დონალდ ტრამპი

ტრამპი სულ უფრო ბრაზობს: ჩინეთმა კორონავირუსის გამო უნდა გადაიხადოს

126
(განახლებულია 10:26 01.08.2020)
აშშ-ს ლიდერს სურს, რომ ჩინეთმა, რომელიც, მისი აზრით, დამნაშავეა მსოფლიოში კორონავირუსული პანდემიის გავრცელებაში, დიდი ფულადი ჯარიმა გადაიხადოს

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ჩინეთი დამნაშავეა COVID-19–ის პანდემიაში და ამისთვის მან უნდა გადაიხადოს, განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„მინდა, რომ ჩვენმა ხალხმა იცხოვროს და იცხოვროს კარგად. მათი ბრალი არ არის, რომ ჩინეთმა ეს პანდემია მოიტანა — ეს ჩინეთის ბრალია“, — ასე უპასუხა პრეზიდენტმა ჟურნალისტის შეკითხვას.

ამერიკის ლიდერის თქმით, არსებობს ალბათობა იმისა, რომ ოფიციალურმა პეკინმა პანდემიის საფასური გადაიხადოს.

მანამდე დონალდ ტრამპმაგანაცხადა, რომ სულ უფრო ბრაზობს ჩინეთზე იმის გამო, რომ კორონავირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა და პანდემიამ აშშ–ს უზარმაზარი ზარალი მიაყენა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ მსოფლიოში 17 591 973 ადამიანი შეადგინა. აქედან გარდაიცვალა 679 439 და განიკურნა 10 330 970 ადამიანი.

126
თემები:
მსოფლიო დღეს (2341)
გერმანიის პოლიცია

გერმანიაში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, არიან დაღუპულები

15
შეჯახების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ავტომობილის მძღოლი დაკავებულია, გამომძიებლები მისი ქმედებების მოტივების გარკვევას ცდილობენ

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. გერმანიის ქალაქ ტრირში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, ორი ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება РИА Новости.

ვრცელდება ინფორმაცია მინიმუმ ათი დაჭრილის შესახებ.

ავტომობილის მძღოლი დაკავებულია, მისი მოტივები ჯერჯერობით უცნობია.

ვრცელდება ინფოემაცია, რომ შავი Range Rover ტროტუარზე საათში 70 კილომეტრი სიჩქარით მიდიოდა.

ტრირი - რეინალდ-პფალცის მიწაზე უძველესი ქალაქია, დაარსებულია რომის იმპერატორ გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსის მიერ ჩვ. წ. 16 წელს. ქალაქში არსებული ანტიკური ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და დაცულია იუნესკოს მიერ. აქ დაიბადა კარლ მარქსი.

15
თემები:
მსოფლიო დღეს (2341)
სისხლის ანალიზის ჩაბარება

აივ/შიდსი სასიკვდილო განაჩენი არაა - ყველაფერი, რაც ამ ვირუსზე უნდა ვიცოდეთ

11
(განახლებულია 18:21 01.12.2020)
დღეს მსოფლიო აივ/შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (World AIDS Day) აღნიშნავს. პირველად ეს დღე 1988 წელს აღინიშნა და მისი მიზანი იყო მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიქცევა აივ–ინფექციის გავრცელებისადმი.

შიდსის პირველი დიაგნოზი 1981 წელს აშშ-ში დაისვა (ტერმინი „შიდსი” – „შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის” აბრევიატურაა, იგივე AIDS – Acquired Immune Deficiency syndrome), 1983 წელს კი მეცნიერმა ლუკ მონტანიემ აღმოაჩინა ვირუსი, რომელიც შიდსს იწვევს და მას ძალზე ბანალური სახელი – ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (Human immune Deficiency Virus, შემოკლებით – HIV) უწოდა.

ვეცდებით, დღევანდელ სტატიაში მოგაწოდოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები ვირუსის შესახებ, რა არის აივ/შიდსი, როგორია მისი სიმპტომები, როგორ გადაეცემა, რა ღირს მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორია სტატისტიკა და ა.შ.

AIDS/HIV ციფრებში

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით,  ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში დაახლოებით 80 მლნ ადამიანია ინფიცირებული და 40 მილიონზე მეტი გარდაცვლილი. 2019 წლის ბოლოსთვის კი მსოფლიოში 38 მლნ აივ ინფიცირებულია (მათმა 20%-ზე მეტმა არც იცის, რომ ვირუსის მატარებელია), მათ შორისაა 1.8 მლნ 15 წლამდე ასაკის ბავშვი.

საქართველო  აივ ინფექცია/შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება. შიდსით დაავადების პირველი და იმ წელს ერთადერთი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა.  2020 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით,  საქართველოში რეგისტრირებულია აივ-ით ინფიცირების 8598 შემთხვევა (6422 - მამაკაცი, 2176 - ქალი). პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 4441 პაციენტს, 1781 გარდაიცვალა. 2020  წელს კი გამოვლინდა 496 ახალი შემთხვევა.

რა არის აივ ინფექცია/შიდსი?

აივ ინფექცია არის  ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით  გამოწვეული ინფექცია, რომლის  ბოლო კლინიკურ სტადიასაც წარმოადგენს შიდსი - შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი. მიუხედავად მეცნიერების მცდელობისა, ჯერჯერობით შიდსის მკურნალობის ეფექტური საშუალება არ არსებობს.  სამკურნალო პრეპარატებით შესაძლებელია დაავადების კონტროლი და მართვა, მისი ქრონიკულ დაავადებად გადაქცევა და შესაბამისად სიცოცხლის გახანგრძლივება.

საიდან წარმოიშვა აივ ინფექცია?

დღემდე სადავოა აივ–ინფექციის ზუსტი წარმოშობის ადგილი.  ყველაზე სარწმუნო ვერსიაა, რომ მაიმუნის იმონუდეფიციტის ვირუსმა (მივ) ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ  მუტაცია განიცადა. ათწლეულების მანძილზე ვირუსი ნელ-ნელა გავრცელდა მთელ აფრიკაში და შემდეგ მსოფლიოს სხვა კონტინენტებზე.

აივ/შიდსის სტადიები

აივ ინფექციის მიმდინარეობის შემდეგ სტადიები გამოიყოფა:

მწვავე ინფექცია – ვირუსით დაინფიცირებიდან 2-4 კვირის განმავლობაში, გრიპის მსგავსი სიპტომებით ვითარდება. აღნიშნულ სტადიას მწვავე რეტროვირუსული სინდრომი, ან პირველადი აივ ინფექცია ეწოდება.

ქრონიკული (ასიმპტომური) აივ-ინფექცია -  ამ შემთხვევაში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი მრავლდება ნაკლები სიხშირით, არ ხდება  კლინიკური სიმპტომების გამოვლენა.

შიდსი -  ინფექციის განვითარების  ბოლო სტადია, როდესაც იმუნური სისტემა მკვეთრად დასუსტებულია და ადამიანი დაუცველია სხვადასხვა ინფექციებისა და სიმსივნური დაავადებების განვითარებისაგან.შესაბამისი მკურნალობის გარეშე პაციენტის  სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 3 წელის, იმუნური სისტემის დაქვეითების დროს მიმდინარე დაავადებების განვითარების შემთხვევაში კი დაახლოებით ერთი წელია.

აღსანიშნავია, რომ ადამიანი  დაავადების განვითარების ყველა ეტაპზე გადამდებია.

როგორ გადაეცემა აივ/შიდსი

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის გადაცემა ხდება  სისხლით, სპერმით, ვაგინალური სეკრეტითა და დედის რძით.

აივ ინფექციის გადაცემა შესაძლებელია მოხდეს:

- დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს

- შიდსით დაავადებული დედიდან  შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს

- დაბინძურებული ნემსების ან სხვა ბასრი  საგნების ჩხვლეტისას  (რისკ-ჯგუფს  სამედიცინო პერსონალი წარმოადგენს)

- ინფიცირებული სისხლის ან მისი პროდუქტების გადასხმისას

- ტრანსპლანტაციის დროს (ორგანოების ან ქსოვილების გადანერგვისას)

ვირუსი არ გადაეცემა:

- წყლით, საცურაო აუზით სარგებლობით

- ჰაერით

- კოღოსა და მწერების ნაკბენით

- ნერწყვით, ოფლით ან ცრემლით.

- ხელის ჩამორთმევით, მოხვევით, კოცნით

- საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით

- დახველებით, ცემინებით

- საერთო ტუალეტის ან აბაზანით სარგებლობისას

- აივ-ინფიცირებულთან ურთიერთობით სამუშაო, საზოგადოებრივ და საყოფაცხოვრებო გარემოში

რამდენად სიცოცხლისუნარიანია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი გარემოში?

აღსანიშნავია, რომ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი გარემოში (ადამიანის ორგანიზმის გარეთ) დიდხანს  ვერ ცოცხლობს.

როგორ უნდა გავიგოთ, რომ ვართ ინფიცირებული

მართალია, აივ ინფექციას  კლინიკური ნიშნები არ გააჩნია, მაგრამ მაინც შეიძლება გამოიყოს სიმპტომებისა და დაავადებების ჯგუფი, რომელთა დროს პირველ რიგში ეჭვი უნდა იქნას მიტანილი აივ ინფექცია/შიდსზე. ესენია:

არამოტივირებული ცხელება; ძლიერი საერთო სისუსტე; წონაში კლება სხეულის მასის 10%-ით და მეტად; ოფლიანობა; ლიმფური კვანძების გადიდება; ფაღარათი; სხვადასხვა სახის გამონაყარი კანსა და ლორწოვან გარსებზე; თეთრი ფერის ნადები ენაზე; გახანგრძლივებული ფილტვების ანთება, რომელიც ცუდად ექვემდებარება ჩვეულებრივ ანტიბაქტერიულ თერაპიას; ნერვული სისტემის სხვადასხვა სახის დაზიანება (დემენცია, მენინგიტი, ენცეფალიტი, მიელოპათია, პერიფერიული ნეიროპათია) და სხვა.

როგორ უნდა მოვიქცეთ დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში

დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს,  სადაც ჩაგიტარდებათ აივ ინფექციის გამოვლენის სპეციალური სადიაგნოსტიკო ტესტები.

აივ-ზე ტესტირება უნდა გაიკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ:

1. ერთხელ მაინც გქონიათ დაუცველი სექსი;

2. გაქვთ ტატუირება, ან პირსინგი;

3. ეჭვი შეგიტანიათ სამედიცინო ხელსაწყოების სტერილურობაში (მაგალითად, სტომატოლოგთან, ან სილამაზის სალონში ვიზიტისას);

4. დასჭირვებიათ სისხლის დონაცია;

5. თუ თქვენი პარტნიორი არის აივ დადებითი;

როგორ ხდება აივ/შიდსის მკურნალობა?

აივ/შიდსი არ ნიშნავს სასიკვდილო დიაგნოზს. მართალია, ჯერჯერობით არ არსებობს ამ ვირუსისგან ორგანიზმის საბოლოოდ განდევნის მეთოდი, თუმცა, შესაძლებელია ვირუსის გამრავლებისა და იმუნიტეტის დასუსტების პროცესის შეჩერება.

თუ შიდსის დიაგნოზის დასმისას პაციენტი დროულად დაიწყებს მკურნალობას, მისი იმუნური სისტემა ჯანსაღდება, ე.წ. იმუნური უჯრედების რაოდენობა იზრდება, სისხლში კი ვირუსის ოდენობა მცირდება. გარკვეული პერიოდის მერე სისხლში ვირუსი ნულის ნიშნულზე ჩამოდის, იმუნიტეტი კი ჩვეულებრივ ნორმას უბრუნდება და პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ, სხვა, არაინფიცირებული ადამიანების მსგავსია. თუმცა, შიდსის კლინიკური დიაგნოზი, რომელიც თავიდანვე დაესვა ადამიანს, არ იცვლება. ერთადერთი, რაც პაციენტს მოეთხოვება - ცხოვრების ჯანსაღი წესი და აივ/შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატების სიცოცხლის ბოლომდე მიღებაა. ადამიანები ამ დიაგნოზით სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ ათწლეულების განმავლობაში.

რაც უფრო ადრე იქნება დასმული აივ/შიდსის დიაგნოზი, მით უფრო მარტივად და ეფექტიანად მოხდება მასთან გამკლავება. დიაგნოზის დასმის შემდეგ იწყება მკურნალობა, რაც გულისხმობს ექიმის მიერ განსაზღვრულ დროს, დღეში ერთხელ, დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში 1, 2, ან 3 აბის მიღებას, რომელსაც თითქმის არ გააჩნია გვერდითი ეფექტი.

რა ღირს აივ/შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

აივ/შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საქართველოში უფასოა. მას საქართველოს მთავრობასთან ერთად გლობალური ფონდი აფინანსებს. საქართველოში მყოფ ნებისმიერ პირს, მისი სოციალური სტატუსისა და მოქალაქეობის მიუხედავად, შეუძლია საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრში გაიკეთოს ანალიზი უფასოდ.

თუ ადამიანს აღმოაჩნდა აივ ინფექცია, ასევე უფასოდ ჩაუტარდება დამატებითი გამოკვლევები ჰეპატიტებსა, სხვადასხვა დაავადებასა და ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. მის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს. აივ/შიდსის სამკურნალო წამლებს პაციენტები შიდსის ცენტრში თვეში ერთხელ, უფასოდ იღებენ. ისინი ასევე უფასოდ იტარებენ საჭირო გამოკვლევებს 4-5 თვეში ერთხელ.

 

11
წითელი ჯვარი

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება საქველმოქმედო კამპანიებს აქტიურად აგრძელებს

0
(განახლებულია 19:19 01.12.2020)
„თბილისი მოლის“ ჰიპერმარკეტ „კარფურის“ ფილიალის მომხმარებლებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საქველმოქმოდო აქციაში

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ კვლავ განაახლა კამპანია სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისა და კოვიდდადასტურებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდასაჭერად, ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ წითელი ჯვრის საზოგადოებაში განუცხადეს.

„თბილისი მოლის“ ჰიპერმარკეტ „კარფურის“ ფილიალის მომხმარებლებს საშუალება აქვთ შეიძინონ ნებისმიერი პროდუქტი საქართველოს წითელი ჯვრის მიერ შემუშავებული საჭიროებების სპეციალური სიიდან და მონაწილეობა მიიღონ ქველმოქმედებაში.

საქველმოქმედო კამპანიას ეტაპობრივად „კარფურის“ სხვა ფილიალებიც შეუერთდებიან.

წითელი ჯვარი
photo: courtesy of Georgia red cross
წითელი ჯვარი

„ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ აღნიშნული პროექტი გაზაფხულზე, როდესაც მოქალაქეების მაღალი აქტივობით შეგროვდა ამანათების ძალიან დიდი რაოდენობა და საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეების თავდაუზოგავი შრომით ჩვენ შევძელით უამრავი ადამიანის დახმარება ქვეყნის მასშტაბით. მინდა მოვუწოდო ყველა ჰიპერმარკეტს, ჩაერთონ ამ საქველმოქმედო კამპანიაში“, - განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად აქტიურად აწარმოებს სხვადასხვა სახის კამპანიას. ამ აქტივობების ფარგლებში ვრცელდება საინფორმაციო მასალები და სწორი მესიჯები ვირუსის გავრცელების გზების, პირადი უსაფრთხოების რეკომენდაციებისა და თვითიზოლაციის შესახებ.

წითელი ჯვარი
photo: courtesy of Georgia red cross
წითელი ჯვარი

ამასთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფ პაციენტებს კორონავირუსის მსუბუქი მიმდინარეობისას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცხელი ხაზის საშუალებით უფასო კონსულტაციით სარგებლობა შეუძლიათ.

COVID-19-ის გავრცელების პირველივე დღეებიდან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინიციატივით შექმნილი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების საკოორდინაციო პლატფორმა აერთიანებს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროფესიულ ჯგუფებს, რომლებიც მოსახლეობას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალურ დახმარებას უფასოდ სთავაზობენ.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში