Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ათჯერ უფრო გადამდები: კორონავირუსის აგრესიული შტამი კიდევ ერთ ქვეყანაში გამოვლინდა

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე კორონავირუსული ინფექციის უფრო მეტად აგრესიული შტამი გერმანიასა და შეერთებულ შტატებში იყო გავრცელებული.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. კორონავირუსის ბევრად მეტად გადამდები შტამი, რომელიც პირველად გერმანიაში აღმოაჩინეს 2020 წლის იანვარში და რომელიც აშშ-ში იყო გავრცელებული, ახლა ინდონეზიაში დაფიქსირდა, იუწყება გაზეთი Jakarta Post ჯაკარტის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული შტამი, რომელსაც მეცნიერებმა D614G უწოდეს, მანამდე მაზობელ მალაიზიაშიც გამოვლინდა.

ვირუსის აფეთქება პეკინში - Sputnik საქართველო
SOS! ჩინეთში გრიპის უცნობი შტამი გამოვლინდა – არსებობს ახალი პანდემიის საფრთხე

კვლევებიდან ირკვევა, რომ შტამ D614G-ს გადადების სიჩქარე ლაბორატორიულ პირობებში ათჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე ჩინეთის უჰანში აღმოჩენილი კორონავირუსის ორიგინალური შტამისა. თუმცა ლაბორატორიული კვლევები არ იძლევა პასუხს კითხვაზე, რა სიჩქარით ვრცელდება ვირუსი ადამიანებში, ან იწვევს თუ არა ეს შტამი დაავადების უფრო მძიმედ მიმდინარეობას.

ამასთან, როგორც ჯაკარტის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის პრეზიდენტი ამინა სოებანდრიო აცხადებს, ამ დროისათვის COVID-19-ით დაავადებულთა 40% ინდონეზიაში სწორედ შტამ D614G-ით არის ინფიცირებული.

გარდა ამისა, სოებანდრიოს თქმით, მუტირებული ვირუსი ექვემდებარება მსოფლიოში შექმნილი ვაქცინების უმეტესობას.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 25 226 437 კაცია. აქედან გარდაიცვალა 846 448 და განიკურნა 16 619 161 ადამიანი.

 

ყველა ახალი ამბავი
0