ფინჯანი და ყავის მარცვლები

დღეში ორი ფინჯანი ყავა ასობით ათას ადამიანს იხსნის სიკვდილისგან: მეცნიერთა დასკვნა

2378
(განახლებულია 15:22 24.08.2020)
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მედიკოსებმა მოსახლეობა უნდა წაახალისონ ყავის ყოველდღე სმისკენ, რითიც ასობით ათასი ადამიანი გადაურჩება უმძიმესი დაავადებით სიკვდილს.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. პლანეტის ყველა მოსახლე დღეში რომ ორ ფინჯან ყავას მაინც სვამდეს, ასობით ათასი ადამიანი გადაურჩებოდა მომაკვდინებელ დაავადებას — ღვიძლის კიბოს, აცხადებენ ავსტრალიელი მეცნიერები, რის შესახებაც წერს სამეცნიერო ჟურნალი MedicalXpress.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ დღეში ორი-სამი ფინჯანი ყავა 38%-ით ამცირებს კიბოთი დაავადების რისკს, ხოლო მისით გარდაცვალების რისკს — 46%-ით. თუ ერთ დღეში მიღებული ყავის რაოდენობა ოთხ ან მეტ ფინჯანს შეადგენს, მაშინ ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 41% და 71%-ს შეადგენს.

მეცნიერთა ჯგუფმა გააანალიზა 2016 წელს ღვიძლის კიბოთი დაავადების მონაცემები და გაარკვია, რომ აღნიშნულ პერიოდში ამ დაავადებით 1 240 ათასი კაცი გარდაიცვალა. სწავლულებმა ასევე გამოთვალეს ყავის მოხმარების სტატისტიკა ამ ადამიანებს შორის და მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით მოდელი შექმნეს.  

სიცოცხლის ხანგრძლივობა ყავის მომზადების მეთოდზეა დამოკიდებული: ოცწლიანი კვლევის შედეგი>>

მოდელმა აჩვენა, რომ ყოველდღე ორი ფინჯანი ყავის მიღების შემთხვევაში ღვიძლის კიბოთი 452 861 პაციენტით ნაკლები დაიღუპებოდა, ხოლო ოთხი ფინჯნის შემთხვევაში 723 287 ადამიანი გადაურჩებოდა ამ სასიკვდილო დაავადებას.

მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა წაახალისონ მოსახლეობა – შეიტანონ ყავა ყოველდღიურ რაციონში, რათა თავი დაიცვან მომაკვდინებელი სენისგან.

 

2378
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (499)
მაიკლ პენსი

ინციდენტი ჰაერში: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავი მოულოდნელად დაჯდა

10
(განახლებულია 13:54 23.09.2020)
ირკვევა, რომ ინციდენტი აფრენიდან მოკლე ხანში მოხდა, რის შემდეგაც ვიცე–პრეზიდენტის ხომალდი სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე დასვეს ნიუ–ჰემპშირში

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ვაშინგტონიდან აფრენილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც აშშ–ის ვიცე–პერზიდენტი მაიკლ პენსი იმყოფებოდა, მოულოდნელად დაეშვა ნიუ–ჰემპშირის აეროპორტში, იუწყებაCNN–ი პენსის პრესმდივანზე დაყრდნობით.

​გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის შტატგარეშე დაჯდომის მიზეზი — ეს ჰაერში ფრინველთან შეჯახება იყო.

ირკვევა, რომ ინციდენტი აფრენიდან მოკლე ხანში მოხდა, რის შემდეგაც ვიცე–პრეზიდენტის ხომალდი სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე დასვეს ნიუ–ჰემპშირში.

როგორც გამოცემა წერს, მაიკლ პენსი და მისი თანმხლები პირები ვაშინგტონში სატვირთო თვითმფრინავით დაბრუნდნენ.

10
თემები:
მსოფლიო დღეს
კორონავირუსის პანდემია

სახელდება კორონავირუსის გადაცემის უმთავრესი მიზეზი: ახალი კვლევა

49
(განახლებულია 12:48 23.09.2020)
მეცნიერებმა მოუძებნეს ახსნა, რატომ გაძლიერდა პანდემია ივლისში მსოფლიოს სხვადასხვა მჭიდროდ დასახლებულ ცხელ და ნოტიო კლიმატიან ქალაქებში

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის გადაცემის ძირითადი ფაქტორი ჰაერში ტენიანობის აორთქლების სიჩქარეა, იუწყება EurekAlert-ი.

თეორიული მოდელირებისა და ჰიდროდინამიკური ექსპერიმენტების დახმარებით, სპეციალისტებმა შეისწავლეს ტენიანობის, გარემოს ტემპერატურისა და ქარის სიჩქარის გავლენა ვირუსის ნაწილაკების შემცველი ნერწყვის უმცირესი წვეთების გავრცელებაზე.

აღმოჩნდა, რომ მაღალი ტემპერატურისა და დაბალი ტენიანობის დროს, აორთქლების მაღალი სიჩქარის გამო, ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა მნიშვნელოვნად მცირდება. ცხელ ამინდში მაღალი ტენიანობის შემთხვევაში კი  კორონავირუსის გადაცემის ალბათობა კვლავ მაღალი რჩება.

მეცნიერთა აზრით, მიღებული მონაცემები ცხადყოფს, თუ რატომ გაძლიერდა პანდემია ივლისში მსოფლიოს სხვადასხვა მჭიდროდ დასახლებულ ცხელ და ნოტიო კლიმატიან ქალაქებში.

49
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (499)