პროტესტი მინსკში

ბელარუსში მასობრივი პროტესტის კოორდინატორები დააკავეს

235
(განახლებულია 18:44 12.08.2020)
ბელარუსის ხელისუფლება აცხადებს, რომ დააკავეს მასობრივი არეულობის კოორდინატორები, ერთ-ერთი მათგანი თანამოაზრეების მოქმედებებს სასტუმროდან აკონტროლებდა.

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ბელარუსში მამაკაცი დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, მინსკში საპროტესტო აქციების დაფინანსებაში მონაწილეობდა, იუწყება „Sputnik–ბელარუსი“ სახელმწიფო მასმედიაზე დაყრდნობით.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მინსკში „დანა მოლის“ სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

„დაკავების დროს მამაკაცმა აქტიური წინააღმდეგობა გაუწია შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლებს, ერთ-ერთ მათგანს ცხვირი გაუტეხა. მამაკაცის ზურგჩანთაში 10000 დოლარზე მეტი იპოვეს, რომელიც გათვლილი იყო აჯანყების მონაწილეებისთვის“, – წერს „ბელტა“ ბელარუსის შსს-ზე დაყრდნობით.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული ადრე ნასამართლევი იყო ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით „განსაკუთრებით საშიში ფსიქოტროპული ნივთიერებების შეძენა, შენახვა და გადატანა არალეგალურად, გასაღების მიზნით“, და მის მიმართ არაერთხელ აღიძრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სააგენტო მასობრივი პროტესტის კოორდინატორების დაკავების შესახებ ინფორმაციასაც ავრცელებს, რომელთაგან ერთ-ერთი თანამოაზრეების მოქმედებებს სასტუმროდან ხელმძღვანელობდა.

აღინიშნება, რომ მინსკის მცხოვრებმა სასტუმრო „ბელარუსის“ მე-17 სართულზე იქირავა ოთახი, საიდანაც ის აქციას კოორდინაციას უწევდა. ხაზგასმულია, რომ „ის მართავდა სამ დაქვემდებარებულ პირს. ისინი, თავის მხრივ, ასობით ადამიანს ხელმძღვანელობდნენ“.  

საპრეზიდენტო არჩევნები ბელორუსში 9 აგვისტოს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა 80.08%-მა ხმა მისცა ალექსანდრ ლუკაშენკოს, 10.9%-მა კი სვეტლანა ტიხანოვსკაიას. არჩევნების შემდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია მინსკსა და რესპუბლიკის რამდენიმე ქალაქში გაიმართა, აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ სპეციალური აღჭურვილობა და სპეცტექნიკა გამოიყენა, მათ შორის, ხმოვანი ყუმბარები და რეზინის ტყვიები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინსკში არეულობების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 200-ზე მეტი.

235
თემები:
მსოფლიო დღეს (2066)
მგზავრები საფრანგეთის ერთ-ერთ აეროპორტში

საფრანგეთი COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდით ანტირეკორდებს ამყარებს

39
(განახლებულია 17:59 19.09.2020)
საფრანგეთში კორონავირუსის ეპიდემია კვლავ აქტიურ ფაზაშია - ასეთი რიცხვები კორონავირუსის პირველი ტალღის დროს არ ყოფილა

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. პარასკევს საფრანგეთში COVID-19-ით ინფიცირების ყოველდღიური მატებით ანტირეკოსრდი დაფიქსირდა - ერთ დღე-ღამეში ქვეყანაში 13 215 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება ქვეყნის სანიტარული სამსახური Santé publique.

მოსაზრება: დიდი პოლიტიკის პატარა გეშეფტი >>

დღემდე რეკორდი იყო 10 593 ინფიცირებული ერთ დღეში. ეპიდემიის დაწყებიდან კორონავირუსი ქვეყანაში 428 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 123 ადამიანი, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 31 249-ს შეადგენს.

ბოლო კვირაში ჰოსპიტალიზებულია 3626 ადამიანი, მათგან 571 პაციენტი რეანიმაციაში მოხვდა.

იმის შესახებ, რომ საფრანგეთში კორონავირუსის ეპიდემია კვლავ აქტიურ ფაზაშია, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა განაცხადა. მისი თქმით, COVID-19-ით ინფიცირებული ერთი ადამიანი საშუალოდ ორი კვირის განმავლობაში ორ სხვა ადამიანს აინფიცირებს. ამასთან მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეანიმაციაში პაციენტთა რაოდენობის ზრდაზე,  რაც აღშფოთებას იწვევს.

ოლივიე ვერანმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ნიცასა და ლიონში, კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე დაწესებული ზომების გამკაცრება იგეგმება.

39
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში

მიუხედავად ზეწოლისა: დაასრულებენ თუ არა რუსეთი და ევროპა პროექტს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“

21
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი დარწმუნებულია, რომ გაზსადენის პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი – 2“, რომელიც რუსულ გაზს ევროპას ბალტიის ზღვის გავლით მიაწვდის, სრულად განხორციელდება

ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა დაამატა, რომ პროექტი მზადყოფნის მაღალ დონეზეა. გაზსადენის ბედი ეჭვქვეშ დადგა ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლის გამო. ევროპის რიგმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს ისარგებლონ შექმნილი ვითარებით და კვლავ შეეცადონ ჩაშალონ „ჩრდილოეთის ნაკადი – 2-ის“ მშენებლობა, რასაც დიდი ხანია ითხოვენ შეერთებული შტატები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც პროექტის გაყინვისკენ მოუწოდებს. იხილეთ ვიდეოში - რას ფიქრობს გერმანიის მოსახლეობა აშშ-ის ზეწოლაზე და როგორ აღმოჩნდა გერმანიის პორტი „მუკრანი“ ქალაქ ზასნიცში პოლიტიკური სკანდალის ეპიცენტრში „ჩრდილოეთის ნაკადი – 2-ის“ გამო.

21
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 20 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 11:33 18.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

20 სექტემბერი, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია.

მორიელის დღე ძალზე ემოციურია, ადვილად ვლინდება გაღიზიანება, აგრესია, მოუთმენლობა, დეპრესიისადმი მიდრეკილება. ამ დროს, სჯობს, შეზღუდოთ კონტაქტები როგორც ხელმძღვანელობასთან, ისე საქმიან პარტნიორებთან.

მთვარე მორიელში ხელს უწყობს აზრების კონცენტრაციას და ამასთან ზრდის კრიტიკულობას. ეს საუკეთესო პერიოდია ყველაზე სარისკო და სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად.

ამ დღეს არ ღირს ახალი საქმეების დაწყება, ახალი ვალდებულებების აღება საკუთარ თავზე, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების გაკეთება.

რაც შეეხება ურთიერთობებს, ესაა ვნებებისა და არშიყის დრო. მთვარე მორიელში ხელს უწყობს მგზნებარე რომანების დაწყებას, ასევე, ის ურთიერთობებს მყარს საძირკველს უყრის.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

მთვარე მორიელში თავის დაღს ასვამს ყველაფერს, მათ შორის ამ დროს დაწყებულ ურთიერთობებს. ეჭვიანობა, დაუსაბუთებელი წყენა თუ ბობოქარი აღტაცება – ეს და ბევრ სხვა რამ ახასიათებს ამ პერიოდს, თან ჭარბად.

რეკომენდებულია დაწყებული საქმეების გაგრძელება, ფინანსური საქმეების ანალიზი და სუსტი ადგილების გამოსწორება, ახალი ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი, ბიზნესის რაციონალიზაცია, წარმოების გაზრდა, სავაჭრო ოპერაციები, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში.

არარეკომენდებულია პროვოკაციებზე აყოლა, ჩხუბსა და კონფლიქტებში ჩართვა, ახალი საქმეების დაწყება.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: მორიელის დღეს კარგია თმის შეღებვა, მაგრამ არა მკვეთრად განსხვავებულ ფერში. შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. თმის შეჭრა უფრო უპრიანი იქნება სუსტი თმისთვის, რადგან ის გაძლიერდება და მტკიცე გახდება.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: შეიძლება სამკურნალო მცენარეების შეგროვება და გამოშრობა, პიკირება, გაზონების შეჭრა, ოთახისა და ივნის მცენარეების მორწყვა, ყვავილებისთვის სასუქის მიცემა, ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების შეწამვლა, მოსავლის აღება.

არასასურველია ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, ხეების მოჭრა.

0