ჭურჭლის ძველი კარადა

მილიონები მტვრიან კარადაში: მოხუც სოფლელ ქალს შინ უძველესი ანტიკვარი აღმოუჩინეს

183
(განახლებულია 16:50 29.06.2020)
ლარნაკი, რომელსაც მოხუცი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დაუდევრად ინახავდა კარადაში, 9–11,6 მილიონ დოლარად შეფასდა.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. სოფელში მცხოვრებ მოხუც ქალს ექსპერტმა შინ XVIII საუკუნის ჩინური ლარნაკი აღმოუჩინა, რომელიც რამდენიმე მილიონ დოლარად შეფასდა, იუწყება Sotheby’s-ის სააუქციონო სახლი.

​გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ნიდერლანდებში მოხდა.

ირკვევა, რომ ქალმა არტ-სპეციალისტი იოჰან ბოშ ვან როზენტალი თავად გამოიძახა, რათა იმ ლარნაკის ფასი დაედგინა, რომელსაც 60 წლის განმავლობაში ინახავდა კარადაში. სპეციალისტი თვალის შევლებისთანავე მიხვდა, რომ საქმე ცინის საიმპერატორო დინასტიის ლარნაკთან ჰქონდა, რომელიც ოდესღაც ცნობილ კოლექციონერს ჰარი გარდნერს ეკუთვნოდა. როზენტალი გაოცებული დარჩა იმით, რომ უდიერად შენახული ლარნაკი სასწაულებრივად გადაურჩა დამტვრევას, ვინაიდან სახლში არაერთი ძაღლი და კატა დარბოდა. 

ამის შემდეგ როზენტალი Sotheby's-ის სააუქციონო სახლის აზიის განყოფილების ხელმძღვანელს ნიკოლას ჩოუს დაუკავშირდა და ნაპოვნის თაობაზე აცნობა. ჩოუ იმდენად გააკვირვა ამბავმა, რომ პირადად ჩაფრინდა ადგილზე მის სანახავად. ექსპერტმა ლარნაკი დაათვალიერა, მის ნამდვილობაში დარწმუნდა და შედევრი 9-დან 11,6 მლნ აშშ დოლარამდე შეაფასა.

დადგინდა, რომ ლარნაკი, რომელიც 1742 წელსაა დამზადებული, თავის დროზე ჩინეთის ჩაკეტილ ქალაქში იყო გამოფენილი, რათა მისი ნახვის საშუალება მხოლოდ იმპერატორსა და მასთან დაახლოებულ პირებს ჰქონოდათ.

ირკვევა, რომ მოგვიანებით ლარნაკი რამდენჯერმე გაიყიდა აუქციონებზე და ბოლო დრომდე დაკარგულად მიიჩნეოდა.

 

183
თემები:
მსოფლიო დღეს (1831)
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

უცნობი და უფრო საშიში პნევმონია ყაზახეთში: ჯანმო მუდმივ კონტაქტზეა

50
(განახლებულია 15:39 10.07.2020)
მანამდე ჩინეთის საელჩომ ყაზახეთში გაავრცელა განცხადება, რომ ქვეყანაში უცნობი და კიდევ უფრო სასიკვდილო პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობა 500 კაცს აღწევს

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კონტაქტშია ყაზახეთის ხელისუფლებასთან მას შემდეგ, რაც ჩინეთის საელჩომ ქვეყანაში სასიკვდილო პნევმონიის უცნობი სახეობის თაობაზე განცხადება გაავრცელა, განუცხადა სააგენტო РИА Новости–ს ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

მანამდე ჩინეთის საელჩომ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე ყაზახეთში უცნობი პნევმონიის გავრცელების გამო, რომლის სიკვდილიანობის დონე მნიშვნელოვნად აღემატება COVID-19–ით სიკვდილიანობის მაჩვენებელს.

„არსებობს პნევმონიის წარმოშობის უამრავი შესაძლო ახსნა, რომელთაგან ერთ–ერთი — ეს COVID-19–ია, რომელიც ყაზახეთში ვრცელდება. ბოლო კვირაში ქვეყნის ხელისუფლებამ COVID-19–ის ათი ათასზე მეტი შემთხვევა გამოავლინა ლაბორატორიულად“, — აღნიშნა ჯანმოს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის კვალდაკვალ, ქვეყანამ ცოტა ხნის წინ ფიზიკური და სოციალური დისტანცირების რიგი ზომები დააწესა.

„ამ დროისათვის ჩვენ კონტაქტში ვართ ყაზახეთის ხელისუფლებასთან, რათა სიტუაციის კურსში ვიყოთ და აუცილებელი დახმარება გავუწიოთ“, — განმარტა  მან.

ამ დროისათვის ყაზახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 54,75 კაცს აღწევს. აქედან განიკურნა 31,8 ათასი და გარდაიცვალა 264 ადამიანი. 5 ივლისიდან ქვეყანაში მოქმედებს მკაცრი საკარანტინო რეჟიმი.

 

50
თემები:
მსოფლიო დღეს (1831)
სპირალური გალაქტიკა NGC 4100

მეორდება 16 დღეში ერთხელ: ასტრონომებმა იდუმალი კოსმოსური სიგნალი დააფიქსირეს

78
(განახლებულია 13:05 10.07.2020)
მეცნიერების თქმით, ღრმა კოსმოსიდან მიღებულ სიგნალს იმაზე მეტი ენერგიის გამოყოფა შეუძლია, რამდენისაც ასობით მიილიონ მზეს

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ასტრონომების საერთაშორისო გუნდმა დააფიქსირა მძლავრი სიგნალი კოსმოსიდან, რომელიც დედამიწაზე ყოველ 16 დღეში ერთხელ მოდის, იუწყება Science Alert–ი.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია იდუმალ სიგნალებზე, რომლებსაც ასტრონომები უკვე რამდენიმე წელია იღებენ და რომლებსაც საერთო სახელად Fast radio burst–ი (FRB) ეწოდა.

ირკვევა, რომ ეს უკიდურესად მძლავრი ნათებაა რადიოსიხშირულ სპექტრში, რომლებიც რამდენიმე მილიწამის განმავლობაში გრძელდება. მიუხედავად ესოდენ ხანმოკლე „სიცოცხლისა“, მეცნიერები ამბობენ, რომ ნათება იმდენივე ენერგიას გამოყოფს, რამდენსაც ასობით მილიონი მზე გამოყოფდა.     

ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ ეს სიგნალები, როგორც წესი, უნიკალურია და მათი უმეტესობა არ მეორდება. ამ ხნის განმავლობაში 150–ზე მეტი ცნობილი FRB–დან მხოლოდ ათი მათგანი განმეორდა. სწორედ ამიტომ მეცნიერებმა მხოლოდ რამდენჯერმე შეძლეს მიედევნებინათ თვალი მათთვის თვალი პოტენციურ წყარომდე — ღრმა კოსმოსში განლაგებულ გალაქტიკებამდე.

ერთ–ერთი ასეთია ანომალური სიგნალი სახელწოდებით FRB 180916.J0158+65, რომელიც უცნაურად მისდევს გარკვეულ ციკლს. ასტრონომებმა დაადგინეს, რომ უცნობი წყარო ოთხი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ უშვებს ერთ ან ორ ნათებას საათში ერთხელ, შემდეგ კი 12 დღე „ისვენებს“. ამასთან  ყოველი მომდევნო ნათება წინაზე სუსტია.

ინტერვალის გამოთვლა მეცნიერებმა კანადის ობსერვატორიაში შეძლეს, საიდანაც აკვირდებოდნენ კიდეც სიგნალებს 409 დღის განმავლობაში. მათი აზრით, 16,35-დღიანი ინტერვალი შესაძლოა რაღაც ობიექტის ორბიტული პერიოდი იყოს, რომელიც დედამიწისკენ თავისი ორბიტის მხოლოდ ნაწილითაა მოქცეული.

მეცნიერების თქმით, მოცემული ობიექტი სპირალური გალაქტიკის კიდეზე მდებარეობს და დედამიწიდან 500 მლნ წლითაა დაშორებული.

78
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
პრემიერი გიორგი გახარია

„ამორალურია“ პრემიერი შაქარაშვილის დაღუპვის საქმის ირგვლივ სპეკულაციების შესახებ

0
(განახლებულია 15:49 10.07.2020)
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყველას მოუწოდა, დაელოდონ გამოძიების დასრულებასა და სასამართლო პროცესებს

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის კატეგორიულად მიუღებელი და ამორალურია, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კომენტარისას.

რა ხდებოდა შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს – ვრცელდება იაკობ ბრეგვაძის გადაღებული ფოტოები>>

ახალგაზრდა სპორტსმენის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ის უგზო–უკვლოდ გაუჩინარდა წვეულებიდან, რომელზეც სტუმრებს შორის მასობრივი კონფლიქტი მოხდა. ეს თემა ქართულ მასმედიაში ძალზე აქტუალური გახდა, ხოლო ბევრმა ოპოზიციურად განწყობილმა ექსპერტმა საგამოძიებო ორგანოების მუშაობას უნდობლობა გამოუცხადა.

„გამოძიება რომ დასრულდება, შემდგომ შეიძლება უკვე ამ გამოძიებების გარკვეული მხრიდან შეფასება, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება – სპეკულირება და ტრაგედიის გამოყენება რაღაც პოლიტიკური მიზნებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. არასამართლიანი კი არა, ამორალურია და ყველანაირ ფასეულობებს მიღმაა“, – განაცხადა გახარიამ.

შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ ბრალად თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედება. წინასწარი სასამართლო მოსმენები 31 ივლისს არის დაგეგმილი.

პარასკევს ცნობილი გახდა დაღუპულის ცხედრის ექსპერტიზის შედეგები. გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა – ახალგაზრდა წყალში დაიხრჩო. ამასთან, შაქარაშვილის სხეულზე და თავზე აღინიშნება ბლაგვი საგნით სიკვდილამდე მიყენებული მრავლობითი ტრავმები.

ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, პროკურატურამ საქმის კვალიფიკაციის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო. სსკ–ის არსებულ მუხლს დაემატა 109–ე მუხლის მეორე ნაწილი („ე“ ქვეპუნქტი) – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება გაიმართა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ დასახმარებლად თბილისიდან მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ.

გიორგი შაქარაშვილის საქმეში პორნოგრაფიული ვიდეო დევს? – ადვოკატის სკანდალური განცხადება>>

მოწმეები აცხადებენ, რომ გიორგიმ კონფლიქტის ადგილი დატოვა და მდინარისკენ გაიქცა. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება.

0