სიცხის გაზომვა აეროპორტში

შესვლაზე შეზღუდვას კიდევ ერთი ქვეყანა ახანგრძლივებს: ცნობილია გამონაკლისი კატეგორიები

92
(განახლებულია 19:10 01.07.2020)
ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თუ კარანტინის დამრღვევი სხვა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის, სასჯელი შეიძლება ერთ მილიონ დოლარამდე, ან სამ წლამდე პატიმრობამდე გაიზარდოს.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. კანადის ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვა 31 ივლისამდე გაუხანგრძლივა უცხოეთის მოქალაქეების კატეგორიათა უმეტესობას, იუწყება ტელეარხი CBC სასაზღვრო სამსახურის სააგენტოს წარმომადგენელ რებეკა პუდრის განცხადებაზე დაყრდნობით. 

გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვები არ შეეხებათ აშშ-ის მოქალაქეებსა და კანადის მუდმივ რეზიდენტებს, თუმცა, ამასთან, აშშ-სა და კანადას შორის არააუცილებელი მგზავრობა კვლავ იკრძალება. გამონაკლისს ასევე შეადგენენ დიპლომატები, კანადის მოქალაქეების ახლო ნათესავები, ასევე სეზონური მუშახელისა და უცხოელი სტუდენტების ზოგი კატეგორია.

გარდა ამისა, ხელისუფლება 31 აგვისტომდე ახანგრძლივებს ქვეყანაში შემსვლელთათვის თვითიზოლაციის მკაცრ ზომებს. კარანტინის დამრღვევებს ჯარიმის სახით 750 ათასამდე კანადური დოლარის (551,5 აშშ დოლარი) გადახდა, ან ექვსი თვით საპატიმროში ყოფნა მოუწევთ.

იმ შემთხვევაში, თუ კარანტინის დამრღვევი სხვა ადამიანის სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს, სასჯელი შეიძლება ერთ მილიონ კანადურ დოლარამდე, ან სამ წლამდე პატიმრობამდე გაიზარდოს.

მანამდე ევროკავშირმა კანადა იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლებიდანაც ევროკავშირში მოგზაურობაზე შეზღუდვების მოხსნის დაწყებაა რეკომენდებული.

92
თემები:
მსოფლიო დღეს (2103)
საბავშვო ბაღი

ამაზრზენი დანაშული საბავშვო ბაღში: აღმზრდელს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

22
(განახლებულია 15:02 29.09.2020)
გამოძიებით დადგინდა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც მასწავლებელი ქალი ნატრიუმის ნიტრიტს პირადი პრობლემების გადასაჭრელად იყენებდა

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ჩინეთის პროვინცია ხენანის ქალაქ ცზიაოცზოს საშუალო დონის სახალხო სასამართლომ საბავშვო ბაღის აღმზრდელს ბავშვების მოწამვლისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, იუწყება BBC სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულ ვან იუნს, რომელიც „მენმენის“ საბავშვო ბაღში მუშაობდა, კონფლიქტი მოუვიდა ერთ-ერთ მასწავლებელთან — გვარად სუნთან. ქალმა კოლეგასთან ანგარიშის გასწორება გადაწყვიტა და 2019 წლის 27 მარტს, დილით, სუნის ჯგუფის ბავშვებს ფაფაში ნატრიუმის ნიტრიტი ჩაუყარა, რის გამოც 25 ბავშვი მოწამვლის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით გარდაიცვალა კიდეც.

გამოძიებით დადგინდა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც ვან იუნი ნატრიუმის ნიტრიტს პირადი პრობლემების გადასაჭრელად იყენებდა. ირკვევა, რომ 2017 წელს ქალს მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა ყოფითი პრობლემების გამო. მაშინ მან, შურისძიების მიზნით, ინტერნეტით შეიძინა ნატრიუმის ნიტრიტი,  წყლიან ჭიქაში ჩაუყარა მეუღლეს და მოწამლა ის. თუმცა ამას მაშინ სერიოზული შედეგები არ გამოუწვევია.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ქალმა მშვენივრად იცოდა, რომ ნატრიუმის ნიტრიტიან ფაფას, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს ადამიანებისთვის, ბევრი ბავშვი შეჭამდა, მაგრამ ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია მისთვის პირადი ინტერესებისთვის წასულიყო ამ ნაბიჯზე.

სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვან იუნის კრიმინალური მოტივები „ამაზრზენია“, ისევე როგორც დანაშაულის ჩადენის გზა, რამაც სერიოზული შედეგები გამოიწვია და კანონის შესაბამისად, ის მკაცრად უნდა დაისაჯოს.

22
თემები:
მსოფლიო დღეს (2103)

შეძლებენ თუ არა აზერბაიჯანი და სომხეთი ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას და მოლაპარაკებას?

7
მთიან ყარაბაღში სიტუაცია კვლავ გამწვავდა. 27 სექტემბერს არაღიარებულ რესპუბლიკაში შეიარაღებული შეტაკებები დაიწყო. მოწინააღმდეგე მხარეები - აზერბაიჯანი და სომხეთი - ერთმანეთს ადანაშაულებენ პროვოკაციებში

ორივე ქვეყანა მოწინააღმდეგე მხარეს ადანაშაულებს თავდასხმაში და იძულებულ კონტროპერაციაზე საუბრობს. შეტაკებებს სამხედრო პირები და მშვიდობიანი მოქალაქეები შეეწირნენ. ასეთი დაძაბულობა ყარაბაღში 1994 წლის შემდეგ არ ყოფილა - მაშინ ღია შეტაკებები ჩაწყნარდა, თუმცა კონფრონტაცია გაგრძელდა. იურიდიულად მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა, თუმცა 1991 წელს რეფერენდუმის შედეგად რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მსოფლიოში ყარაბაღის დამოუკიდებლობა არ უღიარებიათ. ისტორიულად, მთიან ყარაბაღში უმეტესაც სომხები ცხოვრობენ. სადავო ტერიტორიაზე სიტუაციის გამწვავების შესახებ ჩვენს ვიდეოში იხილავთ.

7