მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსულს სახელმწიფო ენის სტატუსი უნდა ჩამოერთვას: მოთხოვნა ბელარუსში

© photo: Sputnik / Alexey Maishev / გადასვლა მედიაბანკშივითარება ბელორუსიაში
ვითარება ბელორუსიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელარუსის უმაღლესი საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მხოლოდ ერთი სახელმწიფო ენა უნდა არსებობდეს.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ბელარუსში რუსულს სახელმწიფო ენის სტსტუსი უნდა გაუუქმდეს, განაცხადა რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა მეთურმა სტანისლავ შუშკევიჩმა.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
პუტინი: ბელარუსში რუსული ძალების გამოყენების აუცილებლობა ჯერ არ არსებობს

მისი აზრით, ქვეყანაში სახელმწიფო ენის სტატუსი მხოლოდ ბელარუსულს უნდა ჰქონდეს.

„ჩვენ არ გვაქვს არანაირი დაპირისპირება რუსებთან. ჩვენ შორის არასდროს ყოფილა ეროვნებათშორისი შუღლი. მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვსურდა ვყოფილიყავით ბელარუსები. და, საერთოდ, „გამოგვწურეს“ ჩვენი ენა და ასევე გვწურავენ ჩვენს კულტურას... რუსულ ენას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო სახელმწიფო ენა უნდა იყოს ერთი — ბელარუსული, იმიტომ რომ მას სხვა სამშობლო არ აქვს“, — განაცხადა შუშკევიჩმა.

რუსულმა ენამ მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი ბელარუსში 1995 წელს მიიღო მას შემდეგ, რაც ქვეყნის კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები შევიდა. სტანისლავ შუშკევიჩი იმ დროისათვის უკვე აღარ ხელმძღვანელობდა ბელარუსის უმაღლეს საბჭოს, თანამდებობა მას 1991–1994 წლებში ეკავა.

 

ყველა ახალი ამბავი
0