მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ვითომ რატომ?“: ტრამპს არ მიაჩნია, რომ შტატებმა გერმანია რუსეთისგან უნდა დაიცვას

© REUTERS / Carlos Barriaდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან რამდენიმე ათასი ამერიკელი სამხედროს გაყვანას აპირებს.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. აშშ-ის ლიდერი დონალდ ტრამპი „ვერ ხვდება“, რატომ უნდა დაიცვას შეერთებულმა შტატებმა გერმანია რუსეთისგან მაშინ, როცა ბერლინი მოსკოვს მილიარდობით დოლარს ურიცხავს ენერგომატარებლებისთვის.

​„გერმანია რუსეთს მილიარდობით დოლარს ურიცხავს ყოველწლიურად ენერგიისთვის, ჩვენ კი გერმანია რუსეთისგან უნდა დავიცვათ. ვითომ რატომ?“ — დაწერა ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, გერმანიამ ისედაც გადააცილა ნატოში 2%-იანი გადასახადის გადახდის ვადას.

  • „ამიტომაც გამოგვყავს გერმანიიდან ჯარის ზოგი სახეობა“, — დაამატა ტრამპმა.

ამერიკის ლიდერმა მანამდე განაცხადა, რომ აშშ გერმანიაში განთავსებულ სამხედრო კონტინგენტს 34,5 ათასიდან 25 ათას სამხედრომდე ამცირებს. ეს იმის გამო, რომ ბერლინი ნატოს გადასახადებს აყოვნებს. როგორც ნატოს გაერთიანებული ძალების მთავარსარდალმა ევროპაში ტოდ უოლტერსმა დაამატა, აშშ-ის ძალების ევროპული შტაბის გადატანაც იგეგმება გერმანიიდან ბელგიის ქალაქ მონსში.

 

ყველა ახალი ამბავი
0