ანგელა მერკელი

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს მაინც დავამთავრებთ“: მერკელი აშშ-ის სანქციებს არ ეპუება

54
(განახლებულია 18:20 02.09.2020)
მანამდე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ აშშ-ის სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ არ შეესაბამება ბერლინის იურიდიულ წარმოდგენებს.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის მუქარებისა და სანქციების მიუხედავად მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა ბოლომდე დასრულდება, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ქალაქ შტრალზუნდში ვიზიტის დროს.

„გერმანიის მთავრობა აპირებს ბოლომდე დაასრულოს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა, მიუხედავად აშშ–ის წინააღმდეგობისა“, — ციტირებს კანცლერის სიტყვებს ტელეარხი MDR.

მანამდე გაზეთმა Handelsblatt-მა გამოაქვეყნა ფრაგმენტები სამი ამერიკელი სენატორის წერილიდან გერმანიის ქალაქ ზასნიცის პორტის დირექციისადმი. კონგრესმენები გაზსადენის მშენებლობის ხელშემწყობი სამუშაოების შეწყვეტას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი „ფინანსური განადგურებით“ იმუქრებოდნენ.

ბუნდესტაგის ეკონომიკისა და ენერგეტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა კლაუს ერნსტმა სენატორების წერილი თავხედობად შეაფასა და მოუწოდა ფედერალურ ხელისუფლებას, დაებარებინა აშშ-ის ელჩი და ეფექტური კონტრზომები დაეანონსებინა.

სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ

ამერიკის ხელისუფლება ცდილობს ევროკავშირს თავისი თხევადი ბუნებრივი აირი მიაწოდოს. გასული წლის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა მიიღო თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაში მონაწილე კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს. ამის გამო პროექტში სამუშაოებზე უარი თქვა შვეიცარიულმა Allseas-მა.

გერმანია და ავსტრია, რომლებიც დაინტერესებული არიან საწვავის საიმედო მიწოდებით, მხარს უჭერენ გაზსადენის გაყვანას. მშენებლობას ემხრობა ასევე ნორვეგია, რომლის მთავრობას მშენებლობის ერთ-ერთი მონაწილე კომპანია Kvaerner-ის აქციების 30 პროცენტი ეკუთვნის.

ივლისის ბოლოს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოიწონა თავდაცვის ბიუჯეტში შესატანი შესწორებები გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების შესახებ. დოკუმენტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას უცხოური მილგამყვანი კომპანიებისთვის, რომლებიც გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობენ, და ასევე იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მათ სადაზღვევო სერვისებს სთავაზობენ.

 

54
თემები:
მსოფლიო დღეს (2082)
როუვენ რივლინი

უჩვეულო ინიციატივა: ისრაელის პრეზიდენტმა თავისი ხელფასის შემცირება მოითხოვა

19
(განახლებულია 14:26 23.09.2020)
ისრაელის პრეზიდენტის ხელფასი ერთ თვეში დაახლობით 18 ათას აშშ დოლარს უტოლდება, ხოლო დეპუტატებისა - 12 ათას დოლარს

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ისრაელის პრეზიდენტმა როუვენ (რუბი) რივლინმა ქვეყნის მთავრობას მისთვის ხელფასის 10%-ით შემცირების თხოვნით მიმართა, ამის შესახებ პრეზიდენტმა საკუთარ Twitter–აკაუნტზე დაწერა.

​მანამდე, 21 სექტემბერს, ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მინისტრებისა და ქნესეთის (პარლამენტის) დეპუტატებისთვის დროებით ჯამაგირის 10%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ინიციატივა ქვეყნის ფინანსთა მინისტრ ისრაელ კაცს ეკუთვნოდა.

აღნიშნული წინადადების განხილვისას საგარეო საქმეთა მინისტრმა არიე დერიმ ყველა მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოხელისთვის ხელფასების 20%-ით შემცირება მოითხოვა, თუმცა მის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს.

ისრაელის პრეზიდენტის ხელფასი დაახლოებით 64 ათას შეკელს (18 ათასი 479 აშშ დოლარი) შეადგენს ერთ თვეში, ხოლო ქნესეთის დეპუტატის ხელფასი თვეში დაახლოებით 44 ათას შეკელს (12 768 აშშ დოლარი) უტოლდება.

19
თემები:
მსოფლიო დღეს (2082)
მაიკლ პენსი

ინციდენტი ჰაერში: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავი მოულოდნელად დაჯდა

43
(განახლებულია 13:54 23.09.2020)
ირკვევა, რომ ინციდენტი აფრენიდან მოკლე ხანში მოხდა, რის შემდეგაც ვიცე–პრეზიდენტის ხომალდი სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე დასვეს ნიუ–ჰემპშირში

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ვაშინგტონიდან აფრენილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც აშშ–ის ვიცე–პერზიდენტი მაიკლ პენსი იმყოფებოდა, მოულოდნელად დაეშვა ნიუ–ჰემპშირის აეროპორტში, იუწყებაCNN–ი პენსის პრესმდივანზე დაყრდნობით.

​გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის შტატგარეშე დაჯდომის მიზეზი — ეს ჰაერში ფრინველთან შეჯახება იყო.

ირკვევა, რომ ინციდენტი აფრენიდან მოკლე ხანში მოხდა, რის შემდეგაც ვიცე–პრეზიდენტის ხომალდი სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე დასვეს ნიუ–ჰემპშირში.

როგორც გამოცემა წერს, მაიკლ პენსი და მისი თანმხლები პირები ვაშინგტონში სატვირთო თვითმფრინავით დაბრუნდნენ.

43
თემები:
მსოფლიო დღეს (2082)
ფარმაკოლოგიური ლაბორატორია

რევოლუციური გარღვევა: აღმოჩენილია ბუნებრივი ანტიბიოტიკი

0
(განახლებულია 14:38 23.09.2020)
ახლად აღმოჩენილი ანტიბიოტიკი პერსპექტიულია როგორც დამოუკიდებელი სამკურნალო საშუალება და ასევე როგორც კომპლექსური პრეპარატების ელემენტი

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს უნივერსალური ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც წამლის მიმართ პათოგენების რეზისტენტობას (გამძლეობას) ძლევს. კვლევის ტექსტი გამოქვეყნდა ჟურნალ Applied Biochemistry and Microbiology-ში.

ავტორები ირწმუნებიან, რომ აღმოჩენილი ნივთიერება ემერიცილიფსინ  A ხელს შეუწყობს  ბაქტერიებითა და სოკოებით გამოწვეულ ინფექციურ დაავადებათა უმრავლესობასთან ეფექტურ ბრძოლას როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებში.

როგორც ნაშრომის ავტორებმა განმარტეს, შესწავლილი ნივთიერების მთავარი თერაპიული მახასიათებელია ზემოქმედების უნივერსალობა. ემერიცილიფსინ  A-სგან დაუცველია ბაქტერიების არა მხოლოდ MDR და XDR ფორმები, არამედ პრაქტიკულად ნებისმიერი პათოგენური ეუკარიოტი, მაგალითად, მიცელარული სოკოები და საფუარი.

მეცნიერების თქმით, პათოლოგიებს შორის, რომლებიც ემერიცილიფსინ A- ს ბრძოლის საშუალებას მისცემს, არის სიმსივნეები, ასევე ყველა სახის ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები.

ემერიცილიფსინი A, ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალისტების აზრით, პერსპექტიულია როგორც დამოუკიდებელი სამკურნალო საშუალება, ისე როგორც კომპლექსური პრეპარატების ელემენტი. თერაპია შეიძლება ჩატარდეს ან ინექციების საშუალებით, ან ადგილობრივად — დაზიანებული ქსოვილის პირდაპირი დამუშავების გზით.

მომავალში, მეცნიერთა გუნდი უჯრედულ მოდელებთან მუშაობიდან პრეპარატის ლაბორატორიულ გამოკვლევებზე გადასვლას აპირებს.

0
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება