ტედროს ადანომ გებრეისუსი

„შესაძლოა არც არასდროს შეიქმნას“: ჯანმო COVID-19-ის იდეალური საშუალების შესახებ

141
(განახლებულია 20:12 03.08.2020)
ჯანმოს გენერალური დირექტორი იმედს არ კარგავს, რომ მსოფლიოში მიმდინარე კლინიკური გამოცდები რამდენიმე ეფექტურ ვაქცინას გამოავლენს.

თბილისი, 3 აგვისტო ― Sputnik. ამ დროისათვის კორონავირუსის წინააღმდეგ იდეალური პრეპარატი არ არსებობს და შესაძლოა არც არასდროს შეიქმნას, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

მისი თქმით, ახლა არაერთი ვაქცინა გადის კლინიკური გამოცდების მესამე ფაზას და არსებობს იმედი, რომ მსოფლიო „რაღაც რაოდენობის ეფექტურ ვაქცინას მიიღებს“.

„მაგრამ ამ მომენტისთვის არ არსებობს იდეალური საშუალება და გამორიცხული არ არის, რომ მან არც არასდროს იარსებოს“, ― განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ორშბათს გამართულ ბრიფინგზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 17 889 134 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 686 145 კაცი გარდაიცვალა.

 

141
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1151)
ევროკავშირის შტაბბინა

გაუმართლებელია და შეუსაბამო: ევროკავშირი არ ცნობს რუსეთის სანქციებს

22
(განახლებულია 12:06 24.09.2020)
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი აფართოებს შავ სიას ევროკავშირის მოქალაქეებისთვის

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირი არ ცნობს რუსეთის მიერ გამოცხადებულ საპასუხი სანქციებს და გაუმართლებლად მიიჩნევს მათ, განუცხადა სააგენტო РИА Новости–ს ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სტანომ.

შეგახსენებთ: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ოთხშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიუსელის კონფრონტაციული ხაზის პასუხად, რუსეთი აფართოებს შავ სიას ევროკავშირის მოქალაქეებისთვის.

„ჩვენ უარვყოფთ რუსეთის მიერ გამოცხადებულ ამ საპასუხი სანქციებს ისევე, როგორც მის სხვა სანქციებს, კერძოდ, სოფლის მეურნეობის სექტორში, ვინაიდან ისინი გაუმართლებელია“, — განაცხადა სტანომ.

მისი განმარტებით, ევროკავშირის სანქციები რუსეთისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ, „არის მისამართიანი და შეესაბამება საერთაშორისო სამართალს“.

„[ევროკავშირის] სიაში შეყვანა ხდება მკაფიო კრიტერიუმებისა და იურიდიულად არგუმენტირებული მტკიცებულებების საფუძველზე“, — ხაზი გაუსვა პიტერ სტანომ.

ევროგაერთიანების წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირის სანქციები მიმართულია „გარკვეული ქცევების შეცვლისკენ“.

გარდა ამისა, სტანომ მოუწოდა რუსეთის საგარეო საქმეტა სამინისტროს, დააზუსტოს ამ სანქციების დაწესების მიზეზი და მათი იურიდიული საფუძველი.

 

22
თემები:
მსოფლიო დღეს

როგორ ეხმარებიან ბრაზილიაში ხანძრისგან დაშავებულ იაგუარებს - ფოტო

25
  • ასე მკურნალობენ იაგუარს სახელად ოსადო ცენტრში NGO Nex Institute
  • ასე გამოიყურება ჰაერიდან ბრაზილიის დამწვარი ტროპიკული ტყეები
ბრაზილიის პანტანალში მომხდარი დიდი ხანძრები საფრთხეს უქმნის ნაკრძალს, რომელიც ცნობილია, როგორც იაგუარების მსოფლიოში ყველაზე დიდი დასახლება. იხილეთ ფოტოლენტაში, როგორ ეხმარებიან სპეციალისტები ცხოველებს

ამჟამად ათასობით ტყის ხანძარი მძვინვარებს ბრაზილიაში. აგვისტო და სექტემბერი წლის ყველაზე მშრალი თვეებია ამ ქვეყანაში. ტენიანობის დონე ბრაზილიის ზოგიერთ რეგიონში 8-15 პროცენტამდე ეცემა. ამავდროულად, ტემპერატურა შესაძლოა 40 გრადუსს აღემატებოდეს. როგორც წესი, ტყის ხანძრები ქვეყანაში ამ პერიოდში იწყება.

25
  • ასე მკურნალობენ იაგუარს სახელად ოსადო ცენტრში NGO Nex Institute
    © REUTERS / UESLEI MARCELINO

    ასე მკურნალობენ იაგუარს სახელად ოსადო ცენტრში NGO Nex Institute

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    იაგუარები, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის კლასიფიკაციის მიხედვით, გადაშენების პირას არიან

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    ასე გამოიყურება ხანძრის დროს დაშავებული იაგუარის თათი

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    პანტანალში მთელი ბრაზილიიდან ჩადიან ეკოლოგისტები და ენთუზიასტები, რათა ცხოველებს დაეხმარონ

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    ზოგიერთი კვებისათვის ადგილს მოაწყობს, ზოგიც მტაცებელ ცხოველებს ვეტერინარულ დახმარებას აღმოუჩენს

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    ისინი ბევრ იაგუარს პოულობენ ტყეებსა და გზებზე დამწვარი თათებით, ზოგიერთი არის მოწამლულიც

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    იაგუარი ოსადო ისვენებს დამწვრობების მკურნალობის შემდეგ

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    ზოგიერთს ადგილზევე ეხმარებიან, ხოლო მძიმე მდგომარეობაში მყოფი ცხოველები ვეტერინარულ კლინიკებში გადაყავთ

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    მატუ-გროსუს შტატის პარკი „ენკონტრუ-დაზ-აგუას“, სადაც ხანძარმა ნახევარი ფართობი მოიცვა, ცნობილია იმით, რომ აქ იაგუარების ყველაზე დიდი რაოდენობა ბინადრობს

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ იაგუარების ნაწილის გადარჩენა მოხერხდება. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ დახმარებას

  • ასე გამოიყურება ჰაერიდან ბრაზილიის დამწვარი ტროპიკული ტყეები
    UESLEI MARCELINO

    ასე გამოიყურება ჰაერიდან ბრაზილიის დამწვარი ტროპიკული ტყეები

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    ტყის ხანძრები საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ იაგუარებისთვის, არამედ ფაუნის სხვა იშვიათი წარმომადგენლებისათვისაც, რომლებიც ამავე რეგიონში ბინადრობენ

გიორგი ჭიაბრიშვილი

ჭიაბრიშვილი: მატჩი „გრანადას“ წინააღმდეგ ჩვენთვის გამოწვევაა

0
(განახლებულია 12:29 24.09.2020)
თბილისის „ლოკომოტივი“ დღეს კლუბის ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროტურნირის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში

თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. „გრენადა“ ძალიან ძლიერი კლუბია და მატჩი მის წინააღმდეგ – ეს ჩვენი გუნდისთვის გამოწვევაა, განაცხადა თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ესპანურ გუნდთან უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩის წინ.

თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა>>

თბილისის „ლოკომოტივი“ დღეს, კლუბის ისტორიაში პირველად, ევროტურნირის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ითამაშებს და ესპანეთის „გრანადას“ დაუპირისპირდება.

„ჩვენ სენსაციები აქამდეც მოვახდინეთ და ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ფურცელზე ბევრად ძლიერი გუნდია და უპირატესობა „გრანადას“ აქვს. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. ჩემთვის გამოწვევა და დიდი სიამოვნებაა ასეთ გუნდთან თამაში, რათა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში“, – განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ცარიელი ტრიბუნების ფონზე თამაში მისი გუნდისთვის პლუსი იქნება.

„ცარიელი სტადიონი ჩვენი პლუსია, რადგან ჩვენთვის ჩვეული მომენტია და მათთვის - არა. ლოგიკურად, დასაკარგი არაფერი გვაქვს. წნეხი, დაძაბულობა და შიში არ გვაქვს. ფეხბურთელს და მწვრთნელს თამაშის თუ გეშინია, მაშინ რა გინდა მინდორზე“, – განაცხადა მწვრთნელმა.

მისი თქმით, „ლოკომოტივს“ კიდევ ერთი უპირატესობა აქვს „გრანადასთან“ – ინფორმაციული.

„ძალიან კარგად ვიცი, „გრანადა“ როგორ ფეხბურთს თამაშობს. ლა ლიგას მუდმივად ვუყურებ და რომც არ შეგხვედროდა, მაინც ვიცოდით, როგორი გუნდია. მათვის უფრო რთულია ჩვენ შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ვიდრე ჩვენთვის მათ შესახებ“, – აღნიშნა ჭიაბრიშვილმა.

მწვრთნელმა ასევე ისაუბრა მოთამაშეების მდგომარეობის შესახებ.

„მოსკოვის „დინამოსთან“ მატჩის შემდეგ ორჯერ ვივარჯიშეთ და ვერ გავერკვიე, რა გვჭირდა, იმდენად გამოცლილები ვიყავით ემოციისგან. ახლა ფრენაც დაემატა, მაგრამ ასეთ გუნდებთან თამაშის შესაძლებლობა არ გვაქვს და ამიტომ, მთელი ენერგია უნდა აღვიდგინოთ, შეგიძლია თუ არ შეგიძლია, მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ უნდა შეძლო, რადგან ამ კლუბის ისტორიაში ასეთი თამაში ჯერ არ ყოფილა“, – განაცხადა „ლოკომოტივის“ მწვრთნელმა.

როგორ დაამარცხა თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ - საუკეთესო ფოტოები>>

მატჩი „გრანადასა“ და „ლოკომოტივს“ შორის თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.


0
თემები:
სპორტის ამბები