მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ქალი მთვარეზე და ამერიკის დროშა მარსზე: დონალდ ტრამპი პირობას დებს

© REUTERS / POOLდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრამპის ადმინისტრაციამ განაახლა მთვარის პროგრამა სახელწოდებით Artemis. სწორედ მის ფარგლებში იგეგმება ადამიანის მთვარეზე დაბრუნება და მისი იქ მუდმივად ყოფნა.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. აშშ პირველი გაგზავნის ქალ ასტრონავტს მთვარეზე და ასევე პირველი აღმართავს ალამს მარსზე, განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
მთვარე ამერიკისაა: დონალდ ტრამპმა ახალი ბრძანებულება გამოსცა
„ჩვენ დავიწყებთ ახალ ერას კოსმოსში ამერიკის ლიდერობის კუთხით. ამერიკა გაგზავნის პირველ ქალს მთვარეზე, და აშშ გახდება პირველი ერი, რომელიც თავის ალამს აღმართავს მარსზე“, — განაცხადა პრეზიდენტმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ განაახლა მთვარის პროგრამა სახელწოდებით Artemis. სწორედ მის  ფარგლებში იგეგმება ადამიანის მთვარეზე დაბრუნება და მისი იქ მუდმივი ყოფნა. ეს უნდა გახდეს მარსზე პილოტირებული მისიების პირველი ეტაპი.

ამასთან კოსმოსური კვლევების სააგენტო NASA ახალი პროგრამის ფარგლებში ამუშავებს მთვარის ახლო სადგურ Gateway-ს შექმნის იდეას, საიდანაც მომავალში ადამიანი მთვარის ზედაპირზე დაეშვება.

აშშ-ში არაერთხელ აღნიშნეს, რომ NASA პროგრამას კომერციულ პარტნიორებთან ერთად განახორციელებს და ამასთან საერთაშორისო მხარდაჭერის იმედიც აქვს.

 

ყველა ახალი ამბავი
0