პლანეტების აღლუმი

პლანეტების იშვიათი აღლუმი ივლისში: ცნობილია მოვლენის თარიღი

279
(განახლებულია 15:33 02.07.2020)
ასტრონომების თქმით, მზის სისტემის პლანეტების ამგვარი აღლუმი მომავალში ჯერ 2161 წელს, შემდეგ კი 2492 წელს მოხდება.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. მიმდინარე თვეში, 4 ივლისს დედამიწის მოსახლეობა იშვიათი ასტრონომიული მოვლენის – პლანეტების აღლუმის მოწმე გახდება, წერს გამოცემა The Times Hub.

გამოცემის ინფორმაციით, 4 ივლისის პლანეტების აღლუმი იშვიათია, ვინაიდან ამჯერად ერთ ხაზზე ჩამწკრივდება არა სამი (როგორც ეს წელიწადში ორჯერ ხდება) ან ოთხი (წელიწადში ერთხელ), არამედ მზის სისტემის ყველა პლანეტა; თანაც პრაქტიკულად იდეალური სწორებით.

ასტრონომების თქმით, ამგვარ მოვლენას ბოლოს 1982 წელს ჰქონდა ადგილი, ხოლო შემდეგ ჯერზე მსგავს აღლუმს პლანეტები ჯერ 2161, შემდეგ კი 2492 წელს „გამართავენ“.

ასტროფიზიკოსებმა დაადგინეს: ჩვენს გალაქტიკაში ათობით გონიერი ცივილიზაცია არსებობს>>

ცნობილი ხდება, რომ 4 ივლისის ღამით დედამიწის მოსახლეობა ცაზე მარსის, იუპიტერისა და სატურნის დანახვას შეძლებს, ხოლო დილით – ვენერასი. მერკური მზის გამო არ გამოჩნდება, ხოლო რაც შეეხება ურანსა და ნეპტუნს, მათი შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელი იქნება.
 

 

279
თემები:
მსოფლიო დღეს (1921)
სასწრაფო დახმარება ჩინეთში

პოტენციური ეპიდემიის საფრთხე: ჩინეთში ჭირის შემთხვევის გამო ქალაქი დაიკეტა

15
(განახლებულია 19:21 07.08.2020)
ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ ქალაქი ადამიანებში ჭირის პოტენციური ეპიდემიის საფრთხის წინაშე დგას და ამიტომ დაკეტა ის

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik.  რამდენიმე დღის წინ ჩინეთის შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რაიონში ხელისუფლებამ ეპიდემიოლოგიური საფრთხის მესამე დონე გამოაცხადა ჭირის გავრცელებასთან დაკავშირებით და ამასთან ნაწილობრივი კარანტინი შემოიღო, იუწყება Daily Mail-ი ქალაქ ბატოუს ჯანდაცვის კომიტეტზე დაყრდნობით. 

გავრცელებული ინფორმაციით, 2 აგვისტოს იქ ერთი ადამიანი დაიღუპა ჭირით, ხოლო 35 კაცი იზოლაციაზეა გადაყვანილი. ლაბორატორიული ტესტებით დადგინდა, რომ ექიმებს საქმე ნაწლავების ჭირთან აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის კარანტინზე გადაყვანილ პაციენტებს დაავადების ნიშნები არ გამოვლენიათ.

მიუხედავად ამისა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ ქალაქი ადამიანებში ჭირის პოტენციური ეპიდემიის საფრთხის წინაშე დგას და ამიტომ რეგიონი დაკეტა.

ბუბონური შავი ჭირი: მონღოლეთში კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა>>

შეგახსენებთ: მანამდე ჩინეთში შავი ჭირის ბუბონური ფორმა დაუფიქსირდა ერთ-ერთ მესაქონლეს ქალაქ ბაიან-ნურში, რის შემდეგაც ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა სპეციალური რეკომენდაციების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.

15
თემები:
მსოფლიო დღეს (1921)
აფეთქება ბეირუთში

ბეირუთში აფეთქების შემდეგ 16 ადამიანი დააკავეს

108
(განახლებულია 18:47 07.08.2020)
გამოირკვა, რომ ბეირუთის პორტის დირექტორმა, სადაც ამონიუმის ნიტრატის მძლავრი აფეთქება მოხდა, არ იცოდა ნივთიერების საშიშროების შესახებ.

თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. ბეირუთში აფეთქების საქმეზე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა პორტის 16 თანამშრომელი დააკავეს, განაცხადა სამხედრო სასამართლოს წარმომადგენელმა, მოსამართლის მოვალეობების შემსრულებელმა ფადი აკიკიმ, იუწყება РИА Новости.

„სამხედრო პროკურატურა ასრულებს საბედისწერო აფეთქების გამოძიების საწყის ეტაპს. დაიკითხა 20-მდე ადამიანი – პორტის ადმინისტრაციისა და საბაჟო სამმართველოს წარმომადგენლები, ვინც რემონტს ატარებდა და იქ ასაფეთქებელ ნივთიერებას ინახავდა“, – აღნიშნა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

ბეირუთის პორტის დირექტორი ჰასან ქორეითემი 16 დაკავებულს შორის აღმოჩნდა, იუწყება ლიბანის ტელეარხი LBC.

როგორც უფრო ადრე ქორეითემმა განაცხადა, მან იცოდა პორტში ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვის შესახებ, მაგრამ ვერ წარმოედგინა, თუ ასეთი საშიში იყო. მისი თქმით, საპორტო სამსახურებმა 2014 წლიდან არაერთხელ აცნობეს სასამართლო ხელისუფლებას საშიში ტვირთის არსებობის თაობაზე, მაგრამ მათგან არანაირი პასუხი არ მიუღიათ.

პორტის დირექტორს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა.

ბეირუთში ზარალი დათვალეს: ქვეყანას მილიარდობით დოლარის ზიანი მიადგა – ფოტო>>

ლიბანის მასმედიის ცნობით, ქვეყნის ცენტრალური ბანკის „ფულის გათეთრებაზე“ მომუშავე სპეციალურმა კომისიამ ასევე გასცა განკარგულება – გაიყინოს სახელმწიფო საბაჟოსა და პორტის ხელმძღვანელების ანგარიშები.

მძლავრი აფეთქება ბეირუთში სამშაბათს, საღამოს მოხდა. ხელისუფლების განცხადებით, აფეთქების მიზეზი პორტში ექვსი წლის განმავლობაში 2750 ტონა ამონიუმის გვარჯილის არასათანადო პირობებში შენახვა გახდა. ქალაქის შენობების ნახევარი დაზიანდა. საავადმყოფოები სავსეა დაშავებულებით.

ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 149 ადამიანი და დაშავდა 5 ათასამდე. ბევრი ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ტრაგედიასთან დაკავშირებით ლიბანში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. ქალაქში ორი კვირით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ბეირუთის გუბერნატორმა მარვან აბუდმა პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად მიყენებული ზარალი 3-დან 5 მილიარდ აშშ დოლარამდე შეაფასა. ლიბანს დახმარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ შესთავაზა.

108
თემები:
მსოფლიო დღეს (1921)