მეთევზის კატარღა

მეთევზეებმა ზღვაში ფრთებიანი და გრძელცხვირა ქიმერა დაიჭირეს: ვრცელდება არსების ვიდეო

551
(განახლებულია 17:44 26.08.2020)
საზღვაო ბიოლოგის თქმით, მეთევზეების მიერ შემთხვევით დაჭერილი ქიმერის თაობაზე მეცნიერებმა თითქმის არაფერი იციან.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. კანადელმა მეთევზეებმა ბონავისტას ყურეში გრძელცხვირიანი და ფრთებიანი ქიმერა დაიჭირეს, იუწყება ტელეარხი CBC.

გავრცელებული ინფორმაციით, იშვიათი თევზი გარი გუდიარის ნადავლი გახდა. როგორც მამაკაცი ამბობს, მას და მის მეგობრებს სათევზაო ბადე 800 მეტრის სიღრმეზე ჰქონდათ ჩაშვებული.

ირკვევა, რომ არც გუდიარსა და არც მისი გუნდის წევრებს მანამდე მსგავსი არაფერი უნახავთ. ნაპირზე გამოსულმა მეთევზეებმა ფრთებიანი და „რეზინისცხვირიანი“ არსება თევზის კომბინატის თანამშრომლებსაც აჩვენეს, მაგრამ წყლის ქიმერა ვერც მათ ამოიცნეს.

არსების იდენტიფიცირება მხოლოდ მოგვიანებით გახდა შესაძლებელი, როდესაც მისი ფოტო „ფეისბუქზე“ აიტვირთა და ზღვის ბიოლოგმა კეროლინ მირიმ ნახა.

მეცნიერის თქმით, ეს ცხვირიანი ქიმერაა — ზურგზე შხამიანი წანაზარდით. თუმცა ის იმდენად ღრმად ცხოვრობს წყალში, რომ „მისი ბიოლოგიის, ცხოვრებისა თუ ქცევების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი“.  

551
თემები:
მსოფლიო დღეს (2071)
თავის ტკივილი

შეუსწავლელი დაავადება: იაპონელმა მეცნიერებმა შაკიკის მიზეზი დაადგინეს

61
(განახლებულია 12:15 21.09.2020)
როგორც ცნობილია, ამ დროისათვის შაკიკის მკურნალობის ეფექტური მეთოდები არ არსებობს და ამასთან, არც დაავადების ბუნებაა დადგენილი

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ტოკიოს სამედიცინო და სტომატოლოგიური უნივერსიტეტის (TMDU) მეცნიერებმა შაკიკის წარმოშობის ერთ–ერთ მიზეზს მიაგნეს, მათი კვლევა უნივერსიტეტის საიტზეა გამოქვეყნებული.

იაპონელმა მეცნიერებმა თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად დაადგინეს, რომ შაკიკის წარმოშობას შესაძლოა ნეირონების ზედმეტად დაძაბვა იწვევდეს.

ირკვევა, რომ ნორმალურ მდგომარეობაში ტვინის ნეირონები ერთმანეთთან ნეიროტრანსმიტერების — ბიოლოგიურად აქტიური ქიმიური ნივთიერებების გადაცემით ურთიერთქმედებენ, რის შემდეგაც ისინი „უკუდაპყრობას“ ექვემდებარებიან. ეს კი ნეიროტრანსმიტერების ხელმეორედ გამოყენებას აღკვეთს და ნეირონების ზედმეტად დაძაბვას იწვევს.

შაკიკის პრობლემა: დასახელდა პროდუქტები, რომლებიც თავის ტკივილს იწვევს>>

ამასთან, იაპონელი მეცნიერების თქმით, შაკიკი უკავშირდება „კორტიკალურ დეპრესიას“, რომლისთვისაც ნეირონების ჰიპერქტიურობის მკვეთრი ცვლილებაა დამახასიათებელი.

მათი ვარაუდით, ამგვარი მდგომარეობისადმი მიდრეკილება ნეირომედიატორ GLT–1–ის ტრანსპორტირების დარღვევაა.

„თუ აღმოჩნდება, რომ შაკიკის მქონე ადამიანებში GLT-1–ის მუშაობა ირღვევა, მაშინ გლუტამატის უკუდაპყრობის გაზრდაზე მომართული მედიკამენტური თერაპია შეიძლება მკურნალობის ეფექტური მეთოდი იყოს“, — ასკვნიან კვლევის ავტორები.

როგორც ცნობილია, ამ დროისათვის შაკიკის მკურნალობის ეფექტური მეთოდები არ არსებობს. ამასთან, არც დაავადების ბუნებაა დადგენილი.

61
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
ხელები

თითების მდგომარეობით ფილტვების კიბოს ნაადრევად დადგენა შეიძლება: ბრიტანული კვლევა

78
(განახლებულია 11:35 21.09.2020)
ბრიტანელმა მედიკოსებმა იმ დაავადების წინასწარი და არასტანდარტული მინიშნებები დაადგინეს, რომლის ადრეულ ეტაპზე გამოვლენაც საკმაოდ რთულია

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ფილტვების კიბოს განვითარებაზე ადრეული მინიშნება თითებისა და ფრჩხილების მდგომარეობას შეუძლია, აცხადებენ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის (NHS) სპეციალისტები.

როგორც გამოცემა Express–ი წერს, ფილტვების კიბო ერთ–ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად იმის გამოც მიიჩნევა, რომ მისი ადრეულ სტატიაზე გამოვლენა საკმაოდ რთულია. ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: ხველება, ტკივილი მკერდის არეში, ხიხინი თუ ნახველი, მოგვიანებით ჩნდება.

ბრიტანელმა მედიკოსებმა კი ფილტვების ავთვისებიანი დაავადების ადრეული და არასტანდარტული მინიშნებები დაადგინეს.

მათი თქმით, ფილტვების კიბოს განვითარების პროცესში შესაძლებელია ორგანიზმში გამომუშავდეს ჰორმონების მსგავსი ქიმიური ნივთიერებები, რომელთა გავლენითაც სისხლისა და სითხეების დიდი ნაწილი კიდურებისკენ, განსაკუთრებით, თითების წვერებზე განლაგებული ქსოვილებისკენ მიედინება. შედეგად, თითები დიდდება და სქელდება.

„ფილტვების კიბოს განსაზღვრა თითების მდგომარეობის ცვლილებითაა შესაძლებელი. ერთ–ერთი სიმპტომი — ეს თითების წვერების გადართოვება, გადიდება თუ გასქელებაა“, — აცხადებენ ბრიტანელი ექიმები.

გარდა ამისა, მედიკოსების თქმით, საშიში დაავადების შემთხვევაში, ფრჩხილების ირგვლივ კანი უჩვეულოდ პრიალა ხდება.

ექიმები გვაფრთხილებენ, რომ თუ ფრჩხილებს გვერდიდან შეხედეთ და შენიშნეთ, რომ ისინი ამობურცული გახდა, რაც მანამდე არ გქონიათ, მაშინვე უნდა მიაკითხოთ სამკურნალო დაწესებულებას.

ჯანმრთელობის ტესტი 30 წამში: დააკვირდით თითებს>>

სპეციალისტები ამბობენ, რომ ექიმთან დაუყოვნებლივ წასვლა და გამოკვლევის ჩატარება ასევე აუცილებელია თითებზე შენიშნული სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებების შემთხვევაშიც.

მათი თქმით, გარდა ფილტვების კიბოსი, თითების მდგომარეობის შეცვლა ასევე შეუძლია სხვა სახიფათო დაავადებებსაც — გულის ინფექციის, მანკისა და ფილტვების ქრონიკული ინფექციის ჩათვლით.  

 

78
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
ნანა ჯორჯაძე

ნანა ჯორჯაძის ფილმმა „ბოცვერის თათი“ რუსეთში ჯილდო მოიპოვა

0
(განახლებულია 14:59 21.09.2020)
ფესტივალი ამურის ოლქის ქალაქ ბლაგოვეშჩენსკში 13–20 სექტემბრის პერიოდში  ეპიდუსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით გაიმართება.

თბილისი, 21 სექტემბერი  — Sputnik.  ქართველი რეჟისორის ნანა ჯორჯაძის ფილმ „ბოცვერის თათის“ (Кроличья лапа) ოპერატორმა მიხეილ კვირიკაძემ რუსეთის კინოსა და თეატრის XVIII ფესტივალზე „ამურის შემოდგომა“  საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრის ჯილდო მოიპოვა, ნათქვამია ფესტივალის Facebook-გვერდზე.

ფესტივალი ამურის ოლქის ქალაქ ბლაგოვეშჩენსკში 13–20 სექტემბრის პერიოდში  ეპიდუსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით გაიმართება. 

ტრადიციულად „ამურის შემოდგომის“ ფარგლებში გაიმართა სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების, თეატრალური სპექტაკლების კონკურსებიი, ასევე მასტერ-კლასები და შემოქმედებითი საღამოები, კონცერტები და გამოფენები.

ფესტივალის სტუმრები და მონაწილეები იყვნენ რუსი კინემატოგრაფისტები, საზოგადო მოღვაწეები, მუსიკოსები, მხატვრები და ა.შ.

ანა ჯორჯაძის ფილმი „ბოცვერის თათი“ სამი ქვეყნის კოპროდუქციაა – რუსეთის, ბელგიისა და ფინეთის. ფილმში როლებს ასრულებენ პიერ რიშარი, ნიკოლა დუვოშელი, ევგენი ტკაჩუკი.

ფილმში მოქმედება ხდება 1990-იან წლებში, ე.წ. „პერესტროიკის“ პერიოდში. მთავარი პერსონაჟები არიან ფრანგი არქიტექტორი ნიკა და საბჭოთა ინტელიგენტი ალია, რომელთა შეხვედრა მათ ცხოვრებას მთლიანად ცვლის.

0
თემები:
ქართული კინო