დონალდ ტრამპი

ტრამპმა ვიზების გაცემა შეაჩერა: ცნობილია, შეეხება თუ არა შეზღუდვები უკვე აშშ-ში მყოფებს

370
(განახლებულია 15:57 23.06.2020)
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა „წარმოუდგენელ საფრთხეს უქმნის ამერიკელების დასაქმებას“.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას უცხოეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემის შეზღუდვის შესახებ. 

პრეზიდენტის თქმით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა „წარმოუდგენელ საფრთხეს უქმნის ამერიკელების დასაქმებას“. ამასთან დაკავშირებით სამუშაო ვიზების გაცემა წლის ბოლომდე ჩერდება.

პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი ბრძანებულება თეთრი სახლის საიტზეა გამოქვეყნებული.

„დროებით მუშახელს ხშირად თან ახლავს მეუღლეები და შვილები, რომელთაგან ბევრი ასევე უწევს კონკურენციას ამერიკელ მუშახელს. ჩვეულებრივ პირობებში დროებითი დასაქმების სწორად ორგანიზებულ პროგრამებს ეკონომიკისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია, მაგრამ ეკონომიკური ვარდნის საგანგებო ვითარებაში, რაც COVID-19-ის აფეთქებამ გამოიწვია, ზოგი საიმიგრაციო სავიზო პროგრამა დასაქმების უფლებას იძლევა, რაც წარმოუდგენელ საფრთხეს უქმნის ამერიკელი მუშახელის დასაქმებას“, — აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეზღუდვები შეეხო:

  • ვიზა H-1B-ს, რომელიც უცხოელ კვალიფიციურ მუშახელს ტექნოლოგიების სფეროში დასაქმების უფლებას ანიჭებდა;
  • ვიზა H-4-ს, რომელიც H-1B-ის მფლობელის ოჯახის წევრებზე გაიცემა;
  • სეზონურ სამუშაო ვიზა H-2B-ს;
  • ვიზა L-1-ს, რომელიც გაიცემა კომპანიის შიგნით ხელმძღვანელების, მენეჯერებისა და სპეციალისტების სამსახურებრივი გადაადგილებისთვის; ზოგიერთ J-1 ვიზას — კულტურული და პროფესიული გაცვლის პროგრამების მონაწილეებისთვის.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები არ ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომლებიც უკვე იმყოფებიან აშშ-ის ტერიტორიაზე.

370
თემები:
მსოფლიო დღეს (1837)
მშვილდომანია

მშვილდ-ისრით შეიარაღებულმა კაცმა პოლიციელები განაიარაღა: მიმდინარეობს მასშტაბური ძებნა

93
(განახლებულია 16:07 13.07.2020)
როგორც გაირკვა, პოლიციაში უკვე იცნობდნენ 31 წლის მამაკაცს, რომელიც მანამდე არაერთხელ იყო მიყვანილი განყოფილებაში კანონდარღვევების გამო.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალურ მიწაზე ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც მშვილდ-ისრით იყო შეიარაღებული, რამდენიმე პოლიციელი განაიარაღა, იუწყება Baden Online.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ოპენაუში მოხდა.

​როგორც ირკვევა, 12 ივლისის დილით პოლიციის განყოფილებას შეატყობინეს, რომ ტყეში არსებულ ქოხში შეიარაღებული მამაკაცი იმყოფებოდა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ქოხში აღმოაჩინეს 31 წლის კაცი რომელსაც თან მშვილდ-ისარი ჰქონდა. თავდაპირველად ის მშვიდად იქცეოდა, მაგრამ მოულოდნელად პისტოლეტი ამოიღო და პოლიციელებს დაუმიზნა. მან ოფიცრებს იარაღის დაყრა მოსთხოვა, რასაც ისინი დაემორჩილნენ კიდეც „უარესის თავიდან აცილების მიზნით“. ამის შემდეგ უკვე კბილებამდე შეიარაღებული მამაკაცი ტყეში მიიმალა. 

​​გაირკვა ისიც, რომ სამართალდამცველები გაქცეულს მანამდეც იცნობდნენ, ვინაიდან ის არაერთხელ იყო მიყვანილი განყოფილებაში სხვადასხვა კანონდარღვევის გამო.

პოლიციის განცხადებით, მათ არ იციან, როგორ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია გაქცეული, რომლის ძებნაშიც 100-ზე მეტი სამართალდამცველი, საპატრულო მანქანები და პოლიციის ვერტმფრენებია ჩართული.

 

93
თემები:
მსოფლიო დღეს (1837)
არომატი

უსიამოვნო სუნები ოფიციალურად აიკრძალა: ქვეყანა მაღალ ჯარიმებს აწესებს

109
(განახლებულია 15:43 13.07.2020)
ამიერიდან მოქალაქეს შეუძლია უჩივლოს მეზობელს, რომლის ბინიდანაც სადარბაზოში უსიამოვნო სუნი გავრცელდება.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. რუმინეთში ძალაში შევიდა კანონი ოლფაქტიური დისკომფორტის შესახებ, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ოფიციალურად იკრძალება უსიამოვნო სუნების გავრცელება, იუწყება სააგენტო Agerpres.

„ოლფაქტიური დისკომფორტი — ეს არის საქმიანობის შედეგი, რომელსაც შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და გარემოზე, და რომელიც ობიექტურად აღიქმება, როგორც სხვადასხვა ინტენსივობის სუნები, ან ობიექტურად იზომება მოქმედი სტანდარტების მიხედვით“, — ნათქვამია კანონის განმარტებით ბარათში.

ცნობილი ხდება, რომ ყნოსვითი დისკომფორტის დონეს გარემოს დაცვის ადგილობრივი სამმართველოები განსაზღვრავენ, ხოლო სუნების ინტენსივობა ეროვნული და ასევე საერთაშორისო სტანდარტებით დადგინდება.

ნორმატივების გადაჭარბების შემთხვევაში დამრღვევ კომპანიებს დახურვა ან ჯარიმა ემუქრებათ 16,7 ათასი ევროს ოდენობით. ფიზიკური პირების შემთხვევაში კი ჯარიმა ნაკლები იქნება და 6,3 ათას ევროს შეადგენს.

კანონის ინიციატორების თქმით, ადამიანებმა უნდა იზრუნონ მეზობლებთან კარგი ურთიერთობის დასამყარებლად. რუმინეთში კი ბევრი საცხოვრებელ ბინას ფანჯრების მეშვეობით კი არ ანიავებს, არამედ სადარბაზოში გამავალი კარის გაღებით.

ამიერიდან ამ ჩვევის მქონე რუმინელები კანონით დაისჯებიან მეზობლების საჩივრის საფუძველზე.

 

109
თემები:
მსოფლიო დღეს (1837)
თბილისის აეროპორტი

ჩამოსვლა შეიძლება, მაგრამ ძვირი დაჯდება საქმიანი ვიზიტები საქართველოში

0
(განახლებულია 15:48 13.07.2020)
სამთავრობო ვებ–გვერდზე უკვე გამოჩნდა აპლიკაცია, რომელიც საქართველოში ჩამოსვლის ყველა მსურველმა უნდა შეავსოს

თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოში ჩამოსული უცხოელი ბიზნესმენებისთვის კარანტინი, ასევე ტესტირება კორონავირუსზე, რომელიც ყოველ 72 საათში ერთხელ უნდა გაიაროს, ფასიანი იქნება.

ამასთან უცხოელ ბიზნესმენებს არჩევნის საშუალება ექნებათ: ფასიანი ორკვირიანი კარანტინი სასტუმროში ან პერიოდული ტესტირება. ორივე შემთხვევაში მომსახურების საფასურის გადახდა მათ მოუწევთ.

სადღეღამისო რეკორდი: ჯანმო ინფიცირებულთა რაოდენობაზე განცხადებას ავრცელებს>>

მთავრობის ვებ–გვერდზე უკვე გამოჩნდა აპლიკაცია, რომელიც ყოველმა ჩამოსმვლელმა უნდა შეავსოს. დოკუმენტი ქართულ და ინგლისურ ენებზეა და 24 პუნქტისგან შედგება.

სავალდებულო შესავსებ კითხვებს შორისაა: იყავით თუ არა კორონავირუსით ინფიცირებული.

დოკუმენტის შევსების დროს პირმა, პირველ რიგში, უნდა მიუთითოს, არის ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი.

შემდეგ მოდის პირადი ინფორმაცია: სახელი, გვარი, პასპორტის ნომერი, მოქალაქეობა, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, დაბადების თარიღი, ასევე აუცილებელია პასპორტის ასლის ფაილის ჩატვირთვა.

ჩამომსვლელმა უნდა მიუთითოს ჩამოსვლისა და ქვეყნიდან გასვლის სავარაუდო თარიღი, ასევე ადგილი, სადაც ის საქართველოს საზღვარს გადაკვეთს.

ბიზნესმენმა ასევე უნდა მიუთითოს ორგანიზაციის დასახელება, რომლის მიწვევითაც ის ჩამოდის, და საკონტაქტო პირის ტელეფონი.

სავალდებულოა ასევე ვიზიტის მიზნისა და იმ უწყების მითითება, რომელიც გამგზავრების ნებართვას გასცემს.

დოკუმენტის ბოლოს მითიოთებულია ველი, სადაც ბიზნესმენმა საქართველოში ჩამოსვლის დროს თავად უნდა შეარჩიოს ან კარანტინი, ან პერიოდულად „პისიარ“–ტესტირება.

იქვე მითითებულია ტესტის ღირებულება – 250 ლარი.

ამჟამად საქართველომ უპირობოდ გახსნა საზღვრები ხუთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ესენია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

საქართველოში ჩამოსვლის წინ ამ ქვეყნების მოქალაქეებმა სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ და მიუთითონ ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში გაჩერების ადგილი და საკონტაქტო მონაცემები.

საქართველო ამ ეტაპზე ასევე ქვეყანაში შემოსვლის ნებას რთავს კიდევ 113 ქვეყნის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს. ეს ქვეყნებია ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, სლოვაკეთი, ისლანდია და კვიპროსი. მათთვის აუცილებელია ორკვირიანი კარანტინის გავლა საკუთარ ხარჯზე.

რამდენს დახარჯავს მთავრობა უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე>>

რაც შეეხება სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, ამ შემთხვევაში კარანტინში ყოფნა 14 დღით ძალაში რჩება, მაგრამ ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებისთვისაც საქართველო თავის საზღვრებს ხსნის, ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება და განახლდება.

კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე საქართველომ უცხოელი მოქალაქეებისთვის საზღვრები, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, 18 მარტს დაკეტა. საერთაშორისო ვიზიტორების მიღება 1 ივლისიდან უნდა აღდენილიყო, მაგრამ საზღვრების გახსნა 1 აგვისტოსთვის გადაიდო.

ამავდროულად, თბილისდიან ევროპის ქალაქებში მთელი ივლისის განმავლობაში ჩარტერული რეისები სრულდება. რეისებზე ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებული პირები საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის ვებ–გვერდებს უნდა ეწვიონ.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში