გაზსადენი

თურქეთმა შავ ზღვაში გაზის მდიდარი საბადო აღმოაჩინა

166
(განახლებულია 17:51 21.08.2020)
თურქული მედიასაშუალებების გამოთვლით, აღნიშნულ საბადოებს შეუძლია 10 წლის განმავლობაში დააკმაყოფილოს თურქეთის მოთხოვნები

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. თურქულმა საბურღმა ხომალდმა Fatih–მა შავ ზღვაში გაზის ახალი მდიდარი საბადო იპოვა, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა.

„ჩვენმა ხომალდმა Fatih–მა შავ ზღვაში გაზის ყველაზე დიდი მარაგი აღმოაჩინა. მისი პირობითი მოცულობა 320 მლრდ კუბური მეტრია“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.

მანამდე თურქულმა ტელეარხმა Habertürk–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „კარგი ხარისხის“ საბადო „დუნაი–1–ის“ მონაკვეთზეა ნაპოვნი, რომელიც თურქეთის შიდა წყლებში, რუმინეთისა და ბულგარეთის საზღვრების სიახლოვეს მდებარეობს.

ჟურნალისტების თქმით, კიდევ ერთი საბადო ქალაქ კირკლარელის რაიონშია აღმოჩენილი.

მედიის დათვლით, აღნიშნულ საბადოებს შეუძლია 10 წლის განმავლობაში დააკმაყოფილოს თურქეთის მოთხოვნები. ექსპერტების ვარაუდით, გაზის მოპოვების დაწყებას შესაძლოა 7–10 წელი და 2–დან 3 მლრდ დოლარამდე დასჭირდეს.  

 

166
თემები:
მსოფლიო დღეს (2072)
Президенты России и США Владимир Путин и Дональд Трамп

პრეზიდენტები, ნიანგის ხმა, წარბების ფორმა და ახალი დიაგნოზი: რისთვის გაიცა „შნობელი“ წელს

10
(განახლებულია 13:46 21.09.2020)
„შნობელის პრემიის“ კომიტეტმა წელს სამი ათასი ზიმბაბვეური დოლარით, მეცნიერების გარდა, დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინი, ალექსანდრ ლუკაშენკო და სხვა რამდენიმე ქვეყნის ლიდერებიც დააჯილდოვა

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ჰარვარდის უნივერსიტეტმა ტრადიციულად გასცა ყოველწლიური „შნობელის პრემია“ ყველაზე უცნაური სამეცნიერო კვლევებისთვის, თუმცა დაჯილდოვებულთა შორის  ასევე აღმოჩნდნენ სახელმწიფოთა მეთაურებიც: დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინი, ალექსანდრ ლუკაშენკო და სხვები. 

აღსანიშნავია, რომ პრემიის გადაცემის ცერემონია ონლაინ-ფორმატში გაიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამი ათასი ზიმბაბვეური დოლარის (სწორედ ამდენია შნობელის პრემია, რაც ოდნავ აღემატება 8 ამერიკულ დოლარს) პრიზიორთა შორის არიან თურქეთის, თურქმენეთის, ბრაზილიის, მექსიკისა და დიდ ბრიტანეთის ლიდერებიც.

რაც შეეხება „შნობელით“ აღნიშნულ სამეცნიერო ნაშრომებს, მათ შორისაა ავსტრიელი, იაპონელი და ამერიკელი მეცნიერების კვლევა, რომლებმაც დაადგინეს, როგორ იცვლება ნიანგის ხმა ჰელიუმის ჩასუნთქვის შემდეგ.

„შნობელის“ ლაურეატი გახდა ამერიკელი მკვლევარი რიკ ვეტერიც, რომელმაც გაარკვია, რომ ენტემოლოგთა (მწერების შემსწავლელი მეცნიერება) დიდ ნაწილს ობობებისა ეშინია.

პრემია ასევე მიიღეს ბრიტანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა მასალათა გამძლეობის დარგში, რომლებმაც გამოიკვლიეს, რა შეიძლება გაიჭრას ადამიანის გაყინული ფეკალიებისგან დამზადებული დანით. აღმოჩნდა, რომ ასეთი მხოლოდ სალაა.

პრემია გაიცა ფსიქოლოგიის დარგშიც და ის კანადელ სწავლულებს ერგოთ. მათ მეცნიერულად ახსნეს, როგორ შეიძლება ამოვიცნოთ ნარცისი წარბების ფორმით.

მედიცინის სფეროში ჯილდო ნიდერლანდელმა მეცნიერებმა მიიღეს ახალი დიაგნოზის — მიზოფონიის გამოგონებისთვის. თურმე სწორედ ეს დაავადება აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც კევის ღეჭვის, ხვნეშისა და სუნთქვის ხმებიც კი აღიზიანებთ.

ყველაზე რომანტიკული პრემია ეკონომიკის დარგში გაიცა და ის მეცნიერთა იმ ჯგუფს ერგო, რომელიც შეეცადა, სხვადასხვა ქვეყნებში შემოსავლებსა და ტუჩებში კოცნის რაოდენობას შორის არსებულ შეუსაბამობათა კავშირი ეპოვა.   

მშვიდობის „შნობელის“ პრემია პაკისტანელ და ინდოელ დიპლომატებს გადაეცათ აურაცხელი საინფორმაციო პუბლიკაციებით ერთმანეთისთვის გულის გაწყალების უნარისთვის.

ცნობილი ადამიანები: ნობელის პირველი ლაურეატი ქალი საქართველოში ცხოვრობდა>>

რაც შეეხება პრემირებულ პრეზიდენტებსა და პრემიуრებს, ირკვევა, რომ მათ „შნობელი“ სამედიცინო განათლების სფეროში დაიმსახურეს, мინაიდან COVID-19–ის პანდემიის დროს მათ მსოფლიოს დაანახეს, რომ პოლიტიკოსები უფრო ძლიერ გავლენას ახდენენ სიცოცხლესა და სიკვდილზე, ვიდრე მკვლევარები და ექიმები.

სხვათა შორის, ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის ეს რიგით მეორე „შნობელია“. პირველი მან 2013 წელს მიიღო აპლოდისმენტების აკრძალვისთვის. მაშინ ბელარუსმა მილიციელებმა (რომლებმაც ჯილდო პრეიზენტთან გაინაწილეს)ცალხელა მამაკაცი დააკავეს საჯარო აპლოდისმენტებისთვის.

10
თემები:
მსოფლიო დღეს (2072)
თავის ტკივილი

შეუსწავლელი დაავადება: იაპონელმა მეცნიერებმა შაკიკის მიზეზი დაადგინეს

66
(განახლებულია 12:15 21.09.2020)
როგორც ცნობილია, ამ დროისათვის შაკიკის მკურნალობის ეფექტური მეთოდები არ არსებობს და ამასთან, არც დაავადების ბუნებაა დადგენილი

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ტოკიოს სამედიცინო და სტომატოლოგიური უნივერსიტეტის (TMDU) მეცნიერებმა შაკიკის წარმოშობის ერთ–ერთ მიზეზს მიაგნეს, მათი კვლევა უნივერსიტეტის საიტზეა გამოქვეყნებული.

იაპონელმა მეცნიერებმა თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად დაადგინეს, რომ შაკიკის წარმოშობას შესაძლოა ნეირონების ზედმეტად დაძაბვა იწვევდეს.

ირკვევა, რომ ნორმალურ მდგომარეობაში ტვინის ნეირონები ერთმანეთთან ნეიროტრანსმიტერების — ბიოლოგიურად აქტიური ქიმიური ნივთიერებების გადაცემით ურთიერთქმედებენ, რის შემდეგაც ისინი „უკუდაპყრობას“ ექვემდებარებიან. ეს კი ნეიროტრანსმიტერების ხელმეორედ გამოყენებას აღკვეთს და ნეირონების ზედმეტად დაძაბვას იწვევს.

შაკიკის პრობლემა: დასახელდა პროდუქტები, რომლებიც თავის ტკივილს იწვევს>>

ამასთან, იაპონელი მეცნიერების თქმით, შაკიკი უკავშირდება „კორტიკალურ დეპრესიას“, რომლისთვისაც ნეირონების ჰიპერქტიურობის მკვეთრი ცვლილებაა დამახასიათებელი.

მათი ვარაუდით, ამგვარი მდგომარეობისადმი მიდრეკილება ნეირომედიატორ GLT–1–ის ტრანსპორტირების დარღვევაა.

„თუ აღმოჩნდება, რომ შაკიკის მქონე ადამიანებში GLT-1–ის მუშაობა ირღვევა, მაშინ გლუტამატის უკუდაპყრობის გაზრდაზე მომართული მედიკამენტური თერაპია შეიძლება მკურნალობის ეფექტური მეთოდი იყოს“, — ასკვნიან კვლევის ავტორები.

როგორც ცნობილია, ამ დროისათვის შაკიკის მკურნალობის ეფექტური მეთოდები არ არსებობს. ამასთან, არც დაავადების ბუნებაა დადგენილი.

66
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება