ამოუცნობი მფრინავი ობიექტი

საუკეთესო ბოლო 40 წლის მანძილზე: ქვეყნდება „მფრინავი თეფშის“ ახლოდან გადაღებული ფოტოები

206
(განახლებულია 16:39 29.06.2020)
სურათების ავტორმა მამაკაცმა ანონიმად დარჩენა ისურვა, ვინაიდან შიშობს, რომ თანასოფლელები მას გიჟად შერაცხავენ.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. პოლონეთის სოფელ იასტროვოს მცხოვრებმა მამაკაცმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტს გადაუღო ფოტოები, რომლებიც, უფოლოგების თქმით, საუკეთესოა ბოლო 40 წლის განმავლობაში გადაღებულებს შორის, იუწყება The Mirror. 

გამოცემის ინფორმაციით, სურათების ავტორმა ანონიმად დარჩენა ისურვა, რათა თანასოფლელებს გიჟად არ შეერაცხათ. მაგრამ ფოტოები იმდენად კარგი ხარისხის აღმოჩნდა, რომ სპეციალისტებს მფრინავი ობიექტის დეტალურად შესწავლის საშუალება მისცა.

​როგორც მამაკაცი ამბობს, ის ველოსიპედით მიდიოდა, როდესაც რაღაც უცნაური ხმა შემოესმა. მან უკან მიიხედა და ტყის თავზე პირამიდის ფორმის ობიექტი შენიშნა. მამაკაცმა ხუთი ფოტოს გადაღება მოასწრო, შემდეგ კი ობიექტი გაუჩინარდა.

ირკვევა, რომ ავტორმა სურათები უფოლოგ რობერტ ბერნატოვიჩს გადასცა, მან კი ფილიპ მენტლს მიაწოდა — უცნობი მფრინავი ობიექტების ბრიტანეთის კვლევითი ასოციაციის ყოფილ ხელმძღვანელს.

​მენტლის თქმით, პოლონეთის სოფელში გადაღებული ეს ფოტოები საუკეთესოა მათ შორის, რომელიც კი უნახავს ბოლო 40 წლის განმავლობაში და ამასთან ყველაფრიდან ჩანს, რომ ისინი ნამდვილია.

მოსაზრებას ეთანხმება ექსპერტი ჯეისონ გლივიც.

„გაოგნებული ვარ ფოტოების მაღალი ხარისხით. როგორც ჩანს, ობიექტი დაახლოებით 50 მეტრის რადიუსში მოძრაობდა დედამიწიდან დაახლოებით 45-60 მეტრის სიმაღლეზე“, — ამბობს გლივი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე პენტაგონმა გამოაქვეყნა სამხედრო თვითმფრინავებიდან გადაღებული სამი ვიდეოჩანაწერი, რომლებზეც „ამოუცნობი მოვლენებია“ ასახული. ჩანაწერებში ჩანს მფრინავი ობიექტები, რომლებიც არც ერთ „დედამიწურ“ საჰაერო ხომალდს არ ჰგავს.

206
ტატუირებული გოგონა

ტატუ და ოფლიანობა: მეცნიერებმა კავშირი დაადგინეს

60
(განახლებულია 20:26 29.09.2020)
ამერიკელმა სპეციალისტებმა დასკვნა ექსპერიმენტის საფუძველზე გააკეთეს, რომელშიც დიდი ზომის ტატუს მქონე ადამიანები მონაწილეობდნენ.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. „ბოდი-არტ“ ხელოვნება სხეულის თერმორეგულაციის დარღვევას იწვევს და უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნდა Journal of Applied Physiology-ში. 

სპეციალისტებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც დიდი ზომის ტატუს მქონე ადამიანები მონაწილეობდნენ. მოხალისეებს სპეციალური კოსტიუმები ჩააცვეს, რომელიც ოფლის გამოყოფას ასტიმულირებდა, და ტემპერატურის ცვლილებაზე კანის რეაქციას დააკვირდნენ.

გაირკვა, რომ კანის სუფთა ადგილებზე თერმული კოსტიუმის მიმართ ნორმალური რეაქცია დაფიქსირდა, ანუ ოფლი ჭარბად გამოიყო, ხოლო ტატუირებულ უბნებში — ნაკლებად.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტატუირებულ ადგილებში წარმოქმნილი ოფლი ბევრად მარილიანი იყო.  

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ტატუირება კანის სეკრეციის მექანიზმს არღვევს, რაც „პოტენციურად ხანგრძლივ კლინიკურ გვერდით მოვლენად“ შეიძლება ჩაითვალოს.

60
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
ოპერაცია

ექიმებმა პაციენტს კუჭიდან 25 სმ სიგრძის არმატურა ამოუღეს: ვიდეო საოპერაციოდან

76
(განახლებულია 20:00 29.09.2020)
პაციენტის თქმით, არმატურა ორ წელზე მეტი ხნის წინ გადაყლაპა, როდესაც საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებოდა.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ალმათის მე-4 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგებმა მამაკაცს კუჭიდან 25 სმ სიგრძის არმატურა ამოუღეს, იუწყება „Sputnik–ყაზახეთი“.

როგორც ქალაქის ჯანდაცვის ადმინისტრაციაში იტყობინებიან, მამაკაცი ორ-ნახევარი წლის განმავლობაში ცხოვრობდა რკინის ნაჭრით სხეულში და ამ პრობლემის გამო მხოლოდ ახლაღა მიმართა ექიმებს.

პაციენტის თქმით, არმატურა ორ წელზე მეტი ხნის წინ გადაყლაპა, როდესაც საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა საავადმყოფოს მწვავე ტკივილებით 28 სექტემბერს მიმართა. პაციენტს რენტგენოდიაგნოსტიკა ჩაუტარდა და ის მაშინვე საოპერაციოდ გადაიყვანეს.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ექვსკაციანმა საოპერაციო ჯგუფმა დავალებას თავი 54 წუთში გაართვა.

76
თემები:
მსოფლიო დღეს
ირაკლი სესიაშვილი

სესიაშვილი: საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს იარაღის ტრანზიტზე უარი უთხრა

0
საქართველო კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას უჭერს მხარს და მხარეებს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს, განაცხადა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ

ბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს თავისი ტერიტორიის გავლით იარაღის ტრანზიტზე უარი განუცხადა და ისინი ამას გაგებით მოეკიდნენ, განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს>>

სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებმა, მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავების შემდეგ, 27 სექტემბერს საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. კონფლიქტის ესკალაციაში ერევანი და ბაქო ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. მესამე დღეა, რაც მთიან ყარაბაღში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს. არის მსხვერპლი ორვე მხარეს.

„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ორივე სახელმწიფო უფრთხილდება ჩვენს პოზიციებს. საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიები შეიძლება რომელიმე ქვეყანამ გამოიყენოს ტრანზიტისთვის და საკუთარი სამხედრო მიზნებისთვის, ჩვენ ამაზე მკაფიო უარი გვაქვს გაცხადებული ყველასთვის. ეს ჩვენმა მეზობლებმა იციან, ამ მიდგომას პატივისცემით ეპყრობიან და უფრთხილდებიან. ვაანალიზებთ სიტუაციას, პროცესს თვალ-ყურს ვადევნებთ და ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ“, – განუცხადა სესიაშვილმა ჟურნალისტებს.

მან აღნიშნა, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას უჭერს მხარს და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

საგარეო უწყება: საქართველო მზადაა ხელი შეუწყოს ყარაბაღში სიტუაციის დეესკალაციას>>

„საქართველოს ერთგვარი ნეიტრალური პოზიციები აქვს ამ კონფლიქტთან მიმართებით გასაგები მიზეზების გამო, რამდენადაც ჩვენ გამორჩეული კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაქვს როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

0
თემები:
მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდა – შეიარაღებული შეტაკება 2020