თავისუფლების ქანდაკება ლას–ვეგასში პირბადით

შეერთებულ შტატებში კორონავირუსის შემთხვევებმა 5,5 მილიონს გადააჭარბა

68
(განახლებულია 16:18 20.08.2020)
ქვეყანაში ახალი კოროვირუსული ინფექციის გამოსავლენად თითქმის 70 მილიონი ტესტირება ჩატარდა, მაგრამ სიტუაცია ძველებურად მძიმეა.

თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კოროვირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა, გარდაიცვალა 172 ათასზე მეტი ადამიანი.

უნივერსიტეტის სტატისტიკის თანახმად, შეერთებულ შტატებში COVID-19-ით ინფიცირების რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 5 507 556 ადამიანს შეადგენს, თითქმის 1,9 მილიონი ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 172 511 პაციენტი.

ჯანმოს უახლესი მონაცემებით, 20 აგვისტოს დილისთვის მსოფლიოში ახალი ტიპის კოროვირუსით ინფიცირების დაფიქსირებული შემთხვევების საერთო რაოდენობაა 21 989 366 ადამიანი, გარდაიცვალა - 775 893.

11 მარტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კოროვირუსული ინფექციის COVID-19-ის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა.

68
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1142)

მიუხედავად ზეწოლისა: დაასრულებენ თუ არა რუსეთი და ევროპა პროექტს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“

16
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი დარწმუნებულია, რომ გაზსადენის პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი – 2“, რომელიც რუსულ გაზს ევროპას ბალტიის ზღვის გავლით მიაწვდის, სრულად განხორციელდება

ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა დაამატა, რომ პროექტი მზადყოფნის მაღალ დონეზეა. გაზსადენის ბედი ეჭვქვეშ დადგა ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლის გამო. ევროპის რიგმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს ისარგებლონ შექმნილი ვითარებით და კვლავ შეეცადონ ჩაშალონ „ჩრდილოეთის ნაკადი – 2-ის“ მშენებლობა, რასაც დიდი ხანია ითხოვენ შეერთებული შტატები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც პროექტის გაყინვისკენ მოუწოდებს. იხილეთ ვიდეოში - რას ფიქრობს გერმანიის მოსახლეობა აშშ-ის ზეწოლაზე და როგორ აღმოჩნდა გერმანიის პორტი „მუკრანი“ ქალაქ ზასნიცში პოლიტიკური სკანდალის ეპიცენტრში „ჩრდილოეთის ნაკადი – 2-ის“ გამო.

16
მტირალი ბიჭუნა

ბავშვის სიჯიუტის დონე წარმატების განმსაზღვრელია: ცნობილია 40 წლიანი კვლევის შედეგი

91
(განახლებულია 15:32 18.09.2020)
ბრიტანელმა მეცნიერებმა 12 წლის ბავშვები შეარჩიეს და 40 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მათ, რის შემდეგაც საინტერესო დასკვნა გააკეთეს

თბილისი, 18 სექტემბერი ― Sputnik. ჯიუტი ბავშვები უფრო ხშირად ხდებიან წარმატებული ადამიანები, ასეთია ბრიტანელი მეცნიერების 40 წლიანი კვლევის შედეგი, რის თაობაზეც The Independent-ი წერს.

სპეციალისტებმა გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა კუთხიდან 12 წლის ბავშვების ჯგუფზე ფსიქოლოგიური ტესტების სერია ჩაატარეს, რის შემდეგაც რეგულარულად უკავშირდებოდნენ მათ, იგებდნენ ახალ ინფორმაციას მათი წარმატებების შესახებ სწავლასა და სამუშაოზე.

„ბავშვები, რომლებიც ხშირად არღვევენ წესებს და უფროსებს ეწინააღმდეგებიან, ცხოვრებაში უფრო მეტს აღწევენ და მეტ თანხასაც იღებენ“, — წერს გამოცემა.

თავდაპირველად მკვლევარები გეგმავდნენ გამოერკვიათ, როგორ მოქმედებს მოზარდ თაობაზე მშობლების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არ იყო ის, რაც ყველაზე დიდ გავლენას ახდენდა ბავშვების მომავალზე.

პროექტის ავტორების განმარტებით, ექსპერიმენტის ის მონაწილენი, რომლებიც მოზარდობისას ძალზე ჯიუტები იყვნენ და მშობლებს ხშირად არ ემორჩილებოდნენ, მოგვიანებით უფრო წარმატებულნი აღმოჩნდნენ კარიერასა და ცხოვრების სხვა სფეროებში.

91
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
კაცი პისტოლეტით ხელში

ხაშურში კომპანიის მენეჯერმა ყოფილი თანამშრომელი მოკლა

0
(განახლებულია 16:03 19.09.2020)
ინციდენტის დროს მაღაზიის მენეჯერმა ჯერ ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, შემდეგ კი თავდამსხმელს ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ხაშურის მუნიციპალიტეტში დანით შეიარაღებული მამაკაცი სამშენებლო კომპანიის ოფისში შეიჭრა - ის ამავე კომპანიის მენეჯერმა მოკლა, იუწყება „პირველი არხი“.

ტელეარხის ინფორმაციით, მენეჯერმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, შემდეგ კი თავდამსხმელს ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მოკლული ამავე კომპანიის ყოფილი თანამშრომელია.

შემთხვევა პარასკევს მოხდა.

გამოძიება სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში