მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გვესტუმრება 6 800 წლის შემდეგ: ორკუდიანი კომეტა მაქსიმალურად მოგვიახლოვდა – ვიდეო

© AP Photo / Sergei Gritsკომეტა ცაზე
კომეტა ცაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უიშვიათესი ორკუდიანი კომეტის დედამიწასთან მაქსიმალურად მოახლოებას პლანეტის მოსახლების დიდი ნაწილი ადევნებდა თვალს.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ორკუდიანი კომეტა, რომლის ხილვაც უკიდურესად იშვიათადაა შესაძლებელი, დედამიწას მაქსიმალურად მოუახლოვდა.
ასტრონომების თქმით, იშვიათი სტუმარი Neowise კიდევ ერთხელ მხოლოდ 6800 წლის შემდეგ გამოჩნდება.  

კომეტა ჩვენს პლანეტას მაქსიმალურად 23 ივნისის ღამით მოუახლოვდა, რასაც უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს. თვითმხილველებმა სოციალური ქსელებით არაერთი ფოტო- და ვიდეოკადრი გამოაქვეყნეს.

Neowise-ის ზომა დაახლოებით 5 კმ-ია. მისი ბირთვი მუქი ნაწილაკეებითაა დაფარული, რაც მისი ფორმირების მომენტიდანაა შემორჩენილი – 4,6 მლრდ წლის წინ.

კომეტა ჩვენს პლანეტას 715 ასტრონომიული ერთეულით, ანუ 103,5 მლნ კილომეტრითაა დაშორებული და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს დედამიწელებისთვის. ეს მანძილი 40-ჯერ აღემატება დედამიწიდან მთვარემდე მანძილს.

ყველა ახალი ამბავი
0