კიევში მრავალსართულიან სახლში გაზი აფეთქდა

კიევში მრავალსართულიან სახლში გაზი აფეთქდა: ორი ადამიანი დაიღუპა

268
(განახლებულია 16:37 21.06.2020)
უკრაინის საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო სამსახურში იუწყებიან, რომ აფეთქების შედეგად დაინგრა მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე სართულები

თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. ბუნებრივი აირის აფეთქება მოხდა კიევში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში, დანგრეულია გადახურვები სართულებს შორის, იუწყება უკრაინის საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო სამსახური.

„10:00 საათზე დარნიცის რაიონში ცხრასართულიან სახლში მოხდა სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქება, 4, 5, 6, 7 სართულებზე გადახურვები დანგრეულია“, - ნათქვამია განცხადებაში.

მაშველებმა ნანგრევებს შორის იპოვეს ორი დაღუპული, სამი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს.

ადგილზე მუშაობას აგრძელებენ მაშველები და პოლიციელები.

268
თემები:
მსოფლიო დღეს (1837)
მევლუთ ჩავუშოღლუ

სომხეთ-აზერბაიჯანის შეჯახება: თურქეთმა არჩევანი გააკეთა

50
(განახლებულია 15:39 13.07.2020)
მანამდე აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სადავო ტეიროტირიაზე სომხურ საყრდენ პუნქტზე მიიტანეს იერიში და გაანადგურეს იგი

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. აზერბაიჯან–სიმხეთის საზღვარზე არსებულ დაძაბულ ვითარებაში თურქეთი აზერბაიჯანს უჭერს მხარს, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

„ის, რასაც სომხეთი აკეთეს, მიუღებელია. დაე, გონს მოვიდეს. ჩვენ მხარს დავუჭერთ აზრბაიჯანს მისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების საქმეში. აზერბაიჯანი მარტო არ არის“, — განაცხადა ჩავუშოღლუმ თურქული ტელეარხის, TRT–ს ეთერში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 12 ივლისს განაცხადა, რომ სომეხმა სამხედროებმა მათ პოზიციებს ნაღმმტყორცნებიდან გაუხსნეს ცეცხლი, რის საპასუხოდაც აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საყრდენი პუნქტი გაანადგურეს.

ამ დროისათვის ორი ქვეყნის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია.

50
თემები:
მსოფლიო დღეს (1837)
მშვილდომანია

მშვილდ-ისრით შეიარაღებულმა კაცმა პოლიციელები განაიარაღა: მიმდინარეობს მასშტაბური ძებნა

110
(განახლებულია 16:07 13.07.2020)
როგორც გაირკვა, პოლიციაში უკვე იცნობდნენ 31 წლის მამაკაცს, რომელიც მანამდე არაერთხელ იყო მიყვანილი განყოფილებაში კანონდარღვევების გამო.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალურ მიწაზე ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც მშვილდ-ისრით იყო შეიარაღებული, რამდენიმე პოლიციელი განაიარაღა, იუწყება Baden Online.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ოპენაუში მოხდა.

​როგორც ირკვევა, 12 ივლისის დილით პოლიციის განყოფილებას შეატყობინეს, რომ ტყეში არსებულ ქოხში შეიარაღებული მამაკაცი იმყოფებოდა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ქოხში აღმოაჩინეს 31 წლის კაცი რომელსაც თან მშვილდ-ისარი ჰქონდა. თავდაპირველად ის მშვიდად იქცეოდა, მაგრამ მოულოდნელად პისტოლეტი ამოიღო და პოლიციელებს დაუმიზნა. მან ოფიცრებს იარაღის დაყრა მოსთხოვა, რასაც ისინი დაემორჩილნენ კიდეც „უარესის თავიდან აცილების მიზნით“. ამის შემდეგ უკვე კბილებამდე შეიარაღებული მამაკაცი ტყეში მიიმალა. 

​​გაირკვა ისიც, რომ სამართალდამცველები გაქცეულს მანამდეც იცნობდნენ, ვინაიდან ის არაერთხელ იყო მიყვანილი განყოფილებაში სხვადასხვა კანონდარღვევის გამო.

პოლიციის განცხადებით, მათ არ იციან, როგორ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია გაქცეული, რომლის ძებნაშიც 100-ზე მეტი სამართალდამცველი, საპატრულო მანქანები და პოლიციის ვერტმფრენებია ჩართული.

 

110
თემები:
მსოფლიო დღეს (1837)
ზურა ჯაფარიძე

„ავტომობილი საჩუქრად“ რა სიურპრიზს უმზადებს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს „გირჩი“

20
(განახლებულია 18:29 13.07.2020)
პარტია „გირჩი“ საკუთარი იმიჯის ერთგული რჩება და ისეთ სერიოზულ საკითხს, როგორიცაა საპარლამენტო არჩევნები, არაორდინარულად უდგება

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს ყველაზე არაორდინარული პარტია - „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ აპირებს Tesla-ს მარკის ავტომობილის გათამაშებას მათთვის, ვინც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმას ნებისმიერ პარტიას მისცემს, ნათქვამია პარტიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

არჩევნები 2020: ცესკოში პარტიების განაცხადების მიღება გრძელდება >>

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთიან სიაშია დარეგისტრირებული.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მარტივი პირობის შესრულება - დარეგისტრირება პარტიის პორტალზე, შემდეგ 31 ოქტომბერს არჩევნების დღეს ხმის მიცემა, მერე კი თავისი საარჩევნო უბნის ფონზე სელფის გადაღება და ფოტოს სოციალურ ქსელში ატვირთვა.

„გირჩს" მიაჩნია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისტორიული მოვლენაა ქვეყნისთვის, რადგან პირველად, არჩევნები პროპორციული სისტემით, 120/30-ზე ჩატარდება. Tesla-ს პროექტით პარტიას სურს, რომ მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები წაახალისოს, რათა რაც შეიძლება მეტმა ამომრჩეველმა მიიღოს მონაწილეობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ჯამში რამდენი ავტომობილი გათამაშდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში, დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხმას მიიღებს „გირჩი" და შესაბამისად რამდენი იქნება პარტიისთვის კანონით განსაზღვრული წლიური საბიუჯეტო დაფინანსება.

პარლამენტში მოხვედრილ პარტიებს კანონით ყოველწლიურად ერგებათ გარკვეული სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თანხა არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. ცესკომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ უკვე დაარეგისტრირა.

„გირჩისთვის“ ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია. ის ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ პარტიის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 2% მიიღო და მეხუთე ადგილი დაიკავა. ამავე დროს წინასაარჩევნო კამპანიაზე მან ყველა კანდიდატთან შედარებით მინიმალური თანხა დახარჯა.

პარტია „გირჩი“ პოლიტიკურ არენაზე 2015 წელს გაჩნდა. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამმა ყოფილმა წარმომადგენელმა შექმნა.

თავად პარტია ლიბერალური მიმდინარეობისაა და ცნობილია თავისი არაორდინარული საქციელით და კანონის გვერდის ავლის უნარით. შეიძლება ითქვას, რომ ამ პარტიის წყალობით საქართველოში დეკრიმინალიზებულია მარიხუანის მოხმარება.

როგორც ჩანს, სწორედ ამას გულისხმობდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე, როდესაც „გირჩის“ ახალ ინიციატივას გამოეხმაურა.

„ერთადერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ, რომ როგორც ჩანს, ბევრი მოწიეს“, - განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს სხვა არაფერია, თუ არა ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვა. ხოლო რამდენად არაკანონიერია ეს ქმედებები, ისაუბრებს მაშინ, როცა „გირჩი“ რეალურ ნაბიჯებს გადადგამს.

20
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020