ნენსი პელოსი

„რუსეთმა რაღაც იცის ტრამპზე“ კონგრესვუმენი ეჭვებზე ალაპარაკდა

160
(განახლებულია 13:47 29.06.2020)
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის დაზვერვა „თალიბანს“ ჯილდოს ჰპირდებოდა ავღანეთში ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმების სანაცვლოდ, რის შესახებაც ტრამპს მოახსენეს.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. რუსეთს შესაძლოა რაღაც კომპრომატი ჰქონდეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესახებ, განაცხადა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ABC News-თან ინტერვიუში.

გადაცემის ვიდეოჩანაწერი ტელეარხის Twitter-აკაუნტზეა გამოქვეყნებული.

​ნენსი პელოსის თქმით, ამერიკის ლიდერი იგნორირებას უკეთებს ყველა ბრალდებას მოსკოვის მისამართით და ტრამპისთვის „ყველა გზა პუტინისკენ მიდის“.

„არ ვიცი რა აქვთ რუსებს მის შესახებ პოლიტიკური, პირადი თუ ფინანსური კუთხით, მაგრამ მას ყველაფრის იგნორირება სურს... ის საჩუქარია რუსეთისთვის ნატოში ჩვენი, როგორც ლიდერის როლის დასუსტებისა და ასევე გერმანიაში ჩვენი ჯარების რაოდენობის შემცირების მხრივ. ეს ყველაფერი საჩუქარია პუტინისთვის“, — განაცხადა ნენსი პელოსიმ.

სპიკერს მიაჩნია, რომ „ამაში რაღაც ძალიან არასწორია, მაგრამ ამას პასუხი უნდა ჰქონდეს“.

მანამდე გაზეთმა New York Times-მა ამერიკული დაზვერვიდან ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ირწმუნებოდა, რომ რუსეთის დაზვერვა „თალიბანთან“ დაკავშირებულ ბოევიკებს ჯილდოს ჰპირდებოდა ავღანეთში ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმების სანაცვლოდ, და რომ ამის შესახებ ტრამპს მოახსენეს. 

ამასთან, გამოცემას ინფორმაციის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

თეთრმა სახლმა გაზეთის პუბლიკაციას მცდარი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ის დაზვერვას პრეზიდენტ ტრამპისთვის მსგავსი არაფერი წარუდგენია. თავად პრეზიდენტმა კი ინფორმაცია „მორიგ დაკვეთად“ შეაფასა და განმარტა, რომ არც მისთვის, არც ვიცე-პრეზიდენტისა და არც თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელისთვის არავის არაფერი მოუხსენებია ავღანეთში ამერიკელ ჯარისკაცებზე „რუსების თავდასხმის“ შესახებ.

რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, უწყებამ აღნიშნულ ინფორმაციას ფეიკი უწოდა. მოგვიანებით კი „თალიბანმაც“ უარყო ცნობა იმის თაობაზე, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვისგან ფულად სახსრებს იღებდა ავღანეთში თავდასხმების განსახორციელებლად.

160
თემები:
მსოფლიო დღეს (2103)

სომხეთი და აზერბაიჯანი კვლავ იბრძვიან ყარაბაღისთვის - ბრძოლა ფოტოებზე

12
  • პოზიციური ბრძოლები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ფოტოზე - ნანგრევები სოფელ აზადში, რომელსაც აკონტროლებს აზერბაიჯანული მხარე
  • ბაქო და ერევანი ერთნაირად არიან მზად ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად, რისთვისაც გამოიყენებენ მაღალი სიმძლავრის მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებსა და ისკანდერებს, შემტევ ავიაციასა და უპილოტო საფრენ აპარატებს
  • ხალხი თავშესაფარში, სტეპანაკერტი
  • ყოველდღიური საომარი მოქმედებების შედეგად მსხვერპლისა რაოდენობა და ნგრევის მასშტაბები იზრდება. ფოტოზე - სომხეთის შეიარაღებული ძალების არტილერია
  • მთიანი ყარაბაღი, საავადმყოფოები უკვე გადატვირთულია
  • მნიშვნელობა არ აქვს ვინ გახსნა პირველმა ცეცხლი მძიმე არტილერიიდან და ტანკებიდან 27 სექტემბერს, დღეს მთავარია ესკალაციის შეჩერება და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა
  • რიგი ჰემატოლოგიურ ცენტრში დაჭრილთა დასახმარებლად სისხლის ჩაბარების მიზნით
  • ბაქო. ახალგაზრდები სამხედრო სატვირთო მანქანებს აცილებენ
  • სრული მობილიზაცია სომხეთში - სამხედრო მოსამსახურეები ელოდებიან ომის ზონაში გაგზავნისთვის
  • აზერბაიჯანული სამხედრო ტექნიკა ბაქოს გავლით მიდის ფრონტის ხაზზე
  • მთიანი ყარაბაღი. 90-იან წლებში დაბრუნება
  • მთიანი ყარაბაღი. ადგილობრივს ხელში აფეთქებული ჭურვი უჭირავს
  • მთიანი ყარაბაღი. ვითარება მარტუნში
  • რეგიონში, სადაც აზერბაიჯანულ-სომხური მოსახლეობა შერეულია, კონფლიქტი დაიწყო 1988 წლის თებერვალში, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიურმა მხარემ გამოაცხადა აზერბაიჯანის სსრ-სგან გამოყოფა
  • ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს, პერიოდულად შეიარაღებული დაპირისპირება მწვავდება. ფოტოზე - აზერბაიჯანელი ჯარისკაცები ახლა ცეცხლის ხაზზე არიან
  • ბროწეული კავკასიაში არის კეთილდღეობისა და განვითარების სიმბოლო. ამ ფონზე ის ღია ჭრილობას ჰგავს
  • ათასობით ადამიანის სიცოცხლესამ წუთებში საფრთხე ემუქრება
მთიან ყარაბაღში სიტუაცია მკვეთრად დაიძაბა - ბაქო და ერევანი სიტუაციის გამწვავებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში სურათები კონფლიქტის ზონიდან

წლების შემდეგ სომხურ-აზერბაიჯანულმა კონფლიქტმა იფეთქა. სამხედრო ქმედებების ზონიდან ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ ესკალაციის დაწყებაში, თავად კი სამხედრო პროვოკაციაზე პასუხობენ. ამ ფონზე აზერბაიჯანში ორშაბათს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა რესპუბლიკის რიგ ქალაქებსა და რეგიონებში. სომხეთში სრული მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა გამოცხადდა წინა დღეს.

კონფლიქტის ესკალაციაზე ერევანი და ბაქო ერთმანეთს აკისრებენ პასუხისმგებლობას. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღზე „საჰაერო და სარაკეტო შეტევები განახორციელა“, ბაქოში ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

აუცილებლობის შემთხვევაში ერევანს მთიან ყარაბაღში საბრძოლო ქმედებებში შეუძლია გამოიყენოს სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერი“ და ფეხოსანთა მოიერიშე არმია.

12
  • პოზიციური ბრძოლები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ფოტოზე - ნანგრევები სოფელ აზადში, რომელსაც აკონტროლებს აზერბაიჯანული მხარე
    © REUTERS / Ibragim Gashimov

    პოზიციური ბრძოლები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ფოტოზე - ნანგრევები სოფელ აზადში, რომელსაც აკონტროლებს აზერბაიჯანული მხარე

  • ბაქო და ერევანი ერთნაირად არიან მზად ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად, რისთვისაც გამოიყენებენ მაღალი სიმძლავრის მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებსა და ისკანდერებს, შემტევ ავიაციასა და უპილოტო საფრენ აპარატებს
    © photo: Sputnik / Ministry of Defence of Armenia

    ბაქო და ერევანი ერთნაირად არიან მზად "ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად", რისთვისაც გამოიყენებენ მაღალი სიმძლავრის მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებსა და ისკანდერებს, შემტევ ავიაციასა და უპილოტო საფრენ აპარატებს

  • ხალხი თავშესაფარში, სტეპანაკერტი
    © AP Photo / Armenian Foreign Ministry

    ხალხი თავშესაფარში, სტეპანაკერტი

  • ყოველდღიური საომარი მოქმედებების შედეგად მსხვერპლისა რაოდენობა და ნგრევის მასშტაბები იზრდება. ფოტოზე - სომხეთის შეიარაღებული ძალების არტილერია
    © REUTERS / Reuters Staff

    ყოველდღიური საომარი მოქმედებების შედეგად მსხვერპლისა რაოდენობა და ნგრევის მასშტაბები იზრდება. ფოტოზე - სომხეთის შეიარაღებული ძალების არტილერია

  • მთიანი ყარაბაღი, საავადმყოფოები უკვე გადატვირთულია
    photo : Armenian Unified Infocenter

    მთიანი ყარაბაღი, საავადმყოფოები უკვე გადატვირთულია

  • მნიშვნელობა არ აქვს ვინ გახსნა პირველმა ცეცხლი მძიმე არტილერიიდან და ტანკებიდან 27 სექტემბერს, დღეს მთავარია ესკალაციის შეჩერება და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა
    © photo: Sputnik / Ministry of Defence of Armenia

    მნიშვნელობა არ აქვს ვინ გახსნა პირველმა ცეცხლი მძიმე არტილერიიდან და ტანკებიდან 27 სექტემბერს, დღეს მთავარია ესკალაციის შეჩერება და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა

  • რიგი ჰემატოლოგიურ ცენტრში დაჭრილთა დასახმარებლად სისხლის ჩაბარების მიზნით
    © photo: Sputnik / Ibrahim Hashimov

    რიგი ჰემატოლოგიურ ცენტრში დაჭრილთა დასახმარებლად სისხლის ჩაბარების მიზნით

  • ბაქო. ახალგაზრდები სამხედრო სატვირთო მანქანებს აცილებენ
    © REUTERS / Aziz Karimov

    ბაქო. ახალგაზრდები სამხედრო სატვირთო მანქანებს აცილებენ

  • სრული მობილიზაცია სომხეთში - სამხედრო მოსამსახურეები ელოდებიან ომის ზონაში გაგზავნისთვის
    © REUTERS / STEPAN POGHOSYAN

    სრული მობილიზაცია სომხეთში - სამხედრო მოსამსახურეები ელოდებიან ომის ზონაში გაგზავნისთვის

  • აზერბაიჯანული სამხედრო ტექნიკა ბაქოს გავლით მიდის ფრონტის ხაზზე
    © REUTERS / Aziz Karimov

    აზერბაიჯანული სამხედრო ტექნიკა ბაქოს გავლით მიდის ფრონტის ხაზზე

  • მთიანი ყარაბაღი. 90-იან წლებში დაბრუნება
    © REUTERS / ARMENIAN FOREIGN MINISTRY

    მთიანი ყარაბაღი. 90-იან წლებში დაბრუნება

  • მთიანი ყარაბაღი. ადგილობრივს ხელში აფეთქებული ჭურვი უჭირავს
    © REUTERS / HAYK BAGHDASARYAN / PHOTOLURE

    მთიანი ყარაბაღი. ადგილობრივს ხელში აფეთქებული ჭურვი უჭირავს

  • მთიანი ყარაბაღი. ვითარება მარტუნში
    © photo: Sputnik / ARAM NERSESYAN

    მთიანი ყარაბაღი. ვითარება მარტუნში

  • რეგიონში, სადაც აზერბაიჯანულ-სომხური მოსახლეობა შერეულია, კონფლიქტი დაიწყო 1988 წლის თებერვალში, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიურმა მხარემ გამოაცხადა აზერბაიჯანის სსრ-სგან გამოყოფა
    © photo: Sputnik / Ministry of Defence of Azerbaijan

    რეგიონში, სადაც აზერბაიჯანულ-სომხური მოსახლეობა შერეულია, კონფლიქტი დაიწყო 1988 წლის თებერვალში, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიურმა მხარემ გამოაცხადა აზერბაიჯანის სსრ-სგან გამოყოფა

  • ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს, პერიოდულად შეიარაღებული დაპირისპირება მწვავდება. ფოტოზე - აზერბაიჯანელი ჯარისკაცები ახლა ცეცხლის ხაზზე არიან
    © photo: Sputnik / Ministry of Defence of Azerbaijan

    ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს, პერიოდულად შეიარაღებული დაპირისპირება მწვავდება. ფოტოზე - აზერბაიჯანელი ჯარისკაცები ახლა ცეცხლის ხაზზე არიან

  • ბროწეული კავკასიაში არის კეთილდღეობისა და განვითარების სიმბოლო. ამ ფონზე ის ღია ჭრილობას ჰგავს
    photo : Sputnik

    ბროწეული კავკასიაში არის კეთილდღეობისა და განვითარების სიმბოლო. ამ ფონზე ის ღია ჭრილობას ჰგავს

  • ათასობით ადამიანის სიცოცხლესამ წუთებში საფრთხე ემუქრება
    photo : Armenian Unified Infocenter

    ათასობით ადამიანის სიცოცხლესამ წუთებში საფრთხე ემუქრება

გიული გიორგაძე

ნამდვილი ამბავი იმაზე თუ „ბეთჰოვენმა რა ჰქმნა“?  

11
(განახლებულია 14:44 29.09.2020)
იყო დრო, როდესაც ჩვენში ბავშვები მუსიკაზე „მოდის“ გამო დაჰყავდათ და მუსიკალურ შვიდწლედს იძულებით ამთავრებინებდნენ. შედეგი სავალალო იყო: უმრავლესობა მუსიკაზე გულს იცრუებდა...

დღეს სხვა სიტუაციაა და ამ საკითხისადმი დამოკიდებულებაც საბედნიეროდ, შეიცვალა. თანაც, მოგეხსენებათ, თანამედროვე ბავშვს, ვერც აიძულებ, რომ სურვილის გარეშე რაიმე შეისწავლოს. ყველა შემთხვევაში, მასწავლებლის როლი განმსაზღვრელია. კარგმა პედაგოგმა შეიძლება ისე იმოქმედოს, რომ ბავშვს გამები, სოლფეჯიო და კლასიკური მუსიკაც შეაყვაროს და ამასთან, დახვეწილი გემოვნებაც ჩამოუყალიბოს...

ასეთი პედაგოგების რიცხვშია გიული გიორგაძეც, რომელსაც საჯარო სკოლასა და საბავშვო მუსიკალურ სტუდიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, დღეს ის კერძო გაკვეთილებს ატარებს. 

გიული გიორგაძე
გიული გიორგაძე

- ქალბატონო გიული, თავის დროზე, სავარაუდოდ, მუსიკის კარგი მასწავლებელი გყავდათ...

- დიახ, ჩემი პირველი მასწავლებელი, საოცარი ადამიანი ლიანა ფირალიშვილი იყო. ის უდიდესი მოთმინებითა და სიყვარულით მიხსნიდა და მასწავლიდა ნოტებს, მანვე მაზიარა ბგერების ჰარმონიას. თუმცა ლმობიერი პიროვნება გახლავთ, ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ მკაცრი და მომთხოვნიც ყოფილიყო, რაც ჩემი აზრით, აუცილებელია წარმატების მისაღწევად. ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ. ჩემი პირადი მაგალითიდან გამომდინარე, უკვე ვიცი, რომ მასწავლებელი უდიდეს როლს ასრულებს მოსწავლის გემოვნების ჩამოყალიბებასა და მის განვითარებაში.

ქალიშვილთან ერთად
ქალიშვილთან ერთად

- ოჯახური გარემოც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თქვენს მაგალითაზე რას იტყვით?

- მართლაც ასეა, მე დედა პედაგოგი მყავს. ღრმა ბავშვობაში, შესაძლებელია, პირველ რიგში, სწორედ მან იქონია გავლენა, რომ მუსიკით დავინტერესებულიყავი და მომავალი პროფესიაც ამის გათვალისწინებით ამერჩია. სერიოზული მუშაობა და შეხება მქონდა მუსიკასთან მაშინაც, როცა ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი.

- ბავშვი რომ მუსიკით დააინტერესო, ამოსავალი მაინც რა არის?

- მთავარი ფაქტორი, რომ მოსწავლე მუსიკით დააინტერესო ისაა, რომ დაანახო თავად როგორ გიყვარს მუსიკალური ხელოვნება და საქმე, რომელსაც აკეთებ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბავშვი არ  დაძაბო და მას სიმშვიდისა და კეთილგანწყობის განცდა შეუქმნა, რათა მან შენს გაკვეთილზე და ინსტრუმენტთან თავი კომფორტულად იგრძნოს. ბავშვს მცირე ასაკიდან უნდა მოვასმენინოთ გემოვნებიანი მუსიკა, რათა კარგი გემოვნება ჩამოვუყალიბოთ.

მუსიკალური სკოლის კოლექტივთან ერთად
მუსიკალური სკოლის კოლექტივთან ერთად

- ალბათ რეპერტუარსაც აქვს მნიშვნელობა...

- დიახ, რეპერტუარის შედგენა საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა, რადგან გასათვალისწინებელია ბავშვის უნარ-შესაძლებლობები და დროც, რაც თანამედროვე ბავშვებს ძალიან ცოტა აქვს. სამწუხაროდ დღევანდელმა რეალობამ და ყოფითმა პრობლემებმა ბავშვების ინტერესი უკანა პლანზე გადაწია, ამიტომ ძალიან მიხარია, როცა მშობელი მაინც ახერხებს, რომ დაინტერესებული ბავშვი მუსიკაზე ატაროს. მოსწავლის ნებისმიერი, თუნდაც მცირე წარმატება და სიხარული მასწავლებლისთვის უდიდესი ბედნიერებაა. ამიტომ, ჩემი მოსწავლეების ყველა გამოსვლა უკვე წარმატებად მიმაჩნია.

ხელოვან-მეთოჯინეებთან ერთად
ხელოვან-მეთოჯინეებთან ერთად

- ხშირად მსმენია, რომ საკმაოდ რთულია საბავშვო სიმღერების წერა, თუმცა ქართველებს, საბედნიეროდ, ბევრი კარგი საბავშვო კომპოზიტორი გვყავს...

- დიახ, საქართველოში საბავშვო სიმღერების ბევრი კარგი ავტორია. შესაბამისად, რთულია გამოარჩიო და მოსწავლეს რომელიმე კონკრეტული ავტორი შესთავაზო. ამიტომ მირჩევნია ერთად მოვუსმინოთ ამა თუ იმ სიმღერას და ის ბავშვის მოთხოვნისა და გემოვნების შესაბამისად შევარჩიო. ამით რა თქმა უნდა, ბავშვსაც სწავლისადმი უფრო მეტ ენთუზიაზმსა და ინტერესს უჩენ. არსებობს ასეთი გამოთქმა: „ბავშვისთვის რომ წერო, უნდა წერო უფროსებისთვის, მაგრამ უფრო კარგად“. თანამედროვე ბავშვის მრავალფეროვანი ფანტაზიის დაკმაყოფილება არაა მარტივი ამბავი.

ქალიშვილთან ერთად
ქალიშვილთან ერთად

- მუსიკალური სამყარო სავსეა თანმდევი საოცარი ამბებით, რაიმე თუ გახსენდებათ?

- თქვენს კითხვაზე ერთი ახალი ამბავი გამახსენდა. მე მყავს არაჩვეულებრივი მოსწავლე, ძალიან ნიჭიერი, მაგრამ ცოტა უცნაური ბავშვი, გიორგი ოდიკაძე, რომელიც ბავშვობაში, ძილის წინ, თურმე, ყოველთვის ერთ რომელიღაც მუსიკას უსმენდა. ის მუსიკა ჩამონტაჟებული იყო მის საწოლზე და როგორც კი წვებოდა დასაძინებლად, ისიც ავტომატურად ირთვებოდა. გიორგიმ მითხრა, რომ ის მელოდია დღემდე ახსოვს და ენატრება. ერთხელაც ბავშვმა, რომელიც  შვიდი წლისაა, იმ მუსიკის დაკვრა მოინდომა, მისი თქმით, ეს ძალიან ლამაზი მუსიკა იყო. დავიწყეთ „ამოცნობა“ თუ რომელ მუსიკაზეა საუბარი. მე რამდენიმე ნაწარმოები შევასრულე და ერთ მათგანზე, მან უცებ სიხარულით წამოიძახა: აი, ეს  სწორედ ეს მუსიკააო! მოკლედ ამოიცნო თავისი ბავშვობის მუსიკა და ორივე ბედნიერები ვიყავით.

მეგობრეთან ერთად
მეგობრეთან ერთად

- და რა მუსიკაზეა საუბარი?

 - ის აღმოჩნდა ბეთჰოვენის „ელიზე“!.. ამის მერე მან სიხარულით და მონდომებით შეისწავლა ეს ნაწარმოები და სულ რაღაც, ორიოდე გაკვეთილში უკვე კარგად უკრავდა. აი, ასეთი უცნაური ბიჭი და ამბავია. ამ ბავშვს სამი წლის ასაკიდან ვიცნობ. სხვათა შორის, პანდემიამდე იგი ცალი ხელით დაკვრაში ვამეცადინე. როდესაც დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, მან ორი ხელით დაკვრა, უჩემოდ, დამოუკიდებლად ისწავლა. რანაირად მოახერხა, ვერ ვხვდები. ასეა, როცა მუსიკა გიყვარს, ის სასწაულებს ჩაგადენინებს...

- თქვენთვის რა იყო მუსიკა ან სიმღერა, რაც თქვენს ბავშვობასთან ასოცირდება?

- ჩემთვის მუსიკის აღქმა ქართული საბავშვო სიმღერებით იწყება. ბავშვობიდან გამოვარჩევდი არაჩვეულებრივი კომპოზიტორის, მერი დავითაშვილის სიმღერას „ეს საწყალი კურდღელი", რომელსაც თავად ვასრულებდი და ძალიან მიყვარდა. საერთოდ მუსიკა ჩემთვის არსებობის წყაროა, ის მეხმარება ცხოვრებას მრავალი ფერი მივანიჭო ან სულ სხვა ფორმით დავინახო. რეალური სამყაროს აღქმა საკმაოდ რთულია მუსიკის გარეშე...

11
საპატრულო პოლიცია

სექსუალური ძალადობა: იმერეთში 17 წლის გოგონაზე ოჯახის ახლობელმა იძალადა

0
(განახლებულია 15:28 29.09.2020)
მე–12 კლასის მოსწავლე მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარია – ამ დროისთვის მოზარდთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

 

თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 17 წლის გოგონაზე სექსუალურად იძალადეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2. 

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო გარყვნილ ქმედებაში ბრალს ოჯახის ახლობელს სდებენ. მამაკაცზე შემაკავებელი ორდერი უკვე გაიცა.

ამ დროისთვის 17 წლის მოზარდთან ფსიქოლოგები მუშაობენ. მე–12 კლასის მოსწავლე მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარია. 

ამ დროისთვის დანიშნულია ექსპერტიზა და გამოძიება ექსპერტიზის პასუხებს ელოდება.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში