მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვითარება დაიძაბა: ჩრდილოეთი კორეა დემილიტარიზებულ ზონაში არმიის შეყვანას აპირებს

© AFP 2024 / KIM Won-Jinმიტინგი ჩრდილოეთ კორეაში
მიტინგი ჩრდილოეთ კორეაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორ კორეას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთს პროპაგანდისტული პროკლამაციების გავრცელებაში დასდო ბრალი.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ჩრდილოეთი კორეა დემილიტარიზებულ ზონაში საკუთარი არმიის შეყვანის შესაძლებლობას განიხილავს, იუწყება ქვეყნის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო ჩრდილოეთი კორეის სახალხო არმიის გენერალური შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით. 

კიმ ჩენ ინი - Sputnik საქართველო
კიმ ჩენ ინის ორეულები ვიდეოზე აღბეჭდეს: ვრცელდება კადრები

საუბარია ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის შეთანხმების საფუძველზე დადგენილ დემილიტარიზებულ ზონაზე.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთი კორეის არმია „დაუყოვნებლივ და თანმიმდევრულად“ შეასრულებს პარტიისა და მთავრობის ნებისმიერ გადაწყვეტილებასა და ბრძანებას.

როგორც გენერალური შტაბი აცხდებს, მათ მიიღეს რეკომენდაციები, „გახსნან სახმელეთო ფრონტი და ასევე მრავალი საზღვაო რაიონი, რათა აქტიურად შეუწყონ ხელი ჩრდილოეთ კორეის ხალხის „მოსალოდნელ მასობრივ ბრძოლას მტრის მიმართულებით პროკლამაციების გავრცელების გამო“. 

„ჩვენ შევადგენთ სამხედრო მოქმედებების გეგმას ზემოაღნიშნული რეკომენდაციების დაუყოვნებელი რეალიზაციისთვის და მივიღებთ ცენტრალური სამხედრო კომიტეტის ნებართვას“, — აღნიშნავენ გენშტაბში. 

ორ კორეას შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 4 ივნისს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დამ – კიმ იო ჩჟონმა დაგმო პროპაგანდისტული პროკლამაციების განუწყვეტელი გავრცელება სამხრეთ კორეელების მხრიდან.

ყველა ახალი ამბავი
0