერალებისგან შედგება და ძალიან ძვირფასია. ამის შესახებ ქალაქის მცხოვრებლებმაც შეიტყვეს და ნატეხების შეგროვება დაიწყეს. ყველაზე დიდი ლოდი 40 კილოგრამს იწონიდა და მკვლევარები მზად იყვნენ, მასში 27 ათასი აშშ დოლარი გადაეხადათ.
სანტა-ფილომენაში მთელი მსოფლიოდან ჩავიდნენ მკვლევარები და კოლექციონერები ესოდენ იშვიათი კოსმოსური ობიექტის შესასწავლად და ფრაგმენტების მოსაპოვებლად. მილიონერები მასიურად იძენდნენ ნატეხებს ბრაზილიიდან მათი გატანისა და კიდევ უფრო ძვირად გაყიდვის მიზნით.
ზოგს მიაჩნია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა აკრძალოს სახელმწიფოს ტერიტორიიდან მეტეორიტის ექსპორტი. ეს მათ საშუალებას მისცემს, ჩაატარონ უნიკალური სამეცნიერო კვლევები და მოიზიდონ ტურისტები.