საოპერაციო ხელსაწყოები

ფულით გამოისყიდეს: ექიმებმა პაციენტს შეცდომით გაუკეთეს წინადაცვეთა

163
(განახლებულია 21:32 03.08.2020)
საავადმყოფომ სამედიცინო შეცდომა იმით „გამოასწორა“, რომ პაციენტს ბოდიში მოუხადა და ფულადი კომპენსაციაც გადაუხადა.

თბილისი, 3 აგვისტო ― Sputnik. ბრიტანელმა ექიმებმა ქალაქ ლესტერის სამეფო საავადმყოფოში პაციენტს შეცდომით გაუკეთეს წინადაცვეთა, წერს The Guardian-ი.

​გავრცელებული ინფორმაციით, ექიმებს, წესით, 70 წლის ტერი ბრეზიერისთვის, ცისტოსკოპიის შემდეგ, შარდის ბუშტზე ბოტოქსის ინექცია უნდა გაეკეთებინათ. მაგრამ საავადმყოფოს თანამშრომლებმა ჩანაწერები აურიეს. თავად ბრეზიერი კი ისე გაერთო მედდებთან საუბრით, რომ ვერც კი შენიშნა, რომ აბსოლუტურად სხვა პროცედურას უტარებდნენ.

„არ იცოდნენ რა ეთქვათ, როცა მიხვდნენ რაც ჩაიდინეს. მითხრეს, [საოპერაციოდან] პალატაში ვერ გადაგიყვანთ, ჯერ უნდა დაგელაპარაკოთო“, ― აღნიშნა შეცდომის მსხვერპლმა პაციენტმა.

საბოლოოდ საავადმყოფომ ბოდიში მოუხადა ტერი ბრეზიერს და კომპენსაციის სახით 20 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა.

163
თემები:
მსოფლიო დღეს (2066)
მტირალი ბიჭუნა

ბავშვის სიჯიუტის დონე წარმატების განმსაზღვრელია: ცნობილია 40 წლიანი კვლევის შედეგი

76
(განახლებულია 15:32 18.09.2020)
ბრიტანელმა მეცნიერებმა 12 წლის ბავშვები შეარჩიეს და 40 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მათ, რის შემდეგაც საინტერესო დასკვნა გააკეთეს

თბილისი, 18 სექტემბერი ― Sputnik. ჯიუტი ბავშვები უფრო ხშირად ხდებიან წარმატებული ადამიანები, ასეთია ბრიტანელი მეცნიერების 40 წლიანი კვლევის შედეგი, რის თაობაზეც The Independent-ი წერს.

სპეციალისტებმა გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა კუთხიდან 12 წლის ბავშვების ჯგუფზე ფსიქოლოგიური ტესტების სერია ჩაატარეს, რის შემდეგაც რეგულარულად უკავშირდებოდნენ მათ, იგებდნენ ახალ ინფორმაციას მათი წარმატებების შესახებ სწავლასა და სამუშაოზე.

„ბავშვები, რომლებიც ხშირად არღვევენ წესებს და უფროსებს ეწინააღმდეგებიან, ცხოვრებაში უფრო მეტს აღწევენ და მეტ თანხასაც იღებენ“, — წერს გამოცემა.

თავდაპირველად მკვლევარები გეგმავდნენ გამოერკვიათ, როგორ მოქმედებს მოზარდ თაობაზე მშობლების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არ იყო ის, რაც ყველაზე დიდ გავლენას ახდენდა ბავშვების მომავალზე.

პროექტის ავტორების განმარტებით, ექსპერიმენტის ის მონაწილენი, რომლებიც მოზარდობისას ძალზე ჯიუტები იყვნენ და მშობლებს ხშირად არ ემორჩილებოდნენ, მოგვიანებით უფრო წარმატებულნი აღმოჩნდნენ კარიერასა და ცხოვრების სხვა სფეროებში.

76
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
სერგეი ლავროვი

ლავროვი: განცხადებები, რომ Sputnik და RT პროპაგანდის ინსტრუმენტებია, აბსურდულია

17
(განახლებულია 16:58 18.09.2020)
რუსულ მასმედიასთან დაკავშირებული ვითარება დასავლეთში ბოლო წლებში უფრო რთულდება: 2016 წელს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვით მთავარ საფრთხედ Sputnik და RT დასახელდა

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. RT და Sputnik უმრავლეს ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ, ამიტომ განცხადებების იმის შესახებ, რომ ეს მედიასაშუალებები პროპაგანდის ინსტრუმენტებია, აბსურდულია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა РИА Новости–სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, მოსკოვს მიუღებლად მიაჩნია ევროპაში Sputnik–ისა და RT–ს დისკრიმინაცია.

ჩერიშევა: სანქციები ჟურნალისტების წინააღმდეგ – ეს ცენზურაა>>

„რა თქმა უნდა, ეს პრობლემა განხილული იყო (ფრანგ კოლეგებთან). მიუღებლად მიგვაჩნია, რომ Sputnik–ისა და RT–ს, მათი კორესპონდენტების დისკრიმინაცია მიმდინარეობს ღიად – საფრანგეთშიც, და რაც Sputnik–ს ეხება ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ესეც კარგად ცნობილი ფაქტია. ის, რომ ბოლო წლებში, 2017 წლიდან აკრედიტება ელისეს სასახლეში არა აქვს არც RT–ს, არც Sputnik–ს, ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა“, – განაცხადა მინისტრმა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ამ საკითხებს აყენებს არა მხოლოდ ფრანგების წინაშე და მოითხოვს რუსეთში დარეგისტრირებული მასმედიის საშუალებების დისკრიმინაციის შეწყვეტას.

„ჩვენი ფრანგი კოლეგები აცხადებენ, რომ არ შეცვლიან თავიანთ გადაწყვეტილებას, აკრედიტება არ გაიცემა, რადგან RT და Sputnik, ვციტირებ, „ეს მასმედია არ არის, არამედ პროპაგანდის ინსტრუმენტია“. ვფიქრობ, ამგვარი იარლიყების აბსურდულობაზე კომენტარის გაკეთება არაა საჭირო, რადგან RT–ცა და Sputnik–იც უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობენ უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში, იზრდება აუდიტორია“, – აღნიშნა ლავროვმა.

რუსულ მასმედიასთან დაკავშირებული სიტუაცია დასავლეთში ბოლო წლებში სულ უფრო რთულდება: 2016 წელს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვით მთავარ საფრთხედ Sputnik და RT დასახელდა და აღინიშნა, რომ აუცილებელია ამ საშუალებების წინააღმდეგ მოქმედება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ რეზოლუციის კომენტარისას Sputnik–ისა და RT–ს ჟურნალისტებს მიულოცა შედეგიანი მუშაობა და აღნიშნა, რომ რეზოლუცია დასავლურ საზოგადოებაში დემოკრატიის შესახებ წარმოდგენის დეგრადაციაზე მეტყველებს, თუმცა, იმედი გამოთქვა, რომ ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს.

17
თემები:
რუსეთი დღეს
ცესკო

ცესკომ საპარლამენტო არჩევნებისთვის პირველი დამკვირვებლები დაარეგისტრირა

11
(განახლებულია 00:14 19.09.2020)
ამ დროისათვის საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით რეგისტრაცია ცესკოში ექვსმა ორგანიზაციამ გაიარა.

თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 18 სექტემბრისთვის დაარეგისტრირა ექვსი საერთაშორისო და 49 ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლებიც არჩევნების მსვლელობას დააკვირდებიან, ნათქვამი ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. პარალელურად ამ დღეს ჩატარდება არჩევნები აჭარის უმაღლეს საბჭოში და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერების და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები.

ამ ეტაპზე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მხოლოდ განაცხადები შეაქვთ. ორგანიზაციების და დამკვირვებლების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არჩევნებამდე ერთი კვირით გახდება.

ადრე საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ კორონავირუსის პანდემიის და ჩაკეტილი საზღვრების მიუხედავად, ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა.

ამ დროისათვის საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით რეგისტრაცია გაიარეს: „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება" (ISHR), „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI), „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI), „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი" (IFES), „ინიციატივა დიალოგისა და დემოკრატიისთვის" (SILBA) და „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში".

ვის სურს პარლამენტში მოხვედრა: ცესკომ პარტიების საბოლოო სია გამოაქვეყნა >>

დამკვირვებლები დააკვირდებიან საარჩევნო უბნების მომზადების პროცესს, ბიულეტენების ბეჭდვას, კენჭისყრასა და ხმების დათვლას. არჩევნების დასრულების შემდეგ ისინი გამოაქვეყნებენ თავიანთ დასკვნებს არჩევნებზე მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით.

11
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020