მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთის გადაწყვეტილება: ხორას მონასტერი მეჩეთად გადაკეთდა

© photo: AFP 2020 / OZAN KOSEმუსლიმები აია-სოფიას ტაძრის ფონზე
მუსლიმები აია-სოფიას ტაძრის ფონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ თურქეთის სახელმწიფო საბჭომ მონასტერს მუზეუმის სტატუსი ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს გაუუქმა 

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. სტამბულის ხორას მოანსტერი, რომელშიც წმიდა მესიის ეკლესია მდებარეობს, მეჩეთად გადაკეთდება, ასეთია თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილება, რის შესახებაც  ბრძანებულება სამთავრობო გაზეთშია გამოქვეყნებული, იუწყება საბერძნეთის საზოგადოებრივი ტელევიზია ERT–ი.

„ეს იმპერატორ კომნენების ეპოქის ერთ–ერთი ყველა სიმბოლური ბიზანტიური ძეგლია, რომელიც ცნობილია თავისი შედევრული ფრესკებით. ის მეჩეთად იგივე პროცედურებით გადაკეთდება, როგორითაც აია–სოფიას ტაძარი. მონასტერი რელიგიის საქმეთა სამმართველოს გადაეცემა და როგორც მოსალოდნელია, დაიხურება ბიზანტიური ფრესკები, რათა ეკლესია მეჩეთად გადაიქცეს“, —იუწყება ტელეარხი.

როგორც თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველომ დაუდასტურა РИА Новости–ს, ხორას მონასტერი მუსლიმური ლოცვებისთვის იქნება გამოყენებული.

აია სოფიას მეჩეთად ქცეული ტაძარი მორწმუნე მუსლიმების ფონზე  - Sputnik საქართველო
შემთხვევა აია-სოფიაში: მუსლიმი ღვთისმსახური პირდაპირ ტაძარში გარდაიცვალა გულის შეტევით
ხორას მონასტერი შედის სტამბოლის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. აგებულია 1077-1081 წლებში, იმპერატორ ალექსი I კომნენოსის სიდედრის, მარია დუკას მიერ.მონასტრის მოზაიკა და ფრესკები პალეოლოგოსების რენესანსის მხატვრულ მიღწევად მიიჩნევა. 

1453 წელს, კონსტანტინოპოლის ალყის დროს, ტაძარში დააბრძანეს ღვთისმშობლის ხატი ოდიგიტრია.

ნახევარი საუკუნის განმავლობაში ოსმალებმა თეთრად გადაღებეს ბიზანტიური პერიოდის მხატვრობა და ტაძარი 1511 წელს მეჩეთად გადააკეთეს. მონასტერს 1945 წლიდან მუზეუმის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის სახელმწიფო საბჭომ მონასტერს მუზეუმის სტატუსი ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს გაუუქმა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0