ჰაიდი კლუმი და ტომ კაულიტცი

სუპერმოდელმა ქმარს იუბილე შიშველი ფოტოთი მიულოცა: სურათი Instagram-ზე

175
(განახლებულია 11:14 02.09.2020)
47 წლის სუპერმოდელი და 31 წლის გიტარისტი გასულ წელს დაქორწინდნენ, თუმცა მანამდე ისინი ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. გერმანელმა ექს–სუპერმოდელმა, ტელეწამყვანმა და მსახიობმა ჰაიდი  კლუმმა საკუთარ Instagram–გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ის სრულიად შიშველია აღბეჭდილი.

როგორც ირკვევა, ამ გზით მან დაბადების დღე მიულოცა თავის მეუღლეს — ჯგუფ Tokio Hotel–ის გიტარისტ ტომ კაულიტცს.

View this post on Instagram

Mondazzzze 🤗❤️ @tomkaulitz 📸

A post shared by Heidi Klum (@heidiklum) on

ფოტოზე 47 წლის ყოფილი სუპერმოდელი შიშველი დგას აივანზე პალმებისა და აუზის ფონზე, ხოლო მის უნაკლო სხეულს მხოლოდ გამჭვირვალე ფარდა ფარავს.

ფოტოს, რომლის კომენტარებიც დამალულია,  ამ დროისათვის 147 ათასი მოწონება აქვს.

აღსანიშნავია, რომ ჰაიდი კლუმი და 31  წლის ტომ კაულიტცი 2019 წელს დაქორწინდნენ, თუმცა მანამდე ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს.

 

175
თემები:
მსოფლიო დღეს (2095)
Ан-26-ის ჩამოვარდნა ხარკოვთან

„ძალიან მტკივნეულია“ - საქართველოს პირველი პირები უკრაინას ტრაგედიის გამო უსამძიმრებენ

84
(განახლებულია 19:26 26.09.2020)
პრეზიდენტმა და პრემიერმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვეს

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს Тwitter-ის საშუალებით სამძიმარი გამოუცხადეს.

ავიაკატასტროფა უკრაინაში: გარდაცვლილების რიცხვი გაიზარდა >>

სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-26 გუშინ საღამოს ხარკოვის ოლქში ქალაქ ჩუგუევთან ახლოს იმ დროს ჩამოვარდა, როდესაც სასწავლო ფრენას ახორციელებდა. ბორტზე იმყოფებოდა 27 ადამიანი - ეკიპაჟის 7 წევრი და 20 კურსანტი. 25 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორმა კურსანტმა თვითმფრინავიდან გადმოსვლა მოახერხა, მაგრამ დღეს ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

​„ძალიან მტკივნეულია აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს ახალგაზრდა კადეტებისა და პილოტების დაღუპვის გაგება. ჩემი ფიქრები დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და უკრაინელ ხალხთანაა“, – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა.

დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

„ღრმად ვარ დამწუხრებული უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფით, რომელსაც ბორტზე მყოფი ადამიანების, მათ შორის საავიაციო სკოლის სტუდენტების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულითადად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს გიორგი გახარია.

​უკრაინელმა გამომძიებლებმა სისხლის სამართლის საქმე ფრენების და მათი მომზადების წესების დარღვევის მუხლით აღძრეს. განიხილება კატასტროფის ოთხი ვერსია: ტექნიკური გაუმართაობა, ეკიპაჟის შეცდომა, ფრენებზე პასუხისმგებელ პირთა მიერ მოვალეობების არასათანადო შესრულება, თვითმფრინავის ტექმომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემები.

84
თემები:
მსოფლიო დღეს (2095)
Ан-26-ის ავიაკატასტროფა ხარკოვთან

ავიაკატასტროფა უკრაინაში: გარდაცვლილების რიცხვი გაიზარდა

64
(განახლებულია 17:43 26.09.2020)
Ан-26-ის მარკის თვითმფრინავი 43 წლის იყო, თუმცა 2020 წელს ის რემონტზე გადაიყვანეს. გამომძიებლებმა სისხლის სამართლის საქმე ფრენების და მათი მომზადების წესების დარღვევის მუხლით აღძრეს

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ხარკოვის ოლქში Ан-26-ის მარკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა - საავადმყოფოში ერთ-ერთი გადარჩენილი გარდაიცვალა, ნათქვამია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში.

უწყების მონაცემებით, სულ გარდაიცვალა 26 ადამიანი, ერთი კი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში რჩება.

„ხარკოვის ოლქში ავიაკატასტროფის ადგილას ნაპოვნია 25 გარდაცვლილის ცხედარი. ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა და ერთი ადამიანი ტრავმირებულია და საავადმყოფოში რჩება“, - ნათქვამია უწყების Telegram-არხზე.

Ан-26 გუშინ საღამოს ქალაქ ჩუგუევთან ახლოს ჩამოვარდა. ეს იყო სასწავლო ფრენა: მის ბორტზე იმყოფებოდა 27 ადამიანი - ეკიპაჟის 7 წევრი და 20 კურსანტი. ერთი კურსანტი ფრენაზე არ დაუშვეს.

Ан-26-ის მარკის თვითმფრინავი 43 წლის იყო, თუმცა 2020 წელს ის რემონტზე გადაიყვანეს.

გამომძიებლებმა სისხლის სამართლის საქმე ფრენების და მათი მომზადების წესების დარღვევის მუხლით აღძრეს. განიხილება კატასტროფის ოთხი ვერსია: ტექნიკური გაუმართაობა, ეკიპაჟის შეცდომა, ფრენებზე პასუხისმგებელ პირთა მიერ მოვალეობების არასათანადო შესრულება, თვითმფრინავის ტექმომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემები.

64
თემები:
მსოფლიო დღეს (2095)
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 27 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 20:50 26.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

27 სექტემბერი, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია.

ამ დღეს საჭიროა ძალების მიმართვა ოჯახური კავშირების გამტკიცებისკენ, ოჯახური ტრადიციების მხარდაჭერა, სახლის მოწყობაზე ზრუნვა.

ცხოვრებისეულ სფეროებში ადამიანებს იღბალი თან სდევს. იზრდება პროფესიული წარმატებების შესაძლებლობა.

ჩნდება ინტერესი ყოველი ახლისადმი, მოულოდნელად მოდის საინტერესო იდეები, ადამიანებში იზრდება დამოუკიდებლობის წყურვილი, ექსტრავაგანტულობა, კომუნიკაბელურობა, ექსპერიმენტებისკენ სწრაფვა, შემოქმედებითი დამოკიდებულება ყველაფრისადმი.

კარგი დღეა მეგობრობისა და ფლირტისთვის. თუ გინდათ, რომ პარტნიორისთვის საყვარელი ადამიანი იყოთ, გახდით მისი მეგობარიც და არ შეუშინდეთ ორიგინალობას. მთვარეს მერწყულში უცნაური და უჩვეულო ნაცნობობა შეუძლია მოიტანოს. არ გაგიკვირდეთ ვითარების სწრაფი ცვლა, ეცადეთ, პარტნიორი იდეალურად არ აღიქვათ.

ასეთ დროს სასიყვარულო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს მეგობრების მოსაზრებები. თუ გაჩნდება მეგობრობა, ურთიერთგაგება, მაშინ რომანი, დიდი ალბათობით, დიდხანს გაგრძელდება. ეს უფრო ორიგინალური კავშირი იქნება, ვიდრე მგზნებარე და ვნებიანი.

რეკომენდებულია ოჯახური ბიზნეს–საქმიანობა, ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების გადაჭრა, მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება, ადრე დაწყებული საქმეების გაგრძელება, სანდო კავშირების გამტკიცება, კარიერაზე და ბიზნესზე ზრუნვა, მუშაობა როგორც დამოუკიდებლად, ისე კოლექტივში.

არარეკომენდებულია ახალი საქმეების დაწყება.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს არასასურველია თმის შეჭრა, მაგრამ კარგი დღეა შეღებვისთვის. ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა: მერწყულის ნიშანი მებაღეობის მხრივ არცთუ ნაყოფიერი პერიოდია. ამ დღეს შეიძლება ბრძოლა მავნებლებთან, მცენარეების შეწამვლა, ნიადაგის გაფხვიერება, ხოლო არ ღირს პიკირება, მცენარეების დარგვა და გადარგვა.

0