ბავშვი და სათამაშო

კორონავირუსის ყველაზე სახიფათო გამავრცელებლები 6 წლამდე ბავშვები არიან: დასახელდა მიზეზი

178
(განახლებულია 19:13 19.06.2020)
სწავლულების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა თაობის ადამიანის ბიოლოგიურ სითხეებში თანაბარი რაოდენობის პათოგენებია, სკოლამდელი ასაკის ბავშვები კორონავირუსის ყველაზე სახიფათო გამავრცელებლები არიან.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ექვს წლამდე ბავშვები შესაძლოა იყვნენ კორონავირუსის ყველაზე სახიფათო გამავრცელებლები, დაასკვნეს გერმანიის ინფექციების კვლევის ცენტრის მეცნიერებმა. 

მანამდე გერმანელმა, ბრიტანელმა და ნორვეგიელმა სწავლულებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ ყველა თაობის ადამიანს ბიოლოგიურ სითხეებში პრაქტიკულად თანაბარი რაოდენობის პათოგენური ნაწილაკები აქვთ. მიუხედავად ამისა, დაავადების გადადების მხრივ ყველაზე სახიფათოდ მაინც ექვს წლამდე ასაკის ბავშვები მიიჩნევიან.

მკვლევარების თქმით, ამას ხელს უწყობს ის ფაქტორები, რომ ამ ასაკის ბავშვები არ „ემორჩილებიან“ ნიღბების ტარების წესს, ხშირად იკიდებენ ხელს სახეზე, თამაშობენ იატაკზე და „გემოს უსინჯავენ“ სათამაშოებს.

მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ბავშვები უმეტეს შემთხვევაში უსიმპტომოდ ავადმყოფობენ COVID-19-ით.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებამ აიძულა მეცნიერები, განეკუთვნებინათ ბავშვები ვირუსის ყველაზე სახიფათო გამავრცელებლების კატეგორიისთვის.

სწავლულების თქმით, იმის ადეკვატური პროგნოზისთვის, ღირს თუ არა საბავშვო ბაღების გახსნა, აუცილებელია სერიოზული სამუშოების ჩატარება რისკ-მენეჯმენტის კუთხით.

178
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (535)
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი

COVID-19 იშვიათ სიმპტომებსა და უცნაურ შედეგებს ავლენს: განკურნებულის ნაამბობი

169
(განახლებულია 15:13 30.10.2020)
ფსიქოლოგის თქმით, მისი ოჯახის წევრებს COVID-19–ის შედეგები გამოჯანმრთელების შემდეგაც ახსენებს თავს — ზოგჯერ სრულიად უჩვეულო გზით

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ არა მხოლოდ ისეთი გავრცელებული სიმპტომები, როგორებიცაა: მაღალი ტემპერატურა, ყნოსვის დაკარგვა, ხველება და დაღლილობა, არამედ სრულიად მოულოდნელიც, განაცხადა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში ფსიქოლოგმა სერგეი ლანგმა.

ფსიქოლოგი თქმით, რომელმაც თავადაც გადაიტანა COVID-19 და მასთან ერთად მისი ოჯახის წერებმაც, კორონავირუსულ დაავადებას შეიძლება თან ახლდეს პანიკის შეგრძნება და უძილობა.

„გაჩნდა არტერიული წნევის პრობლემები, გამუდმებული თავის ტკივილი, რომელიც არ ყუჩდებოდა, და საქანელისებური ტემპერატურა. ანუ 37 გრადუსი დილით, 36 გრადუსი სამი საათის შემდეგ, კიდევ სამი საათის შემდეგ ისევ 37.5 გრადუსი. ძალიან დამღლელი ავადმყოფობა აღმოჩნდა, უძილო ღამეებითა და მთელი პერიოდის განმავლობაში პანიკის განცდით. ჩემს მეუღლეს ჰქონდა ასეთი სიმპტომები. მე უფრო მსუბუქად გადავიტანე“, — აღნიშნა ლანგმა.

ფსიქოლოგის თქმით, მისი ოჯახის წევრებს გამოჯანმრთელების შემდეგაც ახსენებს თავს COVID-19–ის შედეგები — ზოგჯერ სრულიად უჩვეულო გზით.

„უკვე 3-4 თვე გავიდა, მაგრამ თავის ტკივილი მუდმივად მტანჯავს. ჩემს მეუღლეს გემოვნური შეგრძნებები შეეცვალა — ხორცს ვეღარ ჭამს. აქვს განცდა, რომ ხორცს სიდამპლის სუნი აქვს. თემატურ ფორუმებზე ადამიანები აღწერენ სიმპტომებს, რომლებიც მათ COVID–19–ით ავადმყოფობის დროს გამოუვლინდათ. იქ ასეთი სიმპტომები აღწერილია, თუმცა საკმაოდ იშვიათად“, — განმარტა სერგეი ლანგმა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე იაპონელმა მეცნიერებმა ასევე გამოაცლინეს ახალი კორონავირუსული დაავადების ჩვეულო შედეგი. კვლევამ აჩვენა რომ COVID-19-ისგან განკურნებულ პაციენტებს დაახლოებით ოთხი თვის შემდეგ თმის ცვენა დაეწყოთ.

იგივე დასკვნამდე მივიდნენ ინდიანის უნივერსიტეტისა და ორგანიზაცია Survivor Corps-ის სწავლულებიც, რომელთა მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ თმების ცვენის პრობლემას საავადმყოფოებიდან გაწერილი 1567 პაციენტიდან 423 კაცი უჩიოდა.

169
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
მიწისძვრა თურქეთში

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა ვრცელდება ვიდეოკადრები სტიქიური უბედურების ზონიდან

149
(განახლებულია 20:30 30.10.2020)
თურქული მედიისა და თვითმხილველების თქმით, მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიძგები სტამბულშიც იგრძნობოდა.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. თურქეთის დასავლეთ ნაწილში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სტიქიური უბედურებებისა და საგანგებო სიტუაციების სააგენტო (AFAD).

​​მიწისძვრის ეპიცენტრი იზმირის პროვინციის ქალაქ სეფერლიქისარში იყო, კერა 16,5 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.

​თურქული მედიისა და თვითმხილველების თქმით, ბიძგები იგრძნობოდა სტამბულშიც.

გარდა ამისა, რყევები იყო ახლომდებარე ბერძნულ კუნძულებზეც, რაც სეისმოლოგებმა 6,9 მაგნიტუდით შეაფასეს. 

​ვრცელდება ინფორმაცია იზმირში მინიმუმ ოცი შენობის ნგრევის შესახებ. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია ოთხი და დაშავებულია 120 ადამიანი. 

149
თემები:
მსოფლიო დღეს
საპატრულო პოლიციის ავტომობილი

ტრაგედია კახეთში: მეუღლისა და მეზობლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

0
(განახლებულია 22:38 30.10.2020)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და კიდევ ორი პირის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 56 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში დღეს მოხდა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 46 წლის მეზობელს, რის შემდეგ ამავე იარაღიდან გასროლით მოკლა საკუთარი მეუღლე.

გურჯაანში მამაკაცმა ცოლი და მეზობელი მოკლა>>

ბრალდებულმა ასევე სხეულის დაზიანება მიაყენა ორ მეზობელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იგი პოლიციამ  მომხდარიდან მალევე, გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავა. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე  და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში