ლუდი

სამკურნალო ლუდი კეფირის თვისებებით: როდის გამოვა სიახლე ბაზარზე

59
(განახლებულია 16:30 25.06.2020)
ექსპერტების თქმით, ოდესღაც ამ საფუარმა ადგილობრივი მოსახლეობა ქოლერისგან იხსნა, ფრანგმა მეცნიერმა კი ის დიარეის სამკურნალო საშუალებად დააპატენტა.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგში ITMO-ს უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ფაკულტეტის მეცნიერები ამოწმებენ, შეიძლება თუ არა შეიქმნას „სამკურნალო ლუდი“ საფუარის ტროპიკული შტამის საფუძველზე. 

ირკვევა, რომ აღნიშნული საფუარი 1920-იან წლებში აღმოაჩინა ფრანგმა მიკრობიოლოგმა ანრი ბულარმა ინდოჩინეთში მოგზაურობის დროს.

ექსპერტების თქმით, ოდესღაც ამ საფუარმა ადგილობრივი მოსახლეობა ქოლერისგან იხსნა, ფრანგმა მეცნიერმა კი ის დიარეის სამკურნალო საშუალებად დააპატენტა.

ფაქტობრივად, ტროპიკული საფუარი მუშაობს როგორც პრობიოტიკი, ანუ ნაწლავში შეღწევის გზით აშლილობებს ებრძვის. ITMO-ს მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ეს საფუარი ნაკლებ ალკოჰოლს წარმოქმნის.

კვლევის პროცესში მეცნიერებს მოუწევთ დაადგინონ, შეინარჩუნებს თუ არა საფუარი სასარგებლო თვისებებს ლუდის მომზადების პროცესში. თუ მათი ჰიპოთეზა დადასტურდა, უჩვეულო სასარგებლო ლუდი, მსუბუქი სიმჟავით, შეიძლება გასაყიდად უკვე 2021 წელს გამოიტანონ.

59
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (422)
მევლუთ ჩავუშოღლუ

სომხეთ-აზერბაიჯანის შეჯახება: თურქეთმა არჩევანი გააკეთა

43
(განახლებულია 15:39 13.07.2020)
მანამდე აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სადავო ტეიროტირიაზე სომხურ საყრდენ პუნქტზე მიიტანეს იერიში და გაანადგურეს იგი

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. აზერბაიჯან–სიმხეთის საზღვარზე არსებულ დაძაბულ ვითარებაში თურქეთი აზერბაიჯანს უჭერს მხარს, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

„ის, რასაც სომხეთი აკეთეს, მიუღებელია. დაე, გონს მოვიდეს. ჩვენ მხარს დავუჭერთ აზრბაიჯანს მისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების საქმეში. აზერბაიჯანი მარტო არ არის“, — განაცხადა ჩავუშოღლუმ თურქული ტელეარხის, TRT–ს ეთერში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 12 ივლისს განაცხადა, რომ სომეხმა სამხედროებმა მათ პოზიციებს ნაღმმტყორცნებიდან გაუხსნეს ცეცხლი, რის საპასუხოდაც აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საყრდენი პუნქტი გაანადგურეს.

ამ დროისათვის ორი ქვეყნის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია.

43
თემები:
მსოფლიო დღეს
მშვილდომანია

მშვილდ-ისრით შეიარაღებულმა კაცმა პოლიციელები განაიარაღა: მიმდინარეობს მასშტაბური ძებნა

103
(განახლებულია 16:07 13.07.2020)
როგორც გაირკვა, პოლიციაში უკვე იცნობდნენ 31 წლის მამაკაცს, რომელიც მანამდე არაერთხელ იყო მიყვანილი განყოფილებაში კანონდარღვევების გამო.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალურ მიწაზე ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც მშვილდ-ისრით იყო შეიარაღებული, რამდენიმე პოლიციელი განაიარაღა, იუწყება Baden Online.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ოპენაუში მოხდა.

​როგორც ირკვევა, 12 ივლისის დილით პოლიციის განყოფილებას შეატყობინეს, რომ ტყეში არსებულ ქოხში შეიარაღებული მამაკაცი იმყოფებოდა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ქოხში აღმოაჩინეს 31 წლის კაცი რომელსაც თან მშვილდ-ისარი ჰქონდა. თავდაპირველად ის მშვიდად იქცეოდა, მაგრამ მოულოდნელად პისტოლეტი ამოიღო და პოლიციელებს დაუმიზნა. მან ოფიცრებს იარაღის დაყრა მოსთხოვა, რასაც ისინი დაემორჩილნენ კიდეც „უარესის თავიდან აცილების მიზნით“. ამის შემდეგ უკვე კბილებამდე შეიარაღებული მამაკაცი ტყეში მიიმალა. 

​​გაირკვა ისიც, რომ სამართალდამცველები გაქცეულს მანამდეც იცნობდნენ, ვინაიდან ის არაერთხელ იყო მიყვანილი განყოფილებაში სხვადასხვა კანონდარღვევის გამო.

პოლიციის განცხადებით, მათ არ იციან, როგორ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია გაქცეული, რომლის ძებნაშიც 100-ზე მეტი სამართალდამცველი, საპატრულო მანქანები და პოლიციის ვერტმფრენებია ჩართული.

 

103
თემები:
მსოფლიო დღეს
ჰაკერი

უზენაესი სასამართლოს ვებგვერდის კოდში პორნოსაიტებია გალინკული

0
(განახლებულია 18:05 13.07.2020)
სოციალურ ქსელში სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება. უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე უცნაური ლინკები შენიშნეს

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. უზენაესი სასამართლოს ვებგვერდის კოდში პორნოსაიტებია გალინკული. ინფორმაცია სოციალურ ქსელში კომპანია GG Data-ს დამფუძნებელმა, გიორგი ნაკაიძემ გაავრცელა.

როგორც ჩანს, უზენაესი სასამართლოს ვებგვერდი დაჰაკულია და ამას საძიებო სისტემისთვის აკეთებენ. ბმული მომხმარებელთან არ ჩანს, თუმცა მას Google აღიქვამს და მიიჩნევს, რომ ის გალინკული ვებგვერდი „წონიანია“, რადგან ამ საიტზე არის მისი ბმულები.

მიუხედავად იმისა, რომ ბმულები მომხმარებლისთვის პირდაპირი გზით უხილავია, ის ჩანს საიტის HTML-კოდის ნახვის შემთხვევაში (ე.წ. View Source ფუნქცია). ასეთი გზით, სპამ-ბოტები აკეთებენ სიმულაციას, თითქოს დაინფიცირებული საიტი საკუთარი ნებით ათავსებს ბოროტმოქმედის ბმულს, რაც მათი საიტების საძიებო სისტემებში წინ წაწევას ემსახურება.

Web Archive-ის შემონახული მონაცემების მიხედვით, ეს ბმულები უზენაესი სასამართლოს საიტზე 1 ივნისიდან ფიქსირდება.

0