მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ანტირუსული სანქციები აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში: სენატი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკში„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობა
„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში ანტირუსული სანქციების ჩართვა მათი მიღების დაჩქარებას ხდის შესაძლებელს.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. შეერთებული შტატების სენატმა თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები შეიტანა, განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა სტივ ვომაკმა.

„მე ვამაყობ, რომ ვარ იმ სანქციების თანაავტორი, რომლის მიზანია მისი მშენებლობის შეჩერება და ჩემი აპლოდისმენტები სენატს ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში ამ პრიორიტეტის ჩართვის გამო“, — დაწერა კონგრესმენმა Twitter-ზე.

ვომაკის თქმით, რუსეთის ხელისუფლებას სურს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გამოიყენოს როგორც ძალდატანების საშუალება, და მისი მიზანია რუსეთის გაზზე პოლონეთისა და უკრაინის დამოკიდებულების გაზრდა. 

რესპუბლიკელების კონტროლქვეშ მყოფი სენატი და დემოკრატების კონტროლქვეშ მყოფი წარმომადგენელთა პალატა თავდაცვის ბიუჯეტის საკუთარ ვარიანტებს წარმოადგენენ. შემდეგ მათ შეკრებს შეთანხმების კომისია, რის შემდეგაც საბოლოო ვარიანტს ორივე პალატა მისცემს ხმას და მას უკვე პრეზიდენტთან ხელმოსაწერად წარადგენენ.     

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
„პოკაჰონტასის“ შესწორება: ტრამპი თავდაცვის ბიუჯეტისთვის ვეტოს დადებით იმუქრება

თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში სანქციების ჩართვა მათი მიღების დაჩქარებას ხდის შესაძლებელს. ჩვეულებრივი კანონპროექტისგან განსხვავებით, რომელიც, როგორც წესი, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში განიხილება, სამხედრო ბიუჯეტი პრაქტიკულად გარანტირებულად დამტკიცდება, ხოლო პრეზიდენტმა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ვეტო დაადოს. მოქმედების ამგვარი მეთოდი ამერიკელმა კონგრესმენებმა გასულ წელსაც გამოიყენეს. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების პირველი პაკეტი ძალაში თავდაცვის ბიუჯეტის შემადგენლობაში შევიდა, რის შედეგადაც გაზსადენის მილების გაყვანაზე მომუშავე შვეიცარულმა კომპანია Allseas-მა პრაქტიკულად მაშინვე გააჩერა მუშაობა და გემები გაიყვანა.

გერმანიამ ევროპას რუსული გაზის გამო უღალატა: ბრიტანელი პოლიტიკოსი ბრალს სდებს>>

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტი მოიცავს გაზსადენის ორ ხაზს, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე. აშშ აქტიურად ეწინააღმდეგება პროექტს და ევროკავშირს საკუთარ თხევად გაზს სთავაზობს. ასევე ეწინააღმდეგება უკრაინაც, რომელსაც რუსული საწვავის ტრანზიტის დაკარგვისა ეშინია. ეს ორი და კიდევ ევროპის ზოგი ქვეყანა პროექტს პოლიტიკურს უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში არაერთხელ აღნიშნეს, რომ ევროპისთვის ხელსაყრელი გაზსადენი მხოლოდ და მხოლოდ კომერციული ხასიათისაა.  

მილსადენს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ რუსეთი საკუთარი ძალებით დაასრულებს>>

სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც ივნისის დასაწყისში სენატში ტედ კრუზისა და ჯინ შეიჰინის ხელმძღვანელობით შეიტანეს, ითვალისწინებს მშენებლობაში ჩართული ყველა გემის მიმართ შემაკავებელი ზომების გავრცელებას, ასევე მათზე, ვინც ამ გემების უზრუნველყოფას ხელს შეუწყობს, აღმოუჩენს მათ სადაზღვევო და საპორტო მომსახურებას, ან ვინც გაზსადენის ექსპლუატაციის დასაწყებად სერტიფიკატს გასცემს. მოგვიანებით ორივე პარტიის ცხრა კონგრესმენმა სენატში სხვა დოკუმენტი წარადგინა, უფრო მსუბუქი შეზღუდვებით.

ყველა ახალი ამბავი
0