მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შავკანიანი იესო ტაძრის საკურთხეველზე: ვრცელდება „საიდუმლო სერობის“ კადრები

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშიმოზაიკა „საიდუმლო სერობა“ ისააკიევსკის ტაძარში
მოზაიკა „საიდუმლო სერობა“ ისააკიევსკის ტაძარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტაძრის საკურთხეველზე გამოფენილი „საიდუმლო სერობა“ ჯერ კიდევ 2009 წელს შეუქმნია თეთრკანიან მხატვარ ქალს, რათა დაეფიქრებინა ადამიანები იესოს თმისა და კანის ფერზე.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ჰარტფორდშირის საგრაფოს (დიდი ბრიტანეთი) სენტ-ოლბანის საკათედრო ტაძრის საკურთხეველზე ნახატი „საიდუმლო სერობა“ გამოფინეს, რომელზეც იესო ქრისტე შავკანიანად არის გამოსახული, ნათქვამია ტაძრის საიტზე.

​​ტაძრის წარმომადგენლების თქმით, ტილო მოძრაობა Black Lives Matter-სადმი („შვკანიანების სიცოცხლეს მნიშვნელობა აქვს“) სოლიდარობის ნიშნად გამოიკიდა.

ირკვევა, რომ სურათი ჯერ კიდევ 2009 წელს შეუქმნია მხატვარ ლორნა მეი უოდსვორტს, რომელშიც იესოს მოდელად იამაიკელი მამაკაცი გამოუყენებია, „რათა ეიძულებინა ადამიანები, დაფიქრებულიყვნენ დასავლურ მითზე, თითქოს [ქრისტეს] ღია ფერის თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა“.

იესო ქრისტს ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში - Sputnik საქართველო
„ქრისტეს ქანდაკებები უნდა განადგურდეს“ – რას ითხოვს აქტივისტი

​გავრცელებული ინფორმაციით, იმავე წელს ნახატისთვის ერთ-ერთ ბოროტგანმზრახველს პნევმატური იარაღიდან ტყვია უსვრია და დაუზიანებია. 

ირკვევა, რომ ტილოს ამბიონზე გამოფენა ტაძრის წინამძღოლს მას შემდეგ გადაუწყვეტია, რაც კენტერბერის არქიეპისკოპოს ჯასტინ უელბის სიტყვებს გასცნობია იმის შესახებ, რომ ანგლიკანურმა ეკლესიამ აუცილებლად უნდა გადახედოს ქრისტეს თეთრკანიანად გამოსახვის საკითხს. უელბიმ მაშინ აღნიშნა, რომ იესო „ახლო აღმოსავლეთიდან იყო“ და, ამასთან, სოციალური ქსელებით გაავრცელა ქრისტეს „საყვარელი გამოსახულებები მთელი მსოფლიოდან“.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ყოფილმა პასტორმა და ამჟამად მოძრაობა Black Lives Matter-ის აქტივისტმა შონ კინგმა იესო ქრისტეს იმ ქანდაკებების აღება მოითხოვა, სადაც ის თეთრკანიან ევროპელადაა გამოსახული, ვინაიდან ეს „თეთრი რასის აღმატებულების ფორმაა“.

ყველა ახალი ამბავი
0