Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჯანმო: კორონავირუსმა მილიონობით ადამიანი დააავადა ფსიქიკურად

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიჯანმოს ემბლება
ჯანმოს ემბლება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანმოს გენერალური დირექტორის თქმით, ამ დროისათვის პლანეტაზე დაახლოებით მილიარდ ადამიანს აქვს ფსიქიკური აშლილობის პრობლემები.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. კორონავირუსის პანდემიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა პლანეტის მილიონობით მოსახლის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

ბრიფინგის ჩანაწერი ორგანიზაციის YouTube-არხზეა გამოქვეყნებული.

„COVID-19-მა მილიონების ფსიქიკურ მდგომარეობაზე გავლენა დაავადებით გამოწვეული შფოთვებისა და შიშების კუთხით მოახდინა, რასაც ასევე დაემატა ფსიქოლოგიური სამსახურების მუშაობის მოშლაც“, — აღნიშნა გებრეიესუსმა.

ჯანმოს დირექტორის აზრით, ამგვარი ვითარება მრავალ ქვეყანაში დაწესებულმა საკარანტინო ზომებმა და ადამიანებს შორის სოციალური ურთიერთობების არარსებობამ წარმოშვა.

როგორც გებრეიესუსმა აღნიშნა, ამ დროისათვის პლანეტაზე ფსიქიკური აშლილობებით დაახლოებით მილიარდი ადამიანია დაავადებული.

ჯანმომ პანდემიის დასრულების საბოლოო ვადა დაასახელა>>

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსული ინფექცია COVID-19 მიმდინარე წლის 11 მარტს გამოაცხადა პანდემიად. ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე სულ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა 24 454 344 ადამიანს, რომელთაგან 831 635 გარდაიცვალა, ხოლო 15 997 657 განიკურნა.

ყველა ახალი ამბავი
0