პასპორტი და ბეჭედი

სამწლიანი ვიზები და უფასო მკურნალობა: რას შესთავაზებს ევროპა ტურისტებს

389
(განახლებულია 20:52 30.06.2020)
კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ტურიზმის სფერო, რომლის ასაღორძინებლად ევროპის ქვეყნები სხვადასხვა სახის სტრატეგიაზე მუშაობენ.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნები აქტიურად მუშაობენ ტურისტების მოზიდვის სტრატეგიაზე, ზოგი მათგანი ფსონს უსაფრთხოებაზე აკეთებს, ზოგი კი მეტი ტურისტის მისაზიდად, პირიქით, უარს ამბობს პროფილაქტიკურ ზომებზე, იუწყება გამოცემა DutchNews.

გამოცემის ინფორმაციით, მაგალითად, ნიდერლანდებში ტურიზმის სტიმულირებას ქვეყნის „ფარული მარგალიტების“ დახმარებით აპირებენ, რათა ტურისტები „უსაფრთხო რეგიონებში“ გაანაწილონ და თავიდან აიცილონ მათი ამსტერდამში კონცენტრაცია. ხოლო კვიპროსის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უცხოელ ტურისტებს არ მოსთხოვენ კორონავირუსზე ტესტის პასუხს.

კვიპროსის ტურიზმის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ COVID-19-ზე ქვეყანაში შემსვლელთა 15%-ის შემოწმება სრულიად საკმარისია. გარდა ამისა, ხელისუფლების განცხადებით, თუ უცხოელი ტურისტი კვიპროსზე ყოფნისას დაინფიცირდება კორონავირუსით, სახელმწიფო მკურნალობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს საკუთარ თავზე აიღებს.

რაც შეეხება საბერძნეთს, ხელისუფლება ტურისტებს ქვეყანაში შესვლას გაუმარტივებს. ქვეყნის ტურიზმის სამინისტრომ უკვე მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით, შეამსუბუქოს სავიზო პროცედურები არაევროპული ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

გარდა ამისა, ზოგი ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ბერძნულმა მხარემ, ტურიზმის სტიმულირების მიზნით, შესაძლებელია ორ- და სამწლიანი ვიზების გაცემა დაიწყოს რამდენიმეთვიანის ნაცვლად. ამგვარი პრაქტიკა უკვე არსებობდა 2106 წელს, როდესაც მრავალჯერადი ვიზების წილმა 75-80% შეადგინა.

389
თემები:
მსოფლიო დღეს (1837)
მევლუთ ჩავუშოღლუ

სომხეთ–აზერბაიჯანის დაპირისპირება: თურქეთმა არჩევანი გააკეთა

99
(განახლებულია 20:27 13.07.2020)
მანამდე აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სადავო ტერიტორიაზე სომხურ საყრდენ პუნქტზე მიიტანეს იერიში და გაანადგურეს იგი.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებულ დაძაბულ ვითარებაში თურქეთი აზერბაიჯანს უჭერს მხარს, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

„ის, რასაც სომხეთი აკეთებს, მიუღებელია. დაე, გონს მოვიდეს. ჩვენ მხარს დავუჭერთ აზრბაიჯანს მისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების საქმეში. აზერბაიჯანი მარტო არ არის“, — განაცხადა ჩავუშოღლუმ თურქული ტელეარხის TRT-ს ეთერში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 12 ივლისს განაცხადა, რომ სომეხმა სამხედროებმა მათ პოზიციებს ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს, რის საპასუხოდაც აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საყრდენი პუნქტი გაანადგურეს.

ამ დროისათვის ორ ქვეყანას შორის სადავო ტერიტორიის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია.

99
თემები:
მსოფლიო დღეს (1837)
მშვილდომანია

მშვილდ-ისრით შეიარაღებულმა კაცმა პოლიციელები განაიარაღა: მიმდინარეობს მასშტაბური ძებნა

119
(განახლებულია 16:07 13.07.2020)
როგორც გაირკვა, პოლიციაში უკვე იცნობდნენ 31 წლის მამაკაცს, რომელიც მანამდე არაერთხელ იყო მიყვანილი განყოფილებაში კანონდარღვევების გამო.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალურ მიწაზე ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც მშვილდ-ისრით იყო შეიარაღებული, რამდენიმე პოლიციელი განაიარაღა, იუწყება Baden Online.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ოპენაუში მოხდა.

​როგორც ირკვევა, 12 ივლისის დილით პოლიციის განყოფილებას შეატყობინეს, რომ ტყეში არსებულ ქოხში შეიარაღებული მამაკაცი იმყოფებოდა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ქოხში აღმოაჩინეს 31 წლის კაცი რომელსაც თან მშვილდ-ისარი ჰქონდა. თავდაპირველად ის მშვიდად იქცეოდა, მაგრამ მოულოდნელად პისტოლეტი ამოიღო და პოლიციელებს დაუმიზნა. მან ოფიცრებს იარაღის დაყრა მოსთხოვა, რასაც ისინი დაემორჩილნენ კიდეც „უარესის თავიდან აცილების მიზნით“. ამის შემდეგ უკვე კბილებამდე შეიარაღებული მამაკაცი ტყეში მიიმალა. 

​​გაირკვა ისიც, რომ სამართალდამცველები გაქცეულს მანამდეც იცნობდნენ, ვინაიდან ის არაერთხელ იყო მიყვანილი განყოფილებაში სხვადასხვა კანონდარღვევის გამო.

პოლიციის განცხადებით, მათ არ იციან, როგორ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია გაქცეული, რომლის ძებნაშიც 100-ზე მეტი სამართალდამცველი, საპატრულო მანქანები და პოლიციის ვერტმფრენებია ჩართული.

 

119
თემები:
მსოფლიო დღეს (1837)
კოღო

შეიძლება თუ არა კოღო კორონავირუსის გადამტანი გახდეს? - იმნაძის პასუხი

0
სულ უფრო მეტი ადამიანი წუხს იმის გამო, რომ კოღო, რომელიც ინფიცირებულს უკბენს, შეიძლება ინფექციის გადამტანი გახდეს

თბილისი, 13 ივლისი - Sputnik. კოღო კორონავირუსული ინფექციის გადამტანი არ არის, ასე უპასუხა Sputnik-საქართველოს კითხვას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს.

ზაფხულის დადგომასთან ერთად სულ უფრო მეტი ადამიანი წუხს იმის გამო, რომ კოღოები, რომლებიც ინფიცირებულს უკბენენ, შეიძლება კორონავირუსული ინფექციის გადამტანები გახდნენ. ეს ვარაუდი იმნაძემ უარყო.

„არა, დამშვიდდით, რადგან ეს წვეთოვანი ინფექციაა. გაჩნდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ინფექცია ჰაერითაც გადადის, ყოველ შემთხვევაში, კოღოები ნამდვილად არ არიან კორონავირუსის გამავრცელებლები“, - განაცხადა იმნაძემ.

მან ასევე უპასუხა Sputnik-საქართველოს კითხვას ვაქცინის ეფექტურობაზე, თუ გავითვალისწინებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, COVID-19-ისგან იმუნიტეტი არ გამომუშავდება.

„აქ საუბარია ანტისხეულების ტიტრზე, არსებობს მონაცემები, რომ ეს ანტისხეულები შეიძლება გაქრეს ორ-სამ თვეში, მაგრამ ესაა იმუნიტეტი არა მხოლოდ ანტისხეულებზე, ესაა იმუნიტეტი ე.წ. Т-ლიმფოციტების მეხსიერებაზე, როდესაც ორგანიზმი კვლავ ხვდება იმავე ანტიგენს და Т-ლიმფოციტები გამოიმუშავებენ ამ შემთხვევაში ანტისხეულებს. ამ საკითხზე ახლა დიდი კვლევა ტარდება, რამდენად არის ეს Т-ლიმფოციტების მეხსიერებაში. ასე რომ, ეს საკითხები არ არის უიმედო და ვაქცინამ შეიძლება კარგად იმოქმედოს“, - აღნიშნა იმნაძემ.

საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 995 შეადგინა. გამოჯანმრთელებული კვლავ 857 ადამიანია. პანდემიის დასაწყისიდან ქვეყანაში 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, 31 საქართველოს მოქალაქე, მათ შორის, 28 სამხედრო მოსამსახურე, სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდანაა ჩამოყვანილი. კარანტინში იმყოფება 5001 ადამიანი, სტაციონარებში - 219.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში