გამოკითხვა: ამერიკელების მეოთხედმა არ იცის, ვის ეომებოდა აშშ მეორე მსოფლიო ომში

121
(განახლებულია 14:30 22.06.2020)
ფრანგული სოციოლოგიური კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ყოველ მეათე ამერიკელს ჰგონია, რომ მეორე მსოფლიო ომში აშშ რუსეთს ეომებოდა.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ყოველ მეათე ამერიკელს (11%) მიაჩნია, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგე მეორე მსოფლიო ომში რუსეთი იყო, ამაზე მეტყველებს Sputnik.Мнения-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

1941-45 წლებში აშშ-ის მოწინააღმდეგეების — გერმანიისა და იაპონიის სწორად დასახელება რესპონდენტთა, შესაბამისად, 77% და 67%-მა შეძლო. 5% კი ფიქრობს, რომ აშშ ჩინეთს ებრძოდა. 

გამოკითხულთა 69%-მა ან არ იცის (42%), რომ 8 მაისს შეერთებულ შტატებში აღინიშნება V-E Day, ანუ ევროპაში გამარჯვების დღე, ან არასწორად უპასუხა კითხვას (27%).

ამასთან, რესპონდენტების 63%-მა სწორად განსაზღვრა ჰოლოკოსტის მნიშვნელობა და თქვა, რომ ეს ებრაელების გენოციდი იყო მეორე მსოფლიო ომის დროს, ხოლო 12%-ს წარმოდგენა არ ჰქონდა მასზე.

გამოკითხვა აშშ-ში Sputnik.News-სთვის უძველესმა ფრანგულმა სოციოლოგიურმა კომპანია IFop-მა ჩაატარა მიმდინარე წლის 22–25 მაისს. გამოიკითხა 18 წლისა და უფროსი ასაკის 1004 რესპონდენტი. მონაცემებში ცდომილების დონე პლუს–მინუს 3,1%-ს შეადგენს სანდოობის 95%-ით.

Sputnik.Мнения – ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus, Ifop და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. 

Sputnik (sputniknews.com) — საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ ენებსა და ასევე ფარსიზე. Sputnik-ის საინფორმაციო რესურსების აუდიტორია 80 მლნ ვიზიტორს შეადგენს ერთ თვეში.

„Sputnik–საქართველომ“ (sputnik-georgia.com) ქვეყანაში მუშაობა 2015 წლის მაისში დაიწყო და ქართული ინტერნეტ-მედიის ლიდერად გვევლინება. სააგენტოს შემადგენლობაში შედის ამავე სახელწოდების პორტალი ქართულ და რუსულ ენებზე და ინტერნეტრადიო.

 

121
თემები:
მსოფლიო დღეს (2200)
არჩევნები აშშ–ში

აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე 80 მლნ–ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

26
(განახლებულია 11:04 30.10.2020)
ამ დროის მონაცემებით, აშშ–ის მოქალაქეების აქტივობამ 2016 წლის არჩევნებში დაფიქსირებული ამომრჩეველთა აქტივობის 58%-ს გადააჭარბა.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 80 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, ასეთია პროექტ US Election Project–ის დათვლის შედეგები, რომელსაც ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ მაკდონალდსი აწარმოებს.

პროექტის თანახმად, საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა 80 061 661–მა ამერიკელმა.

ამ დროისთვის ლიდერობს კალიფორნიის შტატი, სადაც საკუთარი არჩევანი 8 478 869 ადამიანმა გააკეთა. შემდეგ მოდის ტეხასის შტატი – 8 449 858.

ასე რომ, აშშ–ის მოქალაქეების აქტივობამ 2016 წლის არჩევნებში დაფიქსირებული ამომრჩეველთა აქტივობის 58%-ს გადააჭარბა.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს არის დანიშნული. თეთრი სახლის დასაკავებლად მოქმედი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატი ჯო ბაიდენი იბრძვიან. პრეზიდენტთან ერთად არჩეული იქნება სენატის შემადგენლობის მესამედი, წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობა და ასევე არაერთი გუბერნატორი.

 

26
თემები:
მსოფლიო დღეს (2200)
შემთხვევის ადგილი

მაკრონმა ნიცაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ მოსახლეობას მიმართა

62
საფრანგეთის ლიდერმა მხარდაჭერის სიტყვებით მიმართა მთელ ერს, კათოლიკეებს, ასევე ნიცის მცხოვრებლებს და განაცხადა, რომ პარასკევს თავდაცვის საბჭოს შეკრებს

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნიცაში განაცხადა, რომ ქვეყანაზე „ისლამური ტერორისტული შეტევა“ განხორციელდა.

ხუთშაბათს დილით ნიცაში დანით შეიარაღებული უცნობი პირი თავს დაესხა ადამიანებს ნოტრ-დამის ეკლესიაში, დაიღუპა სამი ადამიანი, რამდენიმე დაიჭრა. რამდენიმე მედია იუწყება, რომ თავდამსხმელმა ორ ადამიანს თავები მოკვეთა.

ტერაქტის განგაში: საფრანგეთში ტერორიზმთან ბრძოლის მაქსიმალური დონე გამოცხადდა >>

„... ჩვენზე კვლავ განხორციელდა შეტევა... ჩვენი ფასეულობებისათვის, ჩვენი თავისუფლების გემოსთვის, ჩვენს მიწაზე არსებული შესაძლებლობისთვის თავისუფლად გვწამდეს და არ დავემორჩილოთ არანაირი ტერორის სულისკვეთებას. დღეს კიდევ ერთხელ მინდა მკაფიოდ განვაცხადო: ჩვენ არ დავნებდებით“, - განაცხადა მაკრონმა.

Криминалисты и полицейские эксперты в Ницце на месте террористического нападения
© REUTERS / ERIC GAILLARD
თავდასხმის ადგილი ნიცაში

მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ხუთშაბათს მოხდა თავდასხმა საუდის არაბეთში საფრანგეთის საკონსულოზე. საფრანგეთის ლიდერმა მხარდაჭერის სიტყვებით მიმართა მთელ ერს, კათოლიკეებს, ასევე ნიცის მცხოვრებლებს.

„2016 წლის ზაფხულში მამა (ჟაკ) ამელის მკვლელობის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ყველა წმინდანის დღის წინ კვლავ ხორციელდება თავდასხმები კათოლიკეებზე. მთელი საფრანგეთი მათთან ერთად (კათოლიკეებთან) არის და მათ მხარეზე იდგება, რათა ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი აღმსარებლობა არსებობდეს“, - აღნიშნა მან.

პარასკევს დილით მაკრონი თავდაცვის საბჭოს შეკრებს, იუწყება РИА Новости.

თავდამსხმელი მალევე სამართალდამცველებმა დააკავეს. დაკავებისას ის დაიჭრა. ნიცის მერმა კრისტიან ესტროზიმ განაცხადა, რომ თავდამსხმელი გაუჩერებლად იმეორებდა „ალაჰ აკბარ“. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მომხდარი ტერორისტული აქტია, ხაზგასმით აღნიშნა ქალაქის მერმა. გამოძიებას პროკურატურის ანტიტერორისტული განყოფილება აწარმოებს.

ფრანგული მედია ამტკიცებს, რომ თავდამსხმელი ტუნისის მოქალაქეა და ადრე პოლიციის ყურადღება არ მიუქცევია. ტელეარხ BFMTV-ის მონაცემებით, თავდამსხმელი ოქტომბრის დასაწყისში ქვეყნის ტერიტორიაზე იტალიის კუნძულ ლამპედუზიდან მოხვდა.

ბოლო ორ კვირაში ეს საფრანგეთში უკვე მეორე თავდასხმაა. 16 ოქტომბერს, პარიზის გარეუბანში ისტორიის მასწავლებელს, სამუელ პატის რადიკალ–ისლამისტმა თავი მოკვეთა. მკვლელობა სკოლასთან ახლოს მოხდა. ადრე გაკვეთილებზე, რა დროსაც სიტყვის თავისუფლების თემა განიხილებოდა, მასწავლებელი მოსწავლეებს წინასწარმეტყველ მუჰამედზე კარიკატურებს უჩვენებდა. მასწავლებელთან გამოთხოვების ცერემონიაზე მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი სიტყვის თავისუფლების დაცვას გააგრძელებს და კარიკატურებზე უარს არ იტყვის.

62
თემები:
მსოფლიო დღეს (2200)
მაია მახათელი

ქართველი ბალერინა მსოფლიოში ერთ–ერთ საუკეთესო მოცეკვავედ აღიარეს

0
(განახლებულია 12:50 30.10.2020)
აბსოლუტური ლიდერის წოდებისთვის ქართველ ბალერინას ახლა „დიდი თეატრის“ მოცეკვავეებთან მოუწევს ბრძოლა

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი ბალერინა მაია მახათელი საერთაშორისო ჟურნალ Dance Europe–ის ვერსიით, რომელიც 1995 წლიდან ლონდონში გამოდის, ერთ–ერთ საუკეთესო მოცეკვავედ დასახელდა.

ახლა წოდებისთვის „2020 წლის საუკეთესო მოცეკვავე“ ქართველი ბალერინა რუს კოლეგებს „დიდი თეატრიდან“ – მარია ალექსანდროვასა და ვლადისლავ ლანტრატოვს შეებრძოლება.

მახათელის ან სხვა კანდიდატისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისთვის 31 ოქტომბრამდე ელექტრონულ ფოსტაზე media@danceeurope.net უნდა გაიგზავნოს რჩეული მოცეკვავის სახელი და გვარი.

მაია მახათელი თბილისში დაიბადა, ცეკვა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში დაიწყო. 2002 წელს სწავლა დაამთავრა გერმანიის საერთაშორისო საბალეტო სკოლაში (International Ballet School).

2002 წელს მახათელი კოლორადოს ბალეტში მიიღეს, 2006 წელს გადავიდა ბირმინგემის სამეფო ბალეტში სოლისტის რანგში. 2007 წლიდან ის ნიდერლანდების ეროვნულ ბალეტში მუშაობს, ხოლო 2010 წლიდან თეატრის პრიმა–ბალერინაა.

მაია მახათელს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო საბალეტო გალა–კონცერტებში, მიწვეული ბალერინის სახით გამოდიოდა აშშ–ის, იაპონიის, ჩეხეთისა და რუსეთის თეატრების სპექტაკლებში. არის სსაქართველოში, რუსეთსა და აშშ–ში გამართული აერთაშორისო კონკურსების ლაურეატი.

0
თემები:
საქართველო და კულტურა