ბილ გეიტსი

როდის დამთავრდება კორონავირუსის პანდემია ბილ გეიტსმა „კარტი გახსნა“

269
(განახლებულია 10:47 11.08.2020)
დედამიწაზე ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანის აზრით, „მდიდარი“ მსოფლიო COVID-19–ს სხვებზე დაახლოებით ერთი წლით ადრე გაუმკლავდება

თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. ორნახევარი წელიწადი – ასეთი ვადა იწინასწარმეტყველა კორონავირუსის პანდემიის დასრულებამდე Microsoft–ის დამაარსებელმა ბილ გეიტსმა Wired–თან ინტერვიუში.

ბილ გეიტსი: ეკოლოგიური კატასტროფა კორონავირუსზე საშინელი იქნება>>

„ეს არც პირველი მსოფლიო ომია და არც მეორე მსოფლიო ომი, მაგრამ მთელი სისტემისთვის ნეგატიური რყევების მასშტაბებით უტოლდება მათ“, – მიიჩნევს გეიტსი.

დედამიწაზე ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანის აზრით, „მდიდარი მსოფლიო“ COVID-19–ს სხვებთან შედარებით დაახლოებით ერთი წლით ადრე გაუმკლავდება. ამასთან, გეიტსმა აღნიშნა, რომ COVID-19–მა ძალიან შეაფერხა პროგრესი მალარიასთან, პოლიომიელიტთან და აივ–ინფექციებთან ბრძოლისთვის წამლების ძიებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემებით, მთელ მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 აგვისტოს დილისთვის 19 718 030 ადამიანი შეადგინა, გარდაიცვალა 728 013.

ამავე დროს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსის 20 014 574 შემთხვევა და გარდაცვლილია 734 803 ადამიანი.

ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

269
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1142)

მიუხედავად ზეწოლისა: დაასრულებენ თუ არა რუსეთი და ევროპა პროექტს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“

0
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი დარწმუნებულია, რომ გაზსადენის პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი – 2“, რომელიც რუსულ გაზს ევროპას ბალტიის ზღვის გავლით მიაწვდის, სრულად განხორციელდება

ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა დაამატა, რომ პროექტი მზადყოფნის მაღალ დონეზეა. გაზსადენის ბედი ეჭვქვეშ დადგა ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლის გამო. ევროპის რიგმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს ისარგებლონ შექმნილი ვითარებით და კვლავ შეეცადონ ჩაშალონ „ჩრდილოეთის ნაკადი – 2-ის“ მშენებლობა, რასაც დიდი ხანია ითხოვენ შეერთებული შტატები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც პროექტის გაყინვისკენ მოუწოდებს. იხილეთ ვიდეოში - რას ფიქრობს გერმანიის მოსახლეობა აშშ-ის ზეწოლაზე და როგორ აღმოჩნდა გერმანიის პორტი „მუკრანი“ ქალაქ ზასნიცში პოლიტიკური სკანდალის ეპიცენტრში „ჩრდილოეთის ნაკადი – 2-ის“ გამო.

0
მტირალი ბიჭუნა

ბავშვის სიჯიუტის დონე წარმატების განმსაზღვრელია: ცნობილია 40 წლიანი კვლევის შედეგი

87
(განახლებულია 15:32 18.09.2020)
ბრიტანელმა მეცნიერებმა 12 წლის ბავშვები შეარჩიეს და 40 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მათ, რის შემდეგაც საინტერესო დასკვნა გააკეთეს

თბილისი, 18 სექტემბერი ― Sputnik. ჯიუტი ბავშვები უფრო ხშირად ხდებიან წარმატებული ადამიანები, ასეთია ბრიტანელი მეცნიერების 40 წლიანი კვლევის შედეგი, რის თაობაზეც The Independent-ი წერს.

სპეციალისტებმა გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა კუთხიდან 12 წლის ბავშვების ჯგუფზე ფსიქოლოგიური ტესტების სერია ჩაატარეს, რის შემდეგაც რეგულარულად უკავშირდებოდნენ მათ, იგებდნენ ახალ ინფორმაციას მათი წარმატებების შესახებ სწავლასა და სამუშაოზე.

„ბავშვები, რომლებიც ხშირად არღვევენ წესებს და უფროსებს ეწინააღმდეგებიან, ცხოვრებაში უფრო მეტს აღწევენ და მეტ თანხასაც იღებენ“, — წერს გამოცემა.

თავდაპირველად მკვლევარები გეგმავდნენ გამოერკვიათ, როგორ მოქმედებს მოზარდ თაობაზე მშობლების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არ იყო ის, რაც ყველაზე დიდ გავლენას ახდენდა ბავშვების მომავალზე.

პროექტის ავტორების განმარტებით, ექსპერიმენტის ის მონაწილენი, რომლებიც მოზარდობისას ძალზე ჯიუტები იყვნენ და მშობლებს ხშირად არ ემორჩილებოდნენ, მოგვიანებით უფრო წარმატებულნი აღმოჩნდნენ კარიერასა და ცხოვრების სხვა სფეროებში.

87
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება