მედიკოსები ბრაზილიაში

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბრაზილიაში მილიონს აჭარბებს

89
(განახლებულია 14:48 20.06.2020)
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერთა შეფასებით, აგვისტოს დასაწყისში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბრაზილიაში შეიძლება გაიზარდოს სამჯერ - 125 ათასამდე

თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. ბრაზილიაში კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1 032 913-მდე გაიზარდა, იუწყება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო.

ერთ დღე-ღამეში 54 771 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

სულ გამოჯანმრთელდა 507 200 ადამიანი, ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება 476 759 ადამიანი.

ამ დროისათვის გარდაიცვალა 48 954 ადამიანი, სიკვდილიანობა შეადგენს 4,7%-ს. ბოლო დღე-ღამეში ჯანდაცვის სამინისტრომ 1 206 ახალი გარდაცვალება დააფიქსირა.

ქვეყანაში ინფექციის გავრცელების წყაროა აღმოსავლეთი შტატი სან-პაულუ და მისი დედაქალაქი, რომლის აგლომერაციაში 21 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. რეგიონში 170 ათასზე მეტი ინფიცირებული და 11 ათასზე მეტი გარდაცვლილია.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერთა შეფასებით, აგვისტოს დასაწყისში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბრაზილიაში შეიძლება გაიზარდოს სამჯერ - 125 ათასამდე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის აფეთქებას 11 მარტს პანდემია უწოდა.

89
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1016)
კანიე უესტი

პირველი ნაბიჯი პრეზიდენტობისკენ: კანიე უესტი ვიდეოს აქვეყნებს

21
(განახლებულია 09:50 10.07.2020)
ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა საპრეზიდენტო არჩევნებშო მონაწილეობის მისაღებად პირველი ნაბიჯი გადადგა და შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა საპრეზიდენტო კამპანია იმით დაიწყო, რომ თავად დარეგისტრირდა ამომრჩეველთა სიაში. უსეტმა საკუთარ Twitter–აკაუნტზე გამოაქვეყნა დაახლოებით წუთნახევრიანი ვიდეო, რომელზეც სარეგისტრაციო ოფისში მისი ვიზიტია აღბეჭდილი.

​„მე მინდა ყველას განახოთ, რამდენად მარტივია ხმის მიცემა“, — ამბობს რეპერი.

ვიდეოში ის ხსნის, რა წერია სარეგისტრაციო ანკეტაში: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ავტომობილის მართვის მოწმობის მონაცემები — რომელიც აშშ–ში პიროვენბის სტანდარტულ მოწმობად გამოიყენება, სქესი, ტელეფონი, მისამართი, მონაცემები პოლიტიკური კუთვნილების შესახებ.

უესტის განმარტებით, ანკეტა ასევე შეიცავს გრაფას, სადაც საჭიროა ხელმოწერა ამომრჩევლის ფიცზე.

კადრებზე ასევე დაფიქსირებულია რეპერის საუბარი ოფისისი თანამშრომელთან, რომელიც მუსიკოსს პასუხობს შეკითხვაზე, რატომ ვერ აძლევს ხმას ბევრი მსჯავრდებული.

მანამდე კანიე უესტმა გაავრცელა განცხადება, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჯო ბაიდენის გვერდით.

 

21
თემები:
მსოფლიო დღეს
აია სოფიას ტაძარი სტამბულში

აია-სოფიას ტაძარი მეჩეთად გადაკეთდება თურქეთმა გადაწყვეტილება მიიღო

139
(განახლებულია 21:47 09.07.2020)
აია-სოფია დაახლოებით ათასი წლის განმავლობაში მსოფლიოს უდიდესი ტაძარი იყო, თუმცა შემდეგ ოსმანთა იმპერიის უმთავრეს მეჩეთად გადაკეთდა.

თბილისი, 9 ივლისის — Sputnik. თურქეთის სახელმწიფო საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი წმინდა სოფიას (აია-სოფია) საკათედრო ტაძარ-მუზეუმის სტატუსის შეცვლას და მის მეჩეთად გადაკეთებას.

ამის შესახებ Twitter-აკაუნტზე თურქმა ჟურნალისტმა რაგიპ სოილუმ დაწერა ქვეყნის მთავრობაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით.

​მისი ინფორმაციით, ტაძრის სტატუსის შეცვლა ოფიციალურად 10 ივლისს უნდა გამოცხადდეს.

ის ფაქტი, რომ თურქეთის ხელისუფლება წმინდა სოფიას ტაძრის სტატუსის შეცვლას განიხილავდა, 2 ივლისს გახდა ცნობილი. აღინიშნა, რომ ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, თურქ რესპონდენტთა დაახლოებით 70% მხარს უჭერს ტაძრის მეჩეთად გადაქცევის გადაწყვეტილებას.

ამ ღირსშესანიშნაობის სტატუსის შეცვლის წინააღმდეგ გამოვიდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია.

აია-სოფიას ტაძარი 537 წლის 27 დეკემბერს აკურთხეს. დაახლოებით ათასი წლის განმავლობაში ის იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი ტაძარი, მაგრამ შემდეგ ოსმალეთის იმპერიის მთავარ მეჩეთად იქცა. 1935 წლიდან მას მუზეუმის სტატუსი აქვს, ხოლო 1985 წელს იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს.

139
თემები:
მსოფლიო დღეს
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 10 ივლისს

0
(განახლებულია 08:24 10.07.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 10 ივლისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, წავკისის და შინდისის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, სოფელი ახალდაბას, აბაშიძის, რიგის, თაქთაქიშვილის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, ღვინის ჩიხის, კოტე აბხაზის, ლესელიძის, ტყავის, იერუსალიმის, გრიგოლ ხანძთელის, თუმანიანის, თორეთის და აბოვიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოტე აბხაზის, დიუმას, პუშკინის და კალისტრატე ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის მოედნის, ჩოლოყაშვილის I კვატრტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, არტურ ლაისტის და მეგობრობის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, სამგორის დასახლების, წულუკიძის და ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, კარალეთის, ბოხუას, ლუბლიანას და ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების I, II, IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ორხევის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ლოჭინის დასახლების, საქსოფმშენის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, საქნავთობის დასახლების, აეროდრომის დასახლების, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ზაქარია მხარგრძელის, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელიძის, იუმაშევის და გოკიელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის, თამარ მეფის გამზირის, თევდორე მღვდლის და აბასთუმნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

0
თემები:
თბილისი დღეს