ნავთობსაქაჩი

რუსულ ნავთობზე ფასმა ერთ ბარელზე 46 დოლარს მიაღწია

35
(განახლებულია 19:08 24.06.2020)
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის მოხსნის შემდეგ ეკონომიკების ამოქმედებამ და OPEC+-ის ქვეყნების მიერ აპრილში გაფორმებულმა შეთანხმებამ ნავთობზე მსოფლიო ფასების ზრდა გამოიწვია

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ევროპაში რუსული Urals-ის მარკის ნავთობი ივნისის დასაწყისიდან 7 დოლარით გაძვირდა და ერთ ბარელზე 45-46 დოლარს მიაღწია, ნათქვამია საერთაშორისო სააგენტო Argus-ის მასალებში.

აპრილის დასაწყისში მსოფლიოში კორონავირუსის გამო შექმნილი რთული სიტუაციისა და OPEC+-ის მიერ გარიგების ჩაგდების გამო Urals-ის ფასმა უკან მოიტოვა 1999 წლის მინიმალური მაჩვენებელი - ის ერთ ბარელზე 10,54 დოლარამდე დაეცა. ამჟამად სავაჭრო ნიშანი კვლავ Brent-ის პრემიასთან ერთად იყიდება, რომელიც შემცირდა და ახლა შეადგენს ერთ ბარელზე 1,55 დოლარს ჩრდილო-დასავლეთ ბაზარზე და 2,55 დოლარს - სამხრეთ ბაზარზე.

„შეზღუდული მიწოდების ფონზე Urals-ი კვლავ ეტალონის პრემიასთან ერთად იყიდება. ასე მაგალითად, 23 ივნისს რუსული ბრენდის პარტიებზე ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში პრემია ერთ ბარელზე 1,55 დოლარს შეადგენდა... ევროპაში გადამუშავების დაბალი მარჟის და საარბიტრაჟო მიწოდებისთვის პირობების გაუარესების გამო ივნისის დასაწყისში პრემია 0,75 დოლარით შემცირდა. აბსოლუტურ გამოსახვაში Urals-ი ეტალონის კვალდაკვალ გაძვირდა 7,42 დოლარით - ერთ ბარელზე 45,06 დოლარამდე“, - ნათქვამია სააგენტოს მიმოხილვაში.

მასალაში მითითებულია, რომ ხმელთაშუა ზღვის აუზში ბოლო დროს Urals-ის 90-100 ათას ტონა მოცულობის პარტიებზე პრემია ეტალონის მიმართ 2,55 დოლარის ნიშნულზე რჩება, ივნისის დასაწყისში ის ერთ ბარელზე 0,25 დოლარით დაეცა. ამ პერიოდში მარკა აბსოლუტურ გამოსახვაში ეტალონის კვალდაკვალ 7,92 დოლარით გაძვირდა - ერთ ბარელზე 46,06 დოლარით.

35
თემები:
მსოფლიო დღეს (1832)
მომაკვდავი საწოლში

ელაპარაკეთ აუცილებლად: მომაკვდავს გონების დაკარგვის შემდეგაც ესმის ხმები

122
(განახლებულია 20:20 10.07.2020)
მეცნიერებმა კვლევებით დაადგინეს, რომ მომაკვდავ ადამიანს, თუნდაც ის უკვე აღარ იყოს გონებაზე, მაინც კარგად ესმის გარემო ხმები.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. მომაკვდავ ადმიანს, თუნდაც ის გონებაზე აღარ იყოს, მაინც ესმის — სმენა უკანასკნელი გრძნობაა, რომელსაც ადამიანი სიკვდილისას კარგავს, დაასკვნეს ბრიტანელმა მეცნიერებმა, რომელთა შრომაც გამოქვეყნებულია ჟურნალში Nature.

ირკვევა, რომ სწავლულებმა არაერთი კვლევა ჩაატარეს სიკვდილის პირას და ასევე უგონო მდგომარეობაში მყოფ ადმიანებზე, რომლებსაც ტვინის ელექტრული აქტივობა ენცეფალოგრაფიით ზუსტად გაუზომეს.  

კვლევებით დადასტურდა, რომ ადამიანის თავის ტვინი გონების სრული დაკარგვის შემდეგაც კი განაგრძობს რეაგირებას გარემო ხმებზე. ამასთან, ეს რეაქციები არანაირად არ განსხვავდება სრულიად ჯანმრთელი ადამიანების რეაქციებისგან.

„სიკვდილსა და სიცოცხლის ზღვარზე მყოფ ახლობელ ადამიანთან აუცილებლად უნდა განაგრძოთ საუბარი. მის ტვინში ამ დროს ხდება რაღაც პროცესები, რომელთა ამოხსნაც დროის ამბავია“, — აცხადებს ექსპერიმენტის წამყვანი ავტორი ელიზაბეტ ბლუდონი.

მისი თქმით, ამას უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს.

აღინიშნება, რომ ერთადერთი, რისი დადგენაც ვერ შეძლეს მეცნიერებმა, ეს ისაა, რომ მათ ჯერ არ იციან, აცნობიერებს თუ არა მომაკვდავი ადამიანი გაგონილს.

 

122
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
ბიუსტი

რეკორდსმენი 13: უკრაინამ ყველაზე დიდი ბუნებრივი მკერდის მფლობელი გამოავლინა ფოტო

111
(განახლებულია 20:06 10.07.2020)
რეკორდის დარეგისტრირებამდე 13 ზომა მკერდის მქონე ახალგაზრდა ქალმა სამედიცინო შემოწმება გაიარა სხეულის ამ ნაწილის ბუნებრიობის დასამტკიცებლად.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ყველაზე დიდი ნატურალური მკერდის მქონე ქალბატონად უკრაინაში ქალაქ ლუბნის მკვიდრი მილა კუზნეცოვა აღიარეს.

ამის შესახებ თავად რეკორდსმენმა დაწერა საკუთარ Instagram-აკაუნტზე.

13 ზომა ბიუსტის მქონე უკრაინელმა ქალმა ფოტოების სერია გამოაქვეყნა თავისი „მიღწევის“ დასტურად და კომენტარიც დაურთო:

„გამარჯვება! უკრაინის ყველაზე დიდი ბუნებრივი მკერდი!“

გავრცელებული ინფორმაციით, მილა კუზნეცოვას მკერდის გარშემოწერილობა 135,5 სანტიმეტრია, რაც უკრაინის რეკორდების ეროვნული რეესტრის ხელმძღვანელმა ლანა ვეტროვამ დაადასტურა.

View this post on Instagram

A post shared by МИЛА КУЗНЕЦОВА MISS UKRAINE🇺🇦 (@mila_kuznetsova10) on

იმისათვის, რომ რეკორდი დაერეგისტრირებინა, მილა კუზნეცოვამ სამედიცინო შემოწმება გაიარა მკერდის ბუნებრიობის დასამტკიცებლად.

ირკვევა, რომ რეკორდსმენი ქალბატონი წარსულში ადვოკატის თანაშემწედ მუშაობდა, მოგვიანებით კი მონაწილეობა მიიღო უკრაინის ცნობილ ტელეშოუში და ასევე წარმოადგინა თავისი ქვეყანა კონკურსზე Miss Universe Plus Size 2019.

111
თემები:
მსოფლიო დღეს (1832)
პარლამენტის სხდომა

სუს–ი: საქართველოში ტერორისტული საფრთხეები მინიმუმამდეა დაყვანილი

0
პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, რომელზეც ალექსანდრე ხოჯევანიზე ანგარიშით წარდგა, დახურულ ფორმატში გაიმართა

 

თბილისი, 10 ივლისი  — Sputnik.  საქართველოს სახეელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა (სუს–ი) და სხვა შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ქვეყანაში ტერორიზმიდან მომდინარე  საფრთხეები მინიმუმამდეა დაყვანილი, განაცხადა  სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა პარლამენტში. 

ხუთშაბათს ხოჯევანიშვილმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

სხდომა მედიისთვის დახურული იყო.

 „ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები არ გამოვლენილა. აღსანიშნავია, რომ წინა წლებში გატარებულმა ზომებმა, მათ შორის, ტერორიზმის მომხრეების დაკავებებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ქვეყანაში დღეს არსებულ კონტროლირებად გარემოზე“, – განაცხადა ხოჯევანიძემ.

კორუფციასთან ბრძოლა

გასულ წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სამსახურმა 91 სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო. პასუხისგებაში მიეცა 135 ადამიანი, მათ შორის ქრთამის, თაღლითობის, სამსახურებრივი გულგრილობის, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისთვის და ა.შ. გატარებული ღონისძიებების შედეგად რამდენიმე საჯარო მოხელე დააკავეს. 

კორუფციასთან ბრძოლა საქართველოს ერთ–ერთი მიღწევაა. საქართველოში დასჯადია როგორც ქრთამის აღება, ისე ქრთამის მიცემა. ამასთან, ქრთამის აღება ექვსიდან 15 წლამდე, ქრთამის მიცემა კი სამიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აქტუალური საკითხები
ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თავის გამოსვლაში, ასევე, ისაუბრა ჰიბრიდულ ომზე, რომელიც კვლავ დიდ გამოწვევად რჩება, კონტრდაზვერვით საქმიანობაზე,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობაზე, ეკონომიკურ უსაფრთხოებზე; საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევებზე და კიბერსადაზვერვო ოპერაციებზე. 

გარდა ამისა, ხოჯევანიშვილი 2019 წლის 20–21 ივნისის მოვლენებსაც შეეხო, როდესაც თბილისის ცენტრში ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელი.

მისი თქმით, აღნიშნული მოვლენები ძალიან მტკივნეულად აისახა ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

„სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობა და უკონტროლო ვითარება ასევე აღნიშნულის მიღების ნორმად დამკვიდრების მცდელობები, მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის სახელმწიფოებრიობისათვის“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

როგორც მან დასძინა, მსგავსი აქტივობები, შესაძლოა, მყისიერად იყოს გამოყენებული უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ, უფრო მწვავე, შეუქცევადი პროცესების გააქტიურებისათვის.


0
თემები:
საქართველოს პარლამენტი