მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პოპულარულ მსახიობს პედოფილიაში სდებენ ბრალს: სოციალური ქსელით მიმოწერა ვრცელდება

© Pixabay / sasintგოგონა, რომელიც ტირის
გოგონა, რომელიც ტირის - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგონას პოსტი ვირუსულად იქცა და მალე სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლებმაც დაიწყეს კომიკოსთან მიმოწერის სკრინშოტების გამოქვეყნება, რომლებშიც მსახიობი მათ შიშველი ფოტოების გაგზავნას სთხოვს.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. პოპულარულ ამერიკელ კომიკოს მსახიობს კრის დ’ელიას არასრულწლოვნებზე სექსეუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს, იუწყება People. 

​მსახიობს, რომელიც ცნობილია ფილმებით „ბოსტონელი იურისტები“, „კარგი ექიმი“, „უიტნი“ და სხვა, პირველმა ასეთი ბრალდება ვინმე სიმონა როსიმ წაუყენა, რომელმაც Twitter-ზე კომიკოსთან 2014 წლის მიმოწერის სკრინშოტი გამოაქვეყნა, რა დროსაც გოგონა 16 წლის იყო.

მიმოწერიდან ირკვევა, რომ დ’ელია არასრულწლოვანს ფოტოების გაგზავნას და ღამით შეხვედრას სთხოვდა.

​აღსანიშნავია, რომ როსის პოსტი ვირუსულად იქცა და მალე სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლებმაც დაიწყეს კომიკოსთან მიმოწერების სკრინშოტების გამოქვეყნება. ბევრ მათგანში დ’ელია შიშველი ფოტოების გაგზავნას ითხოვს და ამასთან ცდილობს გოგონების დათანხმებას შეხვედრაზე.

კომიკოსი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ არასრულწლოვნების მიმართ მსგავსი რამ არასდროს დაუშვია.

„ვიცი, რომ ცხოვრებაში მითქვამს და ჩამიდენია ისეთი რამ, რასაც შეიძლებოდა შეურაცხყოფა მიეყენებინა ადამიანებისთვის. მაგრამ შეგნებულად არასდროს მიძალადია არც ერთ არასრულწლოვან ქალზე. ყველა ჩემი ურთიერთობა იყო კანონიერი და ორმხრივად შეთანხმებული. ადამიანებს, რომლებიც ჩემზე Twitter-ში წერენ, არასდროს შევხვედრივარ და არანაირი ფოტო არ გამიცვლია“, — თქვა გამოცემასთან საუბრისას მსახიობმა.

აღინიშნება, რომ კრის დ’ელიას ბოლო კომედიური ფილმი აპრილში წარმოადგინა Netflix-მა.

ყველა ახალი ამბავი
0