სასწრაფო დახმარება მინსკში

ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 70 ათასს აღწევს

100
ქვეყანაში ერთ დღე-ღამეში ინფიცირების 149 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი ადამიანი, ხოლო პანდემიის დაწყებიდან - 627

თბილისი, 20 აგვისტო - Sputnik. ბელარუსში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით ინფიცირების თითქმის 70 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება Sputnik-ბელარუსი.

„COVID-19-ზე დადებითი ტესტით რეგისტრირებულია 69 950 ადამიანი“, - განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

გამოჯანმრთელდა 67 929 პაციენტი.

„ინფექციის გავრცელების პერიოდში ქვეყნის ტერიტორიაზე გარდაიცვალა კორონავირუსის ინფექციის მქონე 627 პაციენტი, რომელთაც რიგი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდათ“, - აღნიშნეს უწყებაში.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად 1,4 მილიონზე მეტი ტესტი გაკეთდა.

100
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1148)
თავის ტკივილი

შეუსწავლელი დაავადება: იაპონელმა მეცნიერებმა შაკიკის მიზეზი დაადგინეს

46
(განახლებულია 12:15 21.09.2020)
როგორც ცნობილია, ამ დროისათვის შაკიკის მკურნალობის ეფექტური მეთოდები არ არსებობს და ამასთან, არც დაავადების ბუნებაა დადგენილი

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ტოკიოს სამედიცინო და სტომატოლოგიური უნივერსიტეტის (TMDU) მეცნიერებმა შაკიკის წარმოშობის ერთ–ერთ მიზეზს მიაგნეს, მათი კვლევა უნივერსიტეტის საიტზეა გამოქვეყნებული.

იაპონელმა მეცნიერებმა თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად დაადგინეს, რომ შაკიკის წარმოშობას შესაძლოა ნეირონების ზედმეტად დაძაბვა იწვევდეს.

ირკვევა, რომ ნორმალურ მდგომარეობაში ტვინის ნეირონები ერთმანეთთან ნეიროტრანსმიტერების — ბიოლოგიურად აქტიური ქიმიური ნივთიერებების გადაცემით ურთიერთქმედებენ, რის შემდეგაც ისინი „უკუდაპყრობას“ ექვემდებარებიან. ეს კი ნეიროტრანსმიტერების ხელმეორედ გამოყენებას აღკვეთს და ნეირონების ზედმეტად დაძაბვას იწვევს.

შაკიკის პრობლემა: დასახელდა პროდუქტები, რომლებიც თავის ტკივილს იწვევს>>

ამასთან, იაპონელი მეცნიერების თქმით, შაკიკი უკავშირდება „კორტიკალურ დეპრესიას“, რომლისთვისაც ნეირონების ჰიპერქტიურობის მკვეთრი ცვლილებაა დამახასიათებელი.

მათი ვარაუდით, ამგვარი მდგომარეობისადმი მიდრეკილება ნეირომედიატორ GLT–1–ის ტრანსპორტირების დარღვევაა.

„თუ აღმოჩნდება, რომ შაკიკის მქონე ადამიანებში GLT-1–ის მუშაობა ირღვევა, მაშინ გლუტამატის უკუდაპყრობის გაზრდაზე მომართული მედიკამენტური თერაპია შეიძლება მკურნალობის ეფექტური მეთოდი იყოს“, — ასკვნიან კვლევის ავტორები.

როგორც ცნობილია, ამ დროისათვის შაკიკის მკურნალობის ეფექტური მეთოდები არ არსებობს. ამასთან, არც დაავადების ბუნებაა დადგენილი.

46
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
ხელები

თითების მდგომარეობით ფილტვების კიბოს ნაადრევად დადგენა შეიძლება: ბრიტანული კვლევა

71
(განახლებულია 11:35 21.09.2020)
ბრიტანელმა მედიკოსებმა იმ დაავადების წინასწარი და არასტანდარტული მინიშნებები დაადგინეს, რომლის ადრეულ ეტაპზე გამოვლენაც საკმაოდ რთულია

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ფილტვების კიბოს განვითარებაზე ადრეული მინიშნება თითებისა და ფრჩხილების მდგომარეობას შეუძლია, აცხადებენ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის (NHS) სპეციალისტები.

როგორც გამოცემა Express–ი წერს, ფილტვების კიბო ერთ–ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად იმის გამოც მიიჩნევა, რომ მისი ადრეულ სტატიაზე გამოვლენა საკმაოდ რთულია. ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: ხველება, ტკივილი მკერდის არეში, ხიხინი თუ ნახველი, მოგვიანებით ჩნდება.

ბრიტანელმა მედიკოსებმა კი ფილტვების ავთვისებიანი დაავადების ადრეული და არასტანდარტული მინიშნებები დაადგინეს.

მათი თქმით, ფილტვების კიბოს განვითარების პროცესში შესაძლებელია ორგანიზმში გამომუშავდეს ჰორმონების მსგავსი ქიმიური ნივთიერებები, რომელთა გავლენითაც სისხლისა და სითხეების დიდი ნაწილი კიდურებისკენ, განსაკუთრებით, თითების წვერებზე განლაგებული ქსოვილებისკენ მიედინება. შედეგად, თითები დიდდება და სქელდება.

„ფილტვების კიბოს განსაზღვრა თითების მდგომარეობის ცვლილებითაა შესაძლებელი. ერთ–ერთი სიმპტომი — ეს თითების წვერების გადართოვება, გადიდება თუ გასქელებაა“, — აცხადებენ ბრიტანელი ექიმები.

გარდა ამისა, მედიკოსების თქმით, საშიში დაავადების შემთხვევაში, ფრჩხილების ირგვლივ კანი უჩვეულოდ პრიალა ხდება.

ექიმები გვაფრთხილებენ, რომ თუ ფრჩხილებს გვერდიდან შეხედეთ და შენიშნეთ, რომ ისინი ამობურცული გახდა, რაც მანამდე არ გქონიათ, მაშინვე უნდა მიაკითხოთ სამკურნალო დაწესებულებას.

ჯანმრთელობის ტესტი 30 წამში: დააკვირდით თითებს>>

სპეციალისტები ამბობენ, რომ ექიმთან დაუყოვნებლივ წასვლა და გამოკვლევის ჩატარება ასევე აუცილებელია თითებზე შენიშნული სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებების შემთხვევაშიც.

მათი თქმით, გარდა ფილტვების კიბოსი, თითების მდგომარეობის შეცვლა ასევე შეუძლია სხვა სახიფათო დაავადებებსაც — გულის ინფექციის, მანკისა და ფილტვების ქრონიკული ინფექციის ჩათვლით.  

 

71
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
სამედიცინო აპარატზე შეერთებული პაციენტი

„არ მჯეროდა ვირუსის...“ -რას წერდა სოციალურ ქსელში ქალი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა

0
(განახლებულია 14:41 21.09.2020)
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდა 3 695 ადამიანს, აქედან გამოჯანმრთელდა 1 534, გარდაიცვალა – 20

თბილისი, 21 სექტემბერი  — Sputnik. 60 წლის მასწავლებელმა, რომელიც კორონავირუსისგან გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ მიმართვა გაავრცელა.

ქალი წერდა, რომ დაინფიცირებამდე კორონავირუსის არ სჯეროდა.

„აფხა­ზე­ბო, გა­უფრ­თხილ­დით თავს. ინ­ფექ­ცია ჩვენს შო­რი­საა. მეც არ მჯე­რო­და ვირუ­სის, მაგ­რამ გუ­და­უ­თა­ში აღ­მოვ­ჩნდი“, - წერ­და ქალი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმის პირველი სკოლის მასწავლებელი იყო.

ქალი 20 სექ­ტემ­ბერს, ქუ­თა­ის­ში, კლი­ნი­კა „ბო­მონდში“, კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის­გან გარ­და­იც­ვა­ლა.

ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, პა­ცი­ენ­ტი სო­ხუ­მი­დან კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდა 3 695 ადამიანს, აქედან გამოჯანმრთელდა 1 534, გარდაიცვალა – 20.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში