მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბრიტანეთში მამაკაცმა სასწრაფო დახმარების ორი მედიკოსი დანით დაჭრა

© REUTERS / BIANCA WILLIAMSბრიტანეთის პოლიცია ლონდონში
ბრიტანეთის პოლიცია ლონდონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდასხმა ინგლისის ცენტრში მამაკაცის სახლში ექიმების ჩვეულებრივი გამოძახებისას მოხდა. ბოროტმოქმედის განეიტრალება მხოლოდ ელექტროშოკერით მოხერხდა

თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. ცენტრალურ ინგლისში, ქალაქ უოლვერჰემპტონში, მამაკაცი სასწრაფო დახმარების ორ ფერშალს თავს დაესხა და დანით დაჭრა, იუწყება РИА Новости უესტ-მიდლანდსის რეგიონის პოლიციაზე დაყრდნობით.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა ზუგდიდში - Sputnik საქართველო
აბაშაში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

„სასწრაფო დახმარების სამსახურის ორი თანამშრომელი დანით მას შემდეგ დაჭრეს, რაც ისინი გამოძახებაზე უოლვერჰემპტონში მცხოვრები მამაკაცის ჯანმრთელობის შესამოწმებლად მივიდნენ. ბინაზე მისვლისთანავე ბრიგადამ გადასცა შეტყობინება, რომ მას თავს დაესხნენ“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

დანაშაულის ადგილზე დამატებით სასწრაფო დახმარების სამი მანქანა და ორი ვერტმფრენი მივიდა.

„ორ დაჭრილ ფერშალს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდამსხმელი პოლიციელებმა ელექტროშოკერის მეშვეობით გაანეიტრალეს, მასაც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და შემდეგ დააკავეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0