Belavia–ს თვითმფრინავი

„ბელავიას“ ფრენები საქართველოში კვლავ გადაიდო

100
(განახლებულია 19:54 20.08.2020)
„ბელავიამ“ COVID-19-ის საფრთხის გამო გაზაფხულიდან ბევრი მიმართულებით გააუქმა ფრენები. რეისები საქართველოს მიმართულებით 1 ოქტომბრამდე შეჩერდა.

თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ავიაკომპანია „ბელავიამ“ (Belavia) რიგი რეისების, მათ შორის, საქართველოს მიმართულებით შესრულება კვლავ გადადო, იუწყება „Sputnik–ბელარუსი“.

რეისები საქართველოს მიმართულებით 1 ოქტომბრამდე შეჩერდა, რიგის – 1 სექტემბრამდე, რუსეთის ქალაქებამდე – 1 სექტემბრამდე, ვორონეჟის, ყაზანის, ნიჟნი ნოვგოროდის მიმართულებით – 24 ოქტომბრამდე.

მანამდე ფრენები საქართველოში 15 აგვისტომდე იყო შეჩერებული.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხეა.

მგზავრებს, რომლებსაც უკვე ნაყიდი აქვთ ბილეთები ამ ავიაკომპანიის თვითმფრინავებზე, შეუძლიათ ბილეთების დაბრუნება, ან გამგზავრების თარიღის შეცვლა 2021 წლის 30 მარტამდე.

კორონავირუსის გამო გაზაფხულზე თავისი საზღვრები ბევრმა ქვეყანამ ჩაკეტა. ამის გამო ავიაგადამზიდავები და, მათ შორის „ბელავია“, იძულებული გახდნენ რეისების ნაწილი გაეუქმებინათ. ზაფხულში „ბელავიამ“ ავიამიმოსვლა აღადგინა მოლდოვასთან, უკრაინასთან, თურქეთთან და რიგ სხვა ქვეყანასთან.

100
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (181)
საფრანგეთის სენატი

ცნობილია ოფიციალური პარიზის პოზიცია მთიანი ყარაბაღის აღიარების თაობაზე

25
(განახლებულია 10:49 27.11.2020)
მანამდე 305-მა ფრანგმა სენატორმა (ერთი წინააღმდეგი) მხარი დაუჭრა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლად ცნობას

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ოფიციალური პარიზი არ აღიარებს თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას, ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„25 ნოემბერს სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც საფრანგეთის ხელისუფლებას თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის აღიარებისკენ მოუწოდებს. დებატების დროს სახელმწიფო მდივანმა ჟან–ბატის ლემუანმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის მთავრობის პოზიციას აღნიშნულ საკითხზე. საფრანგეთი არ აღიარებს თვითგამოცხადებულ  მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას“, — ნათქვამია კომუნიკეში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საფრანგეთის, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის მოვალეობა იმაში მდგომარეობს, რომ მთიანი ყარაბაღის დარეგულირებაზე მოლაპარაკებების გზით იმუშაოს, „კერძოდ, მთიანი ყარაბაღის მომავალი სტატუსის საკითხზე და ამ მოლაპარაკებების შედეგი ვერ იქნება ცალმხრივად წინასწარ განსაზღვრული“.

გარდა ამისა, საფრანგეთის საგარეო უწყების კომუნიკეში ნათქვამია, რომ ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერ აუცილებელს აკეთებს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

შეგახსენებთ: საფრანგეთის სენატმა 25 ნოემბერს მიიღო რეზოლუცია მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ. დოკუმენტს 305–მა დენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო ერთი. ამასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პარლამენტმა პროტესტი გამოთქვა და ეუთოს მინსკის ჯგუფიდან საფრანგეთის გარიცხვა მოითხოვა.

 

25
თემები:
მსოფლიო დღეს
რეჯეფ ერდოღანი ევროკავშირის დროშის ფონზე

რეზოლუცია მიღებულია: ევროპარლამენტმა თურქეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვა

10
(განახლებულია 10:23 27.11.2020)
ევროპარლამენტის დეპუტატების რეზოლუციას ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები დეკემბრის დასაწყისში განიხილავენ სამიტზე

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ევროპარლამენტის დეპუტატებმა ხუთშაბათს მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, მკაცრი შეზღუდვები დაუწესონ თურქეთს ხმელთაშუა ზღვაში მისი ქმედებების გამო.

„ევროპარლამენტის დეპუტატები მოუწოდებენ ევროსაბჭოს, შეინარჩუნოს ერთიანი პოზიცია თურქეთის უკანონო ქმედებების გამო და საპასუხოდ მკაცრი სანქციები დააწესოს“, — ნათქვამია დოკუმენტში.

ევროპარლამენტის რეზოლუციას 631–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო სამი.

დოკუმენტის ტექსტის თანახმად, ევროკავშირსა და ანკარას შორის ურთიერთობები მაქსიმალურად გაუარესდა თურქეთის ქმედებების გამო ხმელთაშუა ზღვაში (კერძოდ, კვიპროსის ოკუპირებულ ნაწილში ყოფილი საკურორტო რაიონის გახსნით), ლიბიაში, სირიასა და ასევე „აზერბაიჯანის პირდაპირი მხარდაჭერის გამო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში“.    

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ  გადაწყვეტილება შესაძლოა 10–11 დეკემბრის სამიტზე მიიღოს.

შეგახსენებთ: თურქეთი ნავთობისა და გაზის დაზვერვით სამუშაოებს ეწევა კუნძულ კვიპროსის მახლობლად, რომელსაც საბერძნეთი საკუთარ ეკონომიკურ ზონად მიიჩნევს. ევროკავშირმა ათენს სრული სოლიდარობა გამოუცხადა ამ საკითხში და თურქეთის ორ ფიზიურ პირს შემზღუდავი ზომები დაუწესა.

 

10
თემები:
მსოფლიო დღეს
ქეთა თოფურია

„საზიზღრობაა... კაცებო, პატივი ეცით თქვენს თავს“ - ლევ დენგოვი სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს

0
(განახლებულია 12:16 27.11.2020)
ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ ბიზნესმენ და დიპლომატ ლევ დენგოვზე სულ ახლახან იქორწინა. ნახეთ რა სკანდალში გაეხვა ლევი

ქეთა თოფურია ბელორუსული წარმოშობის ბიზნესმენზე 20 ნოემბერს დაქორწინდა და მომღერალმა ფოტოები სოციალური ქსელის საშუალებით გამოაქვეყნა, რასაც ბევრი მისალოცი წერილი და პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა, დაიწერა ნეგატიური კომენტარებიც. კერძოდ, რუსულ ინტერნეტსივრცეში ლევ დენგოვს ფრჩხილები დაუწუნეს.

რუსული აუდიტორია წერს: „თქვენც ხედავთ პრიალა ფრჩხილებს? საშინელებაა“,
„საზიზღრობაა კაცზე ლაქით შეღებილი ფრჩხილები“, „ეს მეტროსექსუალებს ახასიათებთ“, „მგონი, რკინისა და თუთიის ნაკლებობა აქვს“, „კაცებო, პატივი ეცით თქვენს თავს. არ გჭირდებათ ფრჩხილების გაპრიალება და ლაქის წასმა“ და ა.შ.

პანდემიის გამო მომღერალმა მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, სადაც სტუმრები მხოლოდ ერთი სუფრის ირგვლივ შეიკრიბნენ. გამორჩეულ ადამიანებს შორის მოხვდნენ ქეთას უახლოესი მეგობრები, რუსეთში მცხოვრები დიზაინერი არტურ არუთინოვი, ფოტომოდელი მიმი შელია, ასევე დიზაინერი ლიკა ალადაშვილი, ქეთას დედა და ქეთას ბავშვობის მეგობარი ნუცა ბერიძე, რომელიც ასევე რუსეთში მოღვაწეობს.

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ქეთას დაქორწინების შესახებ 23 ნოემბერს გაიგეს. მომღერალმა და ბიზნესმენმა ლევ დენგოვმა ხელი 20 ნოემბერს მოაწერეს. ქეთას თეთრი დეკოლტირებული, ტანზე მომდგარი თეთრი კაბა ეცვა, ნეფე კი ტრადიციულ კოსტიუმში იყო გამოწყობილი.

ქეთასთვის ეს მეორე ქორწინებაა. მომღერალი პირველად 2012 წელს გათხოვდა და ცოლად რუსეთში მოღვაწე ებრაელ მილიონერს, 37 წლის ლევ გეიხმანს გაჰყვა. მოგვიანებით წყვილი რეპერი გუფის სკანდალის შემდეგ დაშორდა, თუმცა ორივე ერთხმად აღნიშნავდა, რომ ქეთას ცხოვრებაში რეპერი მათი დაშორების შემდეგ გამოჩნდა. წყვილს ერთი შვილი - ოლივია გეიხმანი ჰყავს.

View this post on Instagram

A post shared by Nutsa Beridze (@nucacuca)

რაც შეეხებათ ქეთას და ლევ დენგოვს, მათ პირველი საერთო შვილი რამდენიმე კვირაში ეყოლებათ. ბოლო პერიოდის მანძილზე და მანამ, სანამ პანდემია დაიწყებოდა, ცნობილმა მომღერალმა სტილის შეცვლა დაიწყო. შესამჩნევი ცვლილებები ხმაურის გარეშე არ დარჩა. არტისტის გარდერობში მომრავლდა Oversize კაბები და მაისურები, რამაც თაყვანისმცემლებს ეჭვი გაუჩინა. ტაბლოიდები მის ფეხმძიმობაზე აქტიურად წერდნენ.

მომღერალმა გულანთებულ ფანებს სიახლე სულ რამდენიმე დღის წინ გაუმხილა. მან ახალი სიმღერა ჩაწერა, რომლის ვიდეოკლიპში მოზრდილი მუცლით გამოჩნდა. ქეთამ პირველი შვილი 2015 წელს მოავლინა ქვეყნად, მეორეს კი ახლა ელოდება.

View this post on Instagram

A post shared by @beautiful_brideee

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში ყოველთვის ხვდება. რეპერ გუფთან დაშორების შემდეგ A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ილაპარაკებდა, თუმცა იტალიაში წასვლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს. მოგვიანებით კი ახალ პარტნიორზე ალაპარაკდა, რომლისგანაც, სავარაუდოდ, ვაჟს ელოდება.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება