მამა და შვილი პლაჟზე

როგორ გავიგოთ, იქნება თუ არა კაცი კარგი მამა: მეცნიერებმა მარტივი მეთოდი აღმოაჩინეს

68
(განახლებულია 15:17 24.06.2020)
ამერიკელმა მეცნიერებმა მარტივი მეთოდით, სათამაშოს გამოყენებით დანამდვილებით დაადგინეს, იქნება თუ არა კაცი კარგი მამა

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა მარტივი თამაშის მეშვეობით დაადგინეს, რამდენად კარგი მამა იქნება ადამიანი. 

ირკვევა, რომ საუბარია თოჯინებით თამაშზე, რა დროსაც, პირველივე წუთებიდან, დანამდვილებით ხდება გასაგები, უაქტიურდება თუ არა მამაკაცს ქცევის ინსტიქტური პატერნები, რომლებიც ახალშობილთან ურთიერთობისასაა აუცილებლი. 

მეცნიერულ ექსპერიმენტში შვილის დაბადების მოლოდინში მყოფი 182 წყვილი მონაწილეობდა. მკვლევარები შინ მიდიოდნენ მათთან, რათა მამაკაცებს თავი მეტად  თავისუფლად ეგრძნოთ. მომავალ მამებს აძლევდნენ ბრინჯით გატენილ ნაჭრის თოჯინებს და სთხოვდნენ ისე მოქცეულიყვნენ, თითქოს ხელში ნამდვილი ახალშობილი ეკავათ.

„ჩვენ ვაკვირდებოდით, როგორ ეპყრობოდნენ კაცები თოჯინებს, სწორად ეჭირათ თუ არა, იღიმოდნენ თუ არა, აკონტროლებდნენ თუ არა თოჯინის ფეხების მდგომარეობას წონის გათვალისწინებით და სხვა ბევრ ნიუანსს, რომლებსაც ბევრი ადამიანი ინსტიქტურად აკეთებს ბავშვებთან ურთიერთობისას“, — განმარტა კვლევის წამყვანმა ავტორმა ლორენ ალტენბურგერმა. 

ამის შემდეგ სპეციალისტები ვიდეოჩანაწერებს აანალიზებდნენ და მომავალ მამებს მშობლის ინტუიციური ქცევის დონის მიხედვით აფასებდნენ.

ბავშვის დაბადებიდან ცხრა თვის შემდეგ მამების ქცევას მეცნიერთა უკვე სხვა ჯგუფი აფასებდა. ისინი აკვირდებოდნენ, როგორ ცდილობდნენ მამები, ესწავლებინათ შვილებისთვის მარტივი განმავითარებელი თამაშები.   

„ის მამები, რომლებმაც ერთი წლით ადრე, ექსპერიმენტის პირველ ეტაპზე კარგი ინტუიციური უნარები გამოამჟღავნეს თოჯინების შემთხვევაში, უკეთეს მამობას იჩენდნენ ნამდვილი შვილების მიმართ“, — განაცხადა ალტენბურგერმა.

მეცნიერების თქმით, იმ შემთხვევაში, კაცებს, რომლებსაც თანდაყოლილი რეფლექსები მოდუნებული აქვთ, შეუძლიათ მშობლის ინსტიქტი შეგნებულად გამოიმუშავონ, თუკი ამას მოინდომებენ.

68
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (422)
მევლუთ ჩავუშოღლუ

სომხეთ-აზერბაიჯანის შეჯახება: თურქეთმა არჩევანი გააკეთა

18
(განახლებულია 15:39 13.07.2020)
მანამდე აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სადავო ტეიროტირიაზე სომხურ საყრდენ პუნქტზე მიიტანეს იერიში და გაანადგურეს იგი

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. აზერბაიჯან–სიმხეთის საზღვარზე არსებულ დაძაბულ ვითარებაში თურქეთი აზერბაიჯანს უჭერს მხარს, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

„ის, რასაც სომხეთი აკეთეს, მიუღებელია. დაე, გონს მოვიდეს. ჩვენ მხარს დავუჭერთ აზრბაიჯანს მისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების საქმეში. აზერბაიჯანი მარტო არ არის“, — განაცხადა ჩავუშოღლუმ თურქული ტელეარხის, TRT–ს ეთერში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 12 ივლისს განაცხადა, რომ სომეხმა სამხედროებმა მათ პოზიციებს ნაღმმტყორცნებიდან გაუხსნეს ცეცხლი, რის საპასუხოდაც აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საყრდენი პუნქტი გაანადგურეს.

ამ დროისათვის ორი ქვეყნის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია.

18
თემები:
მსოფლიო დღეს
მშვილდომანია

მშვილდ-ისრით შეიარაღებულმა კაცმა პოლიციელები განაიარაღა: მიმდინარეობს მასშტაბური ძებნა

96
(განახლებულია 16:07 13.07.2020)
როგორც გაირკვა, პოლიციაში უკვე იცნობდნენ 31 წლის მამაკაცს, რომელიც მანამდე არაერთხელ იყო მიყვანილი განყოფილებაში კანონდარღვევების გამო.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალურ მიწაზე ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც მშვილდ-ისრით იყო შეიარაღებული, რამდენიმე პოლიციელი განაიარაღა, იუწყება Baden Online.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ოპენაუში მოხდა.

​როგორც ირკვევა, 12 ივლისის დილით პოლიციის განყოფილებას შეატყობინეს, რომ ტყეში არსებულ ქოხში შეიარაღებული მამაკაცი იმყოფებოდა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ქოხში აღმოაჩინეს 31 წლის კაცი რომელსაც თან მშვილდ-ისარი ჰქონდა. თავდაპირველად ის მშვიდად იქცეოდა, მაგრამ მოულოდნელად პისტოლეტი ამოიღო და პოლიციელებს დაუმიზნა. მან ოფიცრებს იარაღის დაყრა მოსთხოვა, რასაც ისინი დაემორჩილნენ კიდეც „უარესის თავიდან აცილების მიზნით“. ამის შემდეგ უკვე კბილებამდე შეიარაღებული მამაკაცი ტყეში მიიმალა. 

​​გაირკვა ისიც, რომ სამართალდამცველები გაქცეულს მანამდეც იცნობდნენ, ვინაიდან ის არაერთხელ იყო მიყვანილი განყოფილებაში სხვადასხვა კანონდარღვევის გამო.

პოლიციის განცხადებით, მათ არ იციან, როგორ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია გაქცეული, რომლის ძებნაშიც 100-ზე მეტი სამართალდამცველი, საპატრულო მანქანები და პოლიციის ვერტმფრენებია ჩართული.

 

96
თემები:
მსოფლიო დღეს