მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა: თურქეთმა ძველი წესი ისევ სავალდებულო გახადა

CC0 / leo2014 / Epidermic Wuhan's Virus Quarantineსამედიცინო ნიღაბი
სამედიცინო ნიღაბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ხდება, რომ თურქეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კაფეები, რესტორნები და პლაჟები გაიხსნა.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. თურქეთის ხელისუფლებამ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი მატების შემდეგ, ისევ სავალდებულო გახადა სამედიცინო პირბადეების ტარება საზოგადოებრივ ადგილებში, იუწყება სააგენტო Associated Press. 

კორონავირუსის აფეთქება პეკინში - Sputnik საქართველო
უფრო გადამდები: პეკინში აფეთქებული ვირუსი უჩვეულოდ გამოიყურება

გავრცელებული ინფორმაციით, ნიღბების ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განმეორებით ხდება სავალდებულო ქვეყნის 81-დან 42 პროვინციაში.

„ჩვენი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური კომიტეტები პროვინციებში განაგრძობენ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილებების მიღებას. განსაკუთრებით იმ ქალაქებში, სადაც ინფიცირების შემთხვევების ზრდა შეინიშნება“, — განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ. 

ცნობილი ხდება, რომ დანარჩენ პროვინციებში, სამედიცინო პირბადეების ტარების გარდა, ასევე სავალდებულოა სოციალური დისტანციის დაცვა ტრანსპორტში, მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში.

აღნიშნება, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მატება მას შემდეგ დაიწყო, რაც თურქეთში კაფეები, რესტორნები, სპორტდარბაზები, პარკები და პლაჟები გაიხსნა.

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო პერიოდში COVID-19-ით ინფიცირებულთა სადღეღამისო რაოდენობა 1500 კაცს აჭარბებს. ეს მაშინ, როცა მანამდე დღე-ღამეში მაქსიმუმ 800–900 ადამიანი ინფიცირდებოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0