ძველი წიგნები და ფოტოები

უცნაური შემთხვევა: კაცმა საუკუნის წინანდელ ფოტოზე „საკუთარი თავი“ აღმოაჩინა

336
(განახლებულია 17:35 29.07.2020)
ახალგაზრდა კაცმა საუკუნეზე მეტი ხნის წინ გადაღებულ ფოტოზე საკუთარი ორეული იპოვა - იგივე ვარცხნილობით, სახის ოვალით, ცხვირის ფორმითა და ტანსაცმლის სტილითაც კი

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ახალგაზრდა კაცმა თავისი ორეული აღმოაჩინა ფოტოზე, რომელიც 1905 წელსაა გადაღებული, იუწყება გამოცემა The Mirror–ი.

​გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ სტოპკორტის (დიდი ბრიტანეთი) მკვიდრმა, 24 წლის მაიკლ კოროპიცმა, რომელიც ვიქტორიანული ეპოქითაა გატაცებული, მეგობრებისგან ფოტო მიიღო. ფოტოზე გამოსახული იყო ახალგაზრდა კაცი მეუღლესთან ერთად, რომელიც ძალიან ჰგავდა მაიკლს.

„გავოგნდი, როცა გავიაზრე, რომ ეს მე არ ვიყავი. ჩვენ ერთნაირი ვარცხნილობა, სახის ოვალი, ცხვირის ფორმა და სამოსის სტილი გვაქვს“, — ამბობს კოროპიცი.

მაიკლი ინტერნეტში დიდხანს ეძებდა ინფორმაციას სურათის შესახებ და ბოლოს დაადგინა, რომ ფოტო 1905 წელსაა გადაღებული.

ახალგაზრდა კაცი ახლა უკვე დარწმუნებულია, რომ მისი ვიქტორიანული ეპოქით გატაცება შემთხვევითი არ არის და ეს ინტერესი მის წინა ცხოვრებას უკავშირდება.

  • „მე ბევრი მიწოდებს დროში მოგზაურს და ახლა აღარც ვიცი, როგორ ვირეაგირო ამაზე“, — ამბობს მაიკლი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, როდესაც ბრიტანელმა ქალმა საკუთარი ორეული XIX საუკუნის ჩეროკის ტომის ინდიელთა შორის აღმოაჩინა. ახლა მისი ოჯახი დნმ–ანალიზის ჩატარებას გეგმავს, რათა დაადგინონ, ჰყავთ თუ არა მათ ნათესავები ინდიელთა შორის.

 

336
თემები:
მსოფლიო დღეს (1905)
პოლიციის მანქანა კიევში

ახალგაზრდა კაცი ბანკის აფეთქებით იმუქრება: ვრცელდება სავარაუდო ტერორისტის ფოტო

96
(განახლებულია 15:06 03.08.2020)
ბანკის განყოფილებაში, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს ბიზნესცენტრის შენობაში, ახალგაზრდა მამაკაცი ბომბის აფეთქებით იმუქრება

თბილისი, 3 აგვისტო ― Sputnik. პოლიცია მოლაპარაკებებს აწარმოებს მამაკაცთან, რომელიც კიევის ბიზნესცენტრში არსებულ ბანკში ბომბის აფეთქებით იმუქრება, აცხადებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკო.

„სამ აგვისტოს, 12 საათზე, პოლიციაში „უნივერსალ ბანკის“ წარმომადგენელმა დარეკა და შეატყობინა, რომ ბანკის განყოფილებაში უცნობი, დაახლოებით 35 წლის მამაკაცი იმყოფება, რომლის თქმითაც, ზურგჩანთაში ბომბი უდევს და პოლიციის გამოძახებას ითხოვს.  ბანკის თანამშრომლებმა შენობა დატოვა, ხოლო განყოფილების ხელმძღვანელი ადგილზე საკუთარი სურვილით დარჩა. ამოქმედდა სპეციალური საპოლიციო რეჟიმი „გრომი“. პოლიციამ მოლაპარაკებები დაიწყო ტერორისტთან“, ― დაწერა გერაშჩენკომ საკუთარ  Facebook-ზე.

ცოტა ხნის წინ გერაშჩენკომ დააკონკრეტა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ტერორისტი უზბეკეთის მოქალაქე სუჰრობ კარიმოვია, რომელიც 25.03.1988-საა დაბადებული. 

შეგახსენებთ, რომ მანამდე, 21 ივლისს, უკრაინაში, ლუცკის ცენტრში, მამაკაცმა ავტობუსის 13 მგზავრი აიყვანა მძევლად. მას თან ჰქონდა ასაფეთქებელი და სხვა იარაღი., მძევლები გათავისუფლება მოხერხდა, ხოლო მამაკაცი დააკავეს. ამის შემდეგ, 23 ივლისს, პოლტავის ოლქში მამაკაცმა, რომლის დაკავებასაც ცდილობდნენ, მძევლად აიყვანა პოლიციელი და მასთან ერთად გაიქცა პოლიციის ავტომობილით.  

მოგვიანებით მან მძევალი უვნებლად გაათავისუფლა, მანქანა მიატოვა და გაუჩინარდა. პირველ აგვისტოს ანტონ გერაშჩენკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციელებმა აღნიშნული მამაკაცი მას შემდეგ მოკლეს, რაც მან კიდევ ერთხელ აიყვანა დაკავებისას მძევლად პოლიციელი.  

 

96
თემები:
მსოფლიო დღეს (1905)
„გაზპრომის“ ოფისი

პოლონეთმა „გაზპრომი“ მაქსიმალური თანხით დააჯარიმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ისთვის

109
(განახლებულია 12:30 03.08.2020)
მანამდე პოლონურმა რეგულატორმა „გაზპრომს“ იმ დოკუმენტების გადაცემა მოსთხოვა, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ფინანსირებას შეეხებოდა

თბილისი, 3 აგვისტო ― Sputnik. პოლონურმა ანტიმონოპოლიურმა რეგულატორმა UOKiK-მა რუსული „გაზპრომი“ 213 მილიონი ზლოტით დააჯარიმა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ საქმეში თანამშრომლობაზე უარის გამო.

„ეს მაქსიმალური სამქციაა, რომელიც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებაზე UOKiK-ის თავმჯდომარის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობისთვის, რაც 50 მლნ ევროს შეესაბამება“, ― ნათქვამია რეგულატორის თავმჯდომარე ტომაშ ხრუსტნის განცხადებაში.

UOKiK-ში განმარტეს, რომ საუბარია გამოძიებაზე, რომელიც გაზსადენის მშენებლობის ფინანსირებას შეეხება რეგულატორის თანხმობის გარეშე.  2018 წელს UOKiK-მ ამ საკითხზე ექვს კომპანიას წაუყენა ბრალი:  „გაზპრომს“, შვეიცარიულ Engie Energy-სა და ასევე ნიდერლანდურ  Uniper-ს, OMV-ს, Shell-სა და Wintershall-ს. 

„გამოძიების მსვლელობისას UOKiK-ის თავმჯდომარემ „გაზპრომისგანაც“ მოითხოვა საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, მაგრამ კომპანიამ უარი თქვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე“, ― განაცხადა რეგულატორმა.

გასულ წელს UOKiK-მა უკვე დააჯარიმა  Engie Energy 172 მლნ ევროთი, რომელმაც ასევე უარი თქვა მოთხოვნილი დოკუმენტების მიწოდებაზე. იმ დროისათვის სწორედ ეს იყო ყველაზე მსხვილი ჯარიმა რეგულატორის ისტორიაში.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მოიცავს გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან გერმანიამდე ― ბალტიის ზღვის გავლით. პროექტს ახორციელებს Nord Stream 2 AG ერთადერთ აქციონერთან, „გაზპრომთან“ ერთად. ევროპელი პარტნიორები ― Royal Dutch Shell-ი, OMV, Engie, Uniper-ი და Wintershall-ი მშენებლობას სანახევროდ, ანუ თითოეული 950 მლნ ევროთი აფინანსებენ.

აშშ აქტიურად ეწინააღმდეგება პროექტს და ევროკავშირს საკუთარ თხევად გაზს სთავაზობს. ასევე ეწინააღმდეგება უკრაინაც, რომელსაც რუსული საწვავის ტრანზიტის დაკარგვისა ეშინია. ეს ორი და კიდევ ევროპის ზოგი ქვეყანა პროექტს პოლიტიკურს უწოდებენ.

გასული წლის ბოლოს აშშ-მა დაამტკიცა თავდაცვის ბიუჯეტი, რომელშიც შევიდა სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობაში მონაწილე კომპანიების წინააღმდეგ. შედეგად მშენებლობა შეჩერდა.

„გაზპრომში“ აცხადებდნენ, რომ დამოუკიდებლად შეუძლიათ გაზსადენის დასრულება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილსადენის გაყვანა დღეიდან შეიძლებოდა განახლებულიყო, რაც დანიის მიერ გაცემული მშენებლობის ახალი უფლების გასაჩივრების ვადა ამოიწურებოდა.

 

109
თემები:
მსოფლიო დღეს (1905)

ცხოვრება სტიქიის შემდეგ: რაჭაში წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობენ - ვიდეო

0
რაჭაში გადაუღებელი წვიმის გამო მოვარდნილი წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაცია და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. იხილეთ Sputnik-საქართველოს კადრები შემთხვევის ადგილიდან

რაჭაში ძლიერი წვიმის შედეგად კალაპოტებიდან გადმოვიდა მდინარეები, რომლებმაც ონის რაიონში დააზიანა სახლები, გზები და ინფრასტრუქტურა. ადიდებულმა მდინარეებმა დატბორა მიმდებარე ტერიტორიები. 12 სოფელი, რომლებშიც 2 ათასამდე მოსახლეა, გარესამყაროს მოწყდა.

სტიქიური უბედურების ზონაში მცხოვრებთა ევაკუაცია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით განხორციელდა.

ახლა რაჭაში მიმდინარეობს გზისა და ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები. წინასწარი შეფასებით, წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად 50 მილიონი ლარი დაიხარჯება.

0