მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დაფინანსება კი არ შეუწყდებათ, პირიქით: ტრამპი პოლიციის უკეთ აღჭურვას აპირებს

© AP Photo / Ron Jenkinsამერიკელი პოლიციელები
ამერიკელი პოლიციელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც მინეაპოლისში პოლიციას დაკავებისას აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი შემოაკვდა, აშშ-ში საპროტესტო ტალღამ იფეთქა, გაისმა მოწოდებები პოლიციისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და, უფრო მეტიც, მისი საერთოდ გაუქმების შესახებ.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. აშშ-ის ხელისუფლება პოლიციას დაფინანსებას კი არ შეუწყვეტს, არამედ პირიქით, სამართალდამცველები უკეთ აღიჭურვებიან და გაიწვრთნებიან, განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

„პოლიციას დაფინანსებას არ შევუწყვეტთ. ჩვენ სხვაგვარად მოვიქცევით. გარანტიას ვიძლევით, რომ ჩვენი პოლიცია კარგად განისწავლება, იდეალურად განისწავლება და საუკეთესოდ აღიჭურვება“, — განაცხადა პრეზიდენტმა დალასში გამართულ მრგვალ მაგიდაზე.

ამასთან დონალდ ტრამპმა დაასახელა ოთხი პუნქტი, რომლებიც, მისი აზრით, ვითარებას გამოასწორებს.

მისი თქმით, პირველ რიგში, ხელისუფლება უმცირესობის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე იზრუნებს და ხელს შეუწყობს მათ მცირე ბიზნესისთვის საჭირო კაპიტალზე წვდომაში.  

ამასთან პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ დაკავდება უმცირესობათა შორის სამედიცინო მომსახურებაზე არათანაბარი წვდომის პრობლემით. 

პოლიცია და დემონსტრანტები ვაშინგტონში - Sputnik საქართველო
ამერიკა საკუთარი გმირების წინააღმდეგ – ვის და რატომ სურს პოლიციის გაუქმება

„მესამე: ჩვენ ვმუშაობთ პრეზიდენტის ბრძნებულებაზე, რომელიც მთელი ქვეყნის პოლიციის სამმართველოებს საშუალებას მისცემს, შეესაბამებოდნენ ყველაზე თანამედროვე პროფესიულ სტანდარტებს ძალის გამოყენების საკითხში, კონფლიქტების დეესკალაციის ტაქტიკის ჩათვლით“, — აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ხელისუფლება მიესალმება საპილოტო პროგრამებს, რომლებიც სოციალურ მუშაკებს საშუალებას მისცემს, შეუერთდნენ პოლიციელებს და იმუშაონ მათთან ერთად.   

მეოთხე პუნქტის ფარგლებში, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ადმინისტრაცია კვლავ მოუწოდებს კონგრესს, წამოწიოს განათლების მიღებისა და სკოლის არჩევის უფლების საკითხი. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის აშშ-ში სკოლებში განაწილება საცხოვრებელი ადგილების გათვალისწინებით ხდება.

მას შემდეგ, რაც მინეაპოლისში პოლიციას დაკავებისას აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი შემოაკვდა, აშშ-ში საპროტესტო ტალღამ იფეთქა. გაისმა მოწოდებები პოლიციისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და, უფრო მეტიც, მისი საერთოდ გაუქმების შესახებ.

 

ყველა ახალი ამბავი
0