ჩინეთი

ბუბონური შავი ჭირი ჩინეთში: ხელისუფლება სპეციალურ რეკომენდაციებს გასცემს

237
(განახლებულია 20:16 06.07.2020)
მონღოლეთსა და ჩინეთში ბუბონური შავი ჭირის შემთხვევები დაფიქსირდა, რასთან დაკავშირებითაც ჩინეთში სპეციალური რეკომენდაციები გაიცა.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ჩინეთში შავი ჭირის ბუბონური ფორმის დაფიქსირების შემდეგ ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა სპეციალური რეკომენდაციების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბუბონური შავი ჭირი ერთ-ერთ მესაქონლეს დაუდასტურდა ქალაქ ბაიან-ნურში.

ცენტრის ერთ-ერთი უპირველესი რეკომენდაციით, იკრძალება გარეული ცხოველების ხორცის საკვებად გამოყენება და მათთან მიახლოებაც კი.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ბუბონური შავი ჭირი გამოუვლინდა მონღოლეთის ორ მოქალაქეს, რომლებიც რუსეთთან საზღვრის ახლო რეგიონში ცხოვრობენ.

შავი ჭირი — ჭირის პანდემია, რომელსაც ძირითადად ჰქონდა ბუბონური ფორმა. XIV საუკუნეში მოდებული იყო აზიას, ევროპას, ჩრდილოეთ აფრიკასა და კუნძულ გრენლანდიას. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: თავის ტკივილი, ოფლიანობა, კანკალი, ძლიერი ციებ-ცხელება. მაგრამ მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რომლითაც შავი ჭირით დაავადებულები გამოირჩეოდნენ სხვა ავადმყოფებისგან, იყო ჩირქიანი წყლულები, ე.წ. „ბუბონები“. ბუბონი ჩნდებოდა იღლიის, კისრისა და ბარძაყის მიდამოებში. თავდაპირველად გამონაყარი ვარდისფერი შეფერილობის იყო, შემდეგ მეწამული ფერის ხდებოდა, ბოლოს კი შავდებოდა.

გაზარდეთ COVID-19-ის მეორე ტალღამდე: დასახელდა აუცილებელი ვიტამინი>>

„შავმა სიკვდილმა“ რამდენიმე წელიწადში ევროპის მოსახლეობის მეოთხედი გაანადგურა. საერთო ჯამში შავმა ჭირმა ორი ათწლეულის განმავლობაში იმსხვერპლა არანაკლებ 60 მილიონი ადამიანი. უფრო მცირე მასშტაბებით პანდემია გამეორდა 1361 წელს („მეორე შავი ჭირი“), 1369 წელს („მესამე შავი ჭირი“) და კიდევ რამდენჯერმე.

შავი ჭირის აღმძვრელია ბაქტერია Yersinia pestis, რომელიც ადამიანის ორგანიზმში რწყილის ნაკბენიდან აღწევს და ლიმფური კვანძისკენ მოძრაობს, სადაც უკვე გამრავლებას იწყებს. თანამედროვე მედიცინა წარმატებით კურნავს შავ ჭირს ანტიბიოტიკებითა და სპეციალური თერაპიით.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ იძლევა მოსახლეობის შავ ჭირზე აცრის რეკომენდაციას გარდა მაღალი რისკის ჯგუფებისა, მაგალითად, ლაბორატორიების თანამშრომლებისა და ექიმებისა, რომლებიც გამუდმებით არიან დაავადების რისკის ქვეშ.

237
თემები:
მსოფლიო დღეს (2066)
მტირალი ბიჭუნა

ბავშვის სიჯიუტის დონე წარმატების განმსაზღვრელია: ცნობილია 40 წლიანი კვლევის შედეგი

82
(განახლებულია 15:32 18.09.2020)
ბრიტანელმა მეცნიერებმა 12 წლის ბავშვები შეარჩიეს და 40 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მათ, რის შემდეგაც საინტერესო დასკვნა გააკეთეს

თბილისი, 18 სექტემბერი ― Sputnik. ჯიუტი ბავშვები უფრო ხშირად ხდებიან წარმატებული ადამიანები, ასეთია ბრიტანელი მეცნიერების 40 წლიანი კვლევის შედეგი, რის თაობაზეც The Independent-ი წერს.

სპეციალისტებმა გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა კუთხიდან 12 წლის ბავშვების ჯგუფზე ფსიქოლოგიური ტესტების სერია ჩაატარეს, რის შემდეგაც რეგულარულად უკავშირდებოდნენ მათ, იგებდნენ ახალ ინფორმაციას მათი წარმატებების შესახებ სწავლასა და სამუშაოზე.

„ბავშვები, რომლებიც ხშირად არღვევენ წესებს და უფროსებს ეწინააღმდეგებიან, ცხოვრებაში უფრო მეტს აღწევენ და მეტ თანხასაც იღებენ“, — წერს გამოცემა.

თავდაპირველად მკვლევარები გეგმავდნენ გამოერკვიათ, როგორ მოქმედებს მოზარდ თაობაზე მშობლების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არ იყო ის, რაც ყველაზე დიდ გავლენას ახდენდა ბავშვების მომავალზე.

პროექტის ავტორების განმარტებით, ექსპერიმენტის ის მონაწილენი, რომლებიც მოზარდობისას ძალზე ჯიუტები იყვნენ და მშობლებს ხშირად არ ემორჩილებოდნენ, მოგვიანებით უფრო წარმატებულნი აღმოჩნდნენ კარიერასა და ცხოვრების სხვა სფეროებში.

82
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
სერგეი ლავროვი

ლავროვი: განცხადებები, რომ Sputnik და RT პროპაგანდის ინსტრუმენტებია, აბსურდულია

19
(განახლებულია 16:58 18.09.2020)
რუსულ მასმედიასთან დაკავშირებული ვითარება დასავლეთში ბოლო წლებში უფრო რთულდება: 2016 წელს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვით მთავარ საფრთხედ Sputnik და RT დასახელდა

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. RT და Sputnik უმრავლეს ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ, ამიტომ განცხადებების იმის შესახებ, რომ ეს მედიასაშუალებები პროპაგანდის ინსტრუმენტებია, აბსურდულია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა РИА Новости–სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, მოსკოვს მიუღებლად მიაჩნია ევროპაში Sputnik–ისა და RT–ს დისკრიმინაცია.

ჩერიშევა: სანქციები ჟურნალისტების წინააღმდეგ – ეს ცენზურაა>>

„რა თქმა უნდა, ეს პრობლემა განხილული იყო (ფრანგ კოლეგებთან). მიუღებლად მიგვაჩნია, რომ Sputnik–ისა და RT–ს, მათი კორესპონდენტების დისკრიმინაცია მიმდინარეობს ღიად – საფრანგეთშიც, და რაც Sputnik–ს ეხება ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ესეც კარგად ცნობილი ფაქტია. ის, რომ ბოლო წლებში, 2017 წლიდან აკრედიტება ელისეს სასახლეში არა აქვს არც RT–ს, არც Sputnik–ს, ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა“, – განაცხადა მინისტრმა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ამ საკითხებს აყენებს არა მხოლოდ ფრანგების წინაშე და მოითხოვს რუსეთში დარეგისტრირებული მასმედიის საშუალებების დისკრიმინაციის შეწყვეტას.

„ჩვენი ფრანგი კოლეგები აცხადებენ, რომ არ შეცვლიან თავიანთ გადაწყვეტილებას, აკრედიტება არ გაიცემა, რადგან RT და Sputnik, ვციტირებ, „ეს მასმედია არ არის, არამედ პროპაგანდის ინსტრუმენტია“. ვფიქრობ, ამგვარი იარლიყების აბსურდულობაზე კომენტარის გაკეთება არაა საჭირო, რადგან RT–ცა და Sputnik–იც უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობენ უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში, იზრდება აუდიტორია“, – აღნიშნა ლავროვმა.

რუსულ მასმედიასთან დაკავშირებული სიტუაცია დასავლეთში ბოლო წლებში სულ უფრო რთულდება: 2016 წელს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვით მთავარ საფრთხედ Sputnik და RT დასახელდა და აღინიშნა, რომ აუცილებელია ამ საშუალებების წინააღმდეგ მოქმედება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ რეზოლუციის კომენტარისას Sputnik–ისა და RT–ს ჟურნალისტებს მიულოცა შედეგიანი მუშაობა და აღნიშნა, რომ რეზოლუცია დასავლურ საზოგადოებაში დემოკრატიის შესახებ წარმოდგენის დეგრადაციაზე მეტყველებს, თუმცა, იმედი გამოთქვა, რომ ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს.

19
თემები:
რუსეთი დღეს
პოლიციის ლენტი

ქარელი-ხაშურის გზაზე ავარიის შედეგად მიკროავტობუსის მგზავრი დაიღუპა

0
(განახლებულია 10:42 19.09.2020)
საჩხერიდან თბილისისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის რამდენიმე მგზავრი დაშავდა

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავარიის შედეგად მიკროავტობუსის ერთი მგზავრი დაიღუპა და 10 დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საჩხერიდან თბილისისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის რამდენიმე მგზავრი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსში ათი მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში