პოლიცია გლაზგოში თავდასხმის ადგილზე

სამ დღეში მეორე ინციდენტი: გლაზგოში გამვლელებზე თავდასხმა მოხდა

429
ქალაქის ცენტრში ახალი თავდასხმის შემდეგ პოლიციამ ქუჩები გადაკეტა, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება

თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში გამვლელებზე ახალი თავდასხმა მოხდა, იუწყება ქალაქის პოლიცია.

პარასკევს გლაზგოს ცენტრში სასტუმროში უცნობი პირი შენობაში მყოფ ადამიანებს დაესხა თავს. ეჭვმიტანილი პოლიციამ მოკლა, მომხდარის მიზეზები უცნობია. სასტუმროში ცხოვრობდნენ მიგრანტები, რომლებიც ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ელოდებოდნენ. თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაშავებულთა შორის არიან აფრიკის მკვიდრები. როგორც პოლიციაში აცხადებენ, ინციდენტი არ განიხილება როგორც ტერაქტი. პარასკევს მომხდარი ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაიჭრა.

დღეს პოლიციამ განაცხადა, რომ თავდასხმის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით 12:10 საათზე მიიღო.

„მიგვაჩნია, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა, არ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებისთვის რაიმე საფრთხე არსებობდეს“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში, რომელიც Twitter-ში გავრცელდა. პოლიცია იუწყება, რომ ოფიცრები ახლა ინციდენტის ადგილას იმყოფებიან.

გაზეთი Daily Mail იუწყება, რომ ქალაქის ცენტრში ახალი თავდასხმის შემდეგ პოლიციამ ქუჩები გადაკეტა.

429
მევლუთ ჩავუშოღლუ

სომხეთ–აზერბაიჯანის დაპირისპირება: თურქეთმა არჩევანი გააკეთა

99
(განახლებულია 20:27 13.07.2020)
მანამდე აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სადავო ტერიტორიაზე სომხურ საყრდენ პუნქტზე მიიტანეს იერიში და გაანადგურეს იგი.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებულ დაძაბულ ვითარებაში თურქეთი აზერბაიჯანს უჭერს მხარს, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

„ის, რასაც სომხეთი აკეთებს, მიუღებელია. დაე, გონს მოვიდეს. ჩვენ მხარს დავუჭერთ აზრბაიჯანს მისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების საქმეში. აზერბაიჯანი მარტო არ არის“, — განაცხადა ჩავუშოღლუმ თურქული ტელეარხის TRT-ს ეთერში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 12 ივლისს განაცხადა, რომ სომეხმა სამხედროებმა მათ პოზიციებს ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს, რის საპასუხოდაც აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საყრდენი პუნქტი გაანადგურეს.

ამ დროისათვის ორ ქვეყანას შორის სადავო ტერიტორიის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია.

99
თემები:
მსოფლიო დღეს
მშვილდომანია

მშვილდ-ისრით შეიარაღებულმა კაცმა პოლიციელები განაიარაღა: მიმდინარეობს მასშტაბური ძებნა

120
(განახლებულია 16:07 13.07.2020)
როგორც გაირკვა, პოლიციაში უკვე იცნობდნენ 31 წლის მამაკაცს, რომელიც მანამდე არაერთხელ იყო მიყვანილი განყოფილებაში კანონდარღვევების გამო.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალურ მიწაზე ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც მშვილდ-ისრით იყო შეიარაღებული, რამდენიმე პოლიციელი განაიარაღა, იუწყება Baden Online.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ოპენაუში მოხდა.

​როგორც ირკვევა, 12 ივლისის დილით პოლიციის განყოფილებას შეატყობინეს, რომ ტყეში არსებულ ქოხში შეიარაღებული მამაკაცი იმყოფებოდა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ქოხში აღმოაჩინეს 31 წლის კაცი რომელსაც თან მშვილდ-ისარი ჰქონდა. თავდაპირველად ის მშვიდად იქცეოდა, მაგრამ მოულოდნელად პისტოლეტი ამოიღო და პოლიციელებს დაუმიზნა. მან ოფიცრებს იარაღის დაყრა მოსთხოვა, რასაც ისინი დაემორჩილნენ კიდეც „უარესის თავიდან აცილების მიზნით“. ამის შემდეგ უკვე კბილებამდე შეიარაღებული მამაკაცი ტყეში მიიმალა. 

​​გაირკვა ისიც, რომ სამართალდამცველები გაქცეულს მანამდეც იცნობდნენ, ვინაიდან ის არაერთხელ იყო მიყვანილი განყოფილებაში სხვადასხვა კანონდარღვევის გამო.

პოლიციის განცხადებით, მათ არ იციან, როგორ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია გაქცეული, რომლის ძებნაშიც 100-ზე მეტი სამართალდამცველი, საპატრულო მანქანები და პოლიციის ვერტმფრენებია ჩართული.

 

120
თემები:
მსოფლიო დღეს
თბილისი

14 ივლისს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

0
(განახლებულია 10:22 12.07.2020)
გაეცანით 14 ივლისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

12–22 ივლისი

12–22 ივლისის პერიოდი კირჩხიბის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მთვარე მართავს. ამ პერიოდში დაბადებულები გამოირჩევიან შესანიშნავი ინტუიციით, უყვართ მოგზაურობა. არიან მხიარული, საკმაოდ კეთილი ადამიანები, შეუძლიათ კონფლიქტების მოგვარება. მთვარის გავლენის წყალობით ოკულტიზმის უნარები გააჩნიათ.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 26, 36, 48, 50, 60, 72. 

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ია.

ამ დეკადაში დაბადებული ადამიანები, კარგი იქნება, თუ მეტად მეგობრული და კეთილგანწყობილი, უფრო გულგახსნილი და მიმნდობი იქნებიან გარშემომყოფების მიმართ. ამ ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ გარშემომყოფებს მათ მიმართ გულითადი განწყობა აქვთ. თუ ამ ნაკლოვანებებს გაითვალისწინებენ, მერყეობა და შიშის გრძნობა დატოვებს და სილაღისა და თავისუფლების შეგრძნებით იცხოვრებენ.

14 ივლისს დაბადებულები

14 ივლისს დიდი სასიცოცხლო ენერგიის მქონე, პატივმოყვარე ადამიანები იბადებიან. ისინი ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზნებს, თუნდაც ამისთვის ზნეობრივი კანონების გადაბიჯება მოუხდეთ. ინტერესდებიან მისტიკური და ექსტრასენსორული საკითხებით. ფინანსურ სფეროში წარმატებები აქვთ, მაგრამ ეკონომია არ იციან, რაც მატერიალურ პრობლემებს იწვევს.

ამ დღეს დაბადებულებს სხვათა დარწმუნების შესაშური უნარი აქვთ. თუ მათი მტკიცე იმიჯი არასაკმარისი აღმოჩნდა, მაშინ ოპონენტის დასარწმუნებლად თავიანთ შესანიშნავს შარმს იყენებენ. ვინც ახერხებს შთაბეჭდილების მოხდენას პროფესიული უნარებითა და ობიექტური გადაწყვეტილებებით, ის გარშემომყოფთა ნდობას ადვილად აღწევს. საოცარია, მაგრამ ამ ადამიანების მიმართ მიზიდულობა ქვეცნობიერ დონეზე ვითარდება.

14 ივლისს დაბადებულებს კარგი პროფესიული უნარები აქვთ. რაზეც ისინი საუბრობენ, ძალზე საინტერესო და მართალი ისტორიებია, ამიტომ მათი სიცრუეში დადანაშაულება შეუძლებელია. მაგრამ, სამწუხაროდ, ხანდახან მათში ეჭვიც შეაქვთ, რადგან მათი მონათხრობი ძალზე ილუზორულ შთაბეჭდილებას ტოვებს.

როგორი დასვენება უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს>>

ამ დღეს დაბადებულები არიან ძალზე თავდაჯერებული, აქვთ იუმორის შესანიშნავი გრძნობა. ხანდახან, შესაძლოა, დეპრესიული მდგომარეობაც განუვითარდეთ, თან - უმიზეზოდ. თუმცა, თუ მათ კარგად დავაკვირდებით, აუცილებლად შევნიშნავთ გარკვეულ ნაღველს, რაც ამ ადამიანებს კიდევ უფრო მომხიბლავს ხდის. 14 ივლისს დაბადებულებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, დიდი აუდიტორია დაიპყრონ. ურთიერთობებში ძალზე ნიჭიერი და უნიკალური არიან.

ჯანმრთელობა

14 ივლისს დაბადებულები სხვადასხვა დაავადებას უცნაურად უყურებენ. ერთი მხრივ, სტაბილურ გავლენას ახდენენ გარშემომყოფებზე და საკუთარ თავზე და მეორე მხრივ, მაზოხისტური დატვირთვით გამოირჩევიან. ამგვარი „მტანჯველი“ ადამიანის იარლიყით ცდილობენ ყურადღების მიქცევას. ზოგიერთისთვის დეპრესია, უბრალოდ, აუცილებელი პროცესია თვითგანვითარებისთვის. ამ ადამიანებს არ უყვართ ფიზიკური აქტიურობა, ხოლო დიეტის და თან - საკმაოდ უჩვეულო - დაცვა შეუძლიათ.

რჩევა:

გამოარკვიეთ, სად იმალება თქვენი მთავარი ძალა და ის მეტად კონსტრუქციულად გამოიყენეთ. შესაძლოა, დროთა განმავლობაში გაიგოთ თქვენი „ბნელი“ მხარეები, მაგრამ სჯობს, „ნათელ“ მხარეებს გაუფრთხილდეთ.

0